სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას - ასევე, 31 მარტისთვის აქციას ამზადებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას - ასევე, 31 მარტისთვის აქციას ამზადებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი

პარ­ტია “ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის” ერთ-ერთი ლი­დე­რის, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად "სა­ერ­თო სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ფრონ­ტი“ შე­იქ­მნე­ბა.

  • გარ­და ამი­სა, რო­გორც ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, 31 მარ­ტის­თვის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას ამ­ზა­დებს.

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რომ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად შე­იქ­მნას სა­ერ­თო სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ფრონ­ტი, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს მო­ი­ცავს, არა­მედ სა­მო­ქა­ლა­ქო და საპ­რო­ტეს­ტო ნა­წილს - ამა­ზე მუ­შა­ობს.

გარ­და ამი­სა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი 31 მარ­ტის­თვის აქ­ცი­ას ამ­ზა­დებს, ამა­ზე ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი გავცვა­ლეთ.

გარ­და ამი­სა, გა­ვი­ა­რეთ ყვე­ლა სა­კი­თხი, რაც ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბას უკავ­ში­რებ­და, მათ შო­რის, არის: პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა - ის, რაც გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ შემ­დგომ ნორ­მა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ვა­ტა­როთ - ამ სა­კი­თხებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ. მთა­ვა­რი არის ის, რომ ჩვე­ნი ფო­კუ­სი რჩე­ბა ახალ არ­ჩევ­ნებ­ზე, მგო­ნია, რომ ახალ არ­ჩევ­ნებს მი­ვაღ­წევთ“, - გა­ნა­ცხა­და ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, მი­ი­ღე­ბენ თუ არა ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი და ამის გან­ხილ­ვაც კი ცუ­დად იმოქ­მე­დებს საპ­რო­ტეს­ტო გან­წყო­ბა­ზე. მის­ვე თქმით, "ეს არის სი­გი­ჟე“.

"სრულ უაზ­რო­ბად მი­ვიჩ­ნევთ იმის გა­მო­ცხა­დე­ბას, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­დე­საც ახალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს ვამ­ზა­დებთ. მარ­თლა შე­საძ­ლე­ბე­ლია ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მიღ­წე­ვა თუ ჩვენ შევ­ძე­ლით და ამ კრი­ზის­მა ში­ნა­არ­სი შე­ი­ძი­ნა, რაც საპ­რო­ტეს­ტო მო­თხოვ­ნას აქვს. თუ ჩვენ თვი­თონ და­ვი­წყეთ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი, ცუ­დად იმოქ­მე­დებს საპ­რო­ტეს­ტო გან­წყო­ბა­ზე. ეს არის სი­გი­ჟე. ჩვენ არ შეგ­ვიქ­მნია კრი­ზი­სი. კრი­ზი შექ­მნა პრო­ტეს­ტმა, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში დგას. მათი დაკ­ვე­თა არ არის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გან­ხილ­ვაც კი“,- გა­ნა­ცხა­და ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას - ასევე, 31 მარტისთვის აქციას ამზადებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას - ასევე, 31 მარტისთვის აქციას ამზადებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალი არჩევნების მოსამზადებლად "საერთო საკოორდინაციო ფრონტი“ შეიქმნება.

  • გარდა ამისა, როგორც ჩერგოლეიშვილმა სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, 31 მარტისთვის სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ამზადებს.

"სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მოიცავს, არამედ სამოქალაქო და საპროტესტო ნაწილს - ამაზე მუშაობს.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი 31 მარტისთვის აქციას ამზადებს, ამაზე ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ.

გარდა ამისა, გავიარეთ ყველა საკითხი, რაც ახალი არჩევნების მომზადებას უკავშირებდა, მათ შორის, არის: პოლიტიკური პატიმრები, საკანონმდებლო ბაზა - ის, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ შემდგომ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ - ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე, მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

კითხვაზე, მიიღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი და ამის განხილვაც კი ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. მისვე თქმით, "ეს არის სიგიჟე“.

"სრულ უაზრობად მივიჩნევთ იმის გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობა, როდესაც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ვამზადებთ. მართლა შესაძლებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა თუ ჩვენ შევძელით და ამ კრიზისმა შინაარსი შეიძინა, რაც საპროტესტო მოთხოვნას აქვს. თუ ჩვენ თვითონ დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი, ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. ეს არის სიგიჟე. ჩვენ არ შეგვიქმნია კრიზისი. კრიზი შექმნა პროტესტმა, რომელიც ქუჩაში დგას. მათი დაკვეთა არ არის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და განხილვაც კი“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.