მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა დანაშაული ჩავიდინე?" - ფილიპინების უსასტიკესი ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე დააკავეს
"რა დანაშაული ჩავიდინე?" - ფილიპინების უსასტიკესი ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე დააკავეს

ფი­ლი­პი­ნე­ბის პო­ლი­ცი­ამ ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი როდ­რი­გო დუ­ტერ­ტე და­ა­კა­ვა მას შემ­დეგ, რაც სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ (ICC) გა­მოს­ცა და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი - დუ­ტერ­ტეს კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის სდე­ბენ ბრალს.

საქ­მე ეხე­ბა ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­ულს - კონ­კრე­ტუ­ლად კი დუ­ტერ­ტეს რე­ჟი­მის უმ­კაც­რეს პო­ლი­ტი­კას, რო­მელ­საც ის ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის­თვის ატა­რებ­და და რო­მელ­საც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

  • 79 წლის დუ­ტერ­ტე პო­ლი­ცი­ამ მა­ნი­ლას აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვა, მა­შინ როცა დუ­ტერ­ტე სამ­შობ­ლო­ში ჰონგ-კონ­გი­დან დაბ­რუნ­და.

დუ­ტერ­ტემ და­კა­ვე­ბამ­დე ბო­დი­ში მო­ი­ხა­და ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იმ სას­ტი­კი დარ­ბე­ვე­ბის გამო, რა დრო­საც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

  • და­კა­ვე­ბის­თა­ნა­ვე მან ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა ორ­დე­რის გა­ცე­მის სა­ფუძ­ვე­ლი და იკი­თხა: "რა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ვი­დი­ნე?"

დუ­ტერ­ტეს პრესს­პი­კერ­მა ფი­ლი­პი­ნე­ბის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის და­კა­ვე­ბას არა­კა­ნო­ნი­ე­რი უწო­და, რად­გან ქვე­ყა­ნამ 2019 წელს და­ტო­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო და მისი აზ­რით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი ორ­დე­რის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბა უკა­ნო­ნოა.

აქ­ტი­ვის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ როდ­რი­გო დუ­ტერ­ტეს და­კა­ვე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც და­ი­ღუპ­ნენ "ნარ­კო­ომ­ში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"რა დანაშაული ჩავიდინე?" - ფილიპინების უსასტიკესი ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე დააკავეს

"რა დანაშაული ჩავიდინე?" - ფილიპინების უსასტიკესი ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე დააკავეს

ფილიპინების პოლიციამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე დააკავა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გამოსცა დაკავების ორდერი - დუტერტეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის სდებენ ბრალს.

საქმე ეხება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს - კონკრეტულად კი დუტერტეს რეჟიმის უმკაცრეს პოლიტიკას, რომელსაც ის ნარკოტიკებთან ბრძოლისთვის ატარებდა და რომელსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

  • 79 წლის დუტერტე პოლიციამ მანილას აეროპორტში დააკავა, მაშინ როცა დუტერტე სამშობლოში ჰონგ-კონგიდან დაბრუნდა.

დუტერტემ დაკავებამდე ბოდიში მოიხადა ნარკოტიკებთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული იმ სასტიკი დარბევების გამო, რა დროსაც ათასობით ადამიანი დაიღუპა.

  • დაკავებისთანავე მან ეჭვქვეშ დააყენა ორდერის გაცემის საფუძველი და იკითხა: "რა დანაშაული ჩავიდინე?"

დუტერტეს პრესსპიკერმა ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას არაკანონიერი უწოდა, რადგან ქვეყანამ 2019 წელს დატოვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და მისი აზრით, აღნიშნული სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დაკავება უკანონოა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ როდრიგო დუტერტეს დაკავება ისტორიული მომენტია და მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებიც დაიღუპნენ "ნარკოომში".