პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნემსის ყუნწი" და "ბავშვი 44" - ორი მნიშვნელოვანი რომანი მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე
"ნემსის ყუნწი" და "ბავშვი 44" - ორი მნიშვნელოვანი რომანი მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე

პირ­ვე­ლი და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომე­ბი მე­ო­ცე და ორ­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თე­მა­ტი­კაა, რო­მელ­ზეც და­წე­რი­ლია ისე­თი შე­დევ­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა „და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია“, „აუშ­ვი­ცის ტა­ტუ­ის­ტი“, „ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თაღი“, „ინ­გლი­სი, ჩემი ინ­გლი­სი“ და სხვა.

მე - 20 სა­უ­კუ­ნის უდი­დე­სი ომე­ბის თე­მა­ტი­კა­ზე „პა­ლიტ­რა L-მა“ შექ­მნა სე­რია, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­წარ­მო­ბე­ბი, რო­გორც დო­კუ­მენ­ტუ­რი, ისე მხატ­ვრუ­ლი. „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“, ასე ეწო­დე­ბა სე­რი­ას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც პე­რი­ო­დუ­ლად ითარ­გმნე­ბა და გა­მო­ი­ცე­მა ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი. კენ ფო­ლე­ტის „ნემ­სის ყუნ­წი“ სწო­რედ ერთ-ერთი მათ­გა­ნია.

მე-2 მსოფ­ლიო ომი­სა და სტა­ლი­ნუ­რი ეპო­ქის თე­მა­ტი­კა­ზე მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რე­ბის სე­რი­ის ფარ­გლებ­ში ასე­ვე ითარ­გმნა და გა­მო­ი­ცა ტომ რობ სმი­ტის „ბავ­შვი 44“, რო­მე­ლიც აშიშ­ვლებს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ რე­ჟიმს, რო­მელ­მაც გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი კვა­ლი და­ამ­ჩნია თა­ო­ბა­თა მენ­ტა­ლო­ბას.

კენ ფო­ლე­ტი - ნემ­სის ყუნ­წი

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. ნორ­მან­დი­ა­ში მო­კავ­ში­რე­თა დე­სან­ტის გა­დას­ხმას ჩაშ­ლა ემუქ­რე­ბა. შე­დე­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მტრის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბა­ზე, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მო­კავ­ში­რე­თა ძა­ლებს კა­ტას­ტრო­ფა ელის. ამი­ტო­მაც მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის დრო და ად­გი­ლი. გერ­მა­ნე­ლე­ბის აგენ­ტი, ოპე­რა­ტი­უ­ლი მეტ­სა­ხე­ლით, „ნემ­სის ყუნ­წი“, მა­ინც მო­ა­ხერ­ხებს ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას და აპი­რებს სას­წრა­ფოდ გა­ვი­დეს ქვეყ­ნი­დან, რათა ფი­უ­რერს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფო­ტო­მა­სა­ლა გა­დას­ცეს. ქვეყ­ნის კონ­ტრდაზ­ვერ­ვა იწყებს ნა­დი­რო­ბას აგენტზე, რო­მე­ლიც გზა­დაგ­ზა ყვე­ლას კლავს, ვინც წინ გა­და­ე­ღო­ბე­ბა, - ეს და­ძა­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში ვი­თარ­დე­ბა, გად­მო­ცე­მუ­ლია კენ ფო­ლე­ტის ის­ტო­რი­ულ რო­მან­ში „ნემ­სის ყუნ­წი“.

2019 წელს BBC News-მა „ნემ­სის ყუნ­წი“ 100 ყვე­ლა­ზე შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი რო­მა­ნის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა. ლე­ვან ინა­სა­რი­ძის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი კი სულ ახ­ლა­ხან გა­მო­ი­ცა „პა­ლიტ­რა L-ის“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში - „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“.

„ნემ­სის ყუნ­წი“ პირ­ვე­ლად 1978 წელს გა­მო­ი­ცა და ავ­ტორს მა­ლე­ვე მო­უ­ტა­ნა აღი­ა­რე­ბა. წიგ­ნის და­ძა­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი და თე­მა­ტი­კა, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი წე­რის სტი­ლი კენ ფო­ლეტს თა­ვის ჟანრ­ში ერთ-ერთ წამ­ყვან მწერ­ლად აქ­ცევს.

1981 წელს ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და რო­მა­ნის ადაპ­ტა­ცია, რომ­ლის ავ­ტო­რიც სტენ­ლი მა­ნია, რე­ჟი­სო­რი კი რი­ჩარდ მარ­კა­ნი. ფილმში მთა­ვარ როლს დო­ნალდ სა­ზერ­ლენ­დი ას­რუ­ლებს.

კენ ფო­ლე­ტი ბრი­ტა­ნე­ლი ავ­ტო­რია, რომ­ლის ტრი­ლე­რე­ბიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მას თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბის 160 მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი აქვს გა­ყი­დუ­ლი.

„ნემ­სის ყუნ­წამ­დე“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნა მისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი ბესტსე­ლე­რი - უკუთ­ვლა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის თე­მა­ტი­კა­ზე და­წე­რილ რო­მანს, „ნემ­სის ყუნ­წი“ უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დსა და აპ­ლი­კა­ცი­ა­ში, ისე „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში. წიგ­ნის ფასი 18 ლა­რია. შე­სა­ძე­ნად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

ტომ რობ სმი­ტი - ბავ­შვი 44

სტა­ლი­ნუ­რი ეპო­ქის საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­მო­თხეა, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლი არ ხდე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ებს მხო­ლოდ ერთი რა­მის ეში­ნი­ათ: ყოვ­ლის­შემ­ძლე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის. ამ სის­ტე­მის ერთ-ერთი დამ­ცვე­ლია იდე­ა­ლის­ტი ჩე­კის­ტი ლევ დე­მი­დო­ვი, ომის გმი­რი, რო­მელ­საც კა­ნო­ნის რკი­ნის მუშ­ტის სჯე­რა. მაგ­რამ, რო­დე­საც მკვლე­ლი ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით სჩა­დის და­ნა­შა­ულს და ლევი გა­მო­ძი­ე­ბას გა­და­წყვეტს, სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თგულ მსა­ხურს და­აქ­ვე­ი­თე­ბენ და გა­და­ა­სახ­ლე­ბენ. ახლა, როცა გვერ­დით მხო­ლოდ ცოლი ჰყავს, ლევ­მა ბრძო­ლა უნდა გა­ნაგ­რძოს, რათა შო­კის­მომ­გვრე­ლი სი­მარ­თლე გა­ამ­ჟღავ­ნოს მკვლე­ლი­სა და იმ სა­ხელ­მწი­ფოს შე­სა­ხებ, სა­დაც "და­ნა­შა­უ­ლი" არ არ­სე­ბობს.

ტომ რობ სმი­ტი ინ­გლი­სე­ლი მწე­რა­ლია, რომ­ლის პირ­ვე­ლი რო­მა­ნი „ბავ­შვი 44“ „ნიუ-იორკ თა­იმ­სის“ ბეს­ტე­ლე­რად და სა­გა­მომ­ცემ­ლო სამ­ყა­როს სენ­სა­ცი­ად იქცა. ავ­ტო­რი 17 სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მი­ა­ზე წა­რად­გი­ნეს.

მისი რო­მა­ნი ემო­ცი­უ­რად აღ­წერს სტა­ლი­ნის „იდე­ა­ლურ“ წყო­ბი­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ მან­კი­ე­რე­ბებს. წიგ­ნი ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დსა და აპ­ლი­კა­ცი­ა­ში, ისე „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში. შე­სა­ძე­ნად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

R

ავტორი:

"ნემსის ყუნწი" და "ბავშვი 44" - ორი მნიშვნელოვანი რომანი მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე

"ნემსის ყუნწი" და "ბავშვი 44" - ორი მნიშვნელოვანი რომანი მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე

პირველი და მეორე მსოფლიო ომები მეოცე და ორდამეერთე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი თემატიკაა, რომელზეც დაწერილია ისეთი შედევრები, როგორიცაა „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, „აუშვიცის ტატუისტი“, „ტრიუმფალური თაღი“, „ინგლისი, ჩემი ინგლისი“ და სხვა.

მე - 20 საუკუნის უდიდესი ომების თემატიკაზე „პალიტრა L-მა“ შექმნა სერია, რომელშიც გაერთიანებულია კლასიკური და თანამედროვე ნაწარმობები, როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული. „ომებსა და ადამიანებზე“, ასე ეწოდება სერიას, რომლის ფარგლებშიც პერიოდულად ითარგმნება და გამოიცემა ყველაზე გამორჩეული ნამუშევრები. კენ ფოლეტის „ნემსის ყუნწი“ სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

მე-2 მსოფლიო ომისა და სტალინური ეპოქის თემატიკაზე მსოფლიო ბესტსელერების სერიის ფარგლებში ასევე ითარგმნა და გამოიცა ტომ რობ სმიტის „ბავშვი 44“, რომელიც აშიშვლებს დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელმაც გამოუსწორებელი კვალი დაამჩნია თაობათა მენტალობას.

კენ ფოლეტი - ნემსის ყუნწი

მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება. ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმას ჩაშლა ემუქრება. შედეგი დამოკიდებულია მტრის დეზინფორმირებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკავშირეთა ძალებს კატასტროფა ელის. ამიტომაც მკაცრად გასაიდუმლოებულია ოპერაციის დაწყების დრო და ადგილი. გერმანელების აგენტი, ოპერატიული მეტსახელით, „ნემსის ყუნწი“, მაინც მოახერხებს ინფორმაციის მოპოვებას და აპირებს სასწრაფოდ გავიდეს ქვეყნიდან, რათა ფიურერს უმნიშვნელოვანესი ფოტომასალა გადასცეს. ქვეყნის კონტრდაზვერვა იწყებს ნადირობას აგენტზე, რომელიც გზადაგზა ყველას კლავს, ვინც წინ გადაეღობება, - ეს დაძაბული სიუჟეტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება, გადმოცემულია კენ ფოლეტის ისტორიულ რომანში „ნემსის ყუნწი“.

2019 წელს BBC News-მა „ნემსის ყუნწი“ 100 ყველაზე შთამაგონებელი რომანის სიაში შეიტანა. ლევან ინასარიძის ქართული თარგმანი კი სულ ახლახან გამოიცა „პალიტრა L-ის“ ერთ-ერთი წამყვანი პროექტის ფარგლებში - „ომებსა და ადამიანებზე“.

„ნემსის ყუნწი“ პირველად 1978 წელს გამოიცა და ავტორს მალევე მოუტანა აღიარება. წიგნის დაძაბული სიუჟეტი და თემატიკა, დამახასიათებელი წერის სტილი კენ ფოლეტს თავის ჟანრში ერთ-ერთ წამყვან მწერლად აქცევს.

1981 წელს ეკრანებზე გამოვიდა რომანის ადაპტაცია, რომლის ავტორიც სტენლი მანია, რეჟისორი კი რიჩარდ მარკანი. ფილმში მთავარ როლს დონალდ საზერლენდი ასრულებს.

კენ ფოლეტი ბრიტანელი ავტორია, რომლის ტრილერებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას თავისი ნამუშევრების 160 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული.

„ნემსის ყუნწამდე“ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ქართულ ენაზე თარგმნა მისი ერთ-ერთი მთავარი ბესტსელერი - უკუთვლა.

რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე დაწერილ რომანს, „ნემსის ყუნწი“ უკვე ხელმისაწვდომია როგორც „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და აპლიკაციაში, ისე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში. წიგნის ფასი 18 ლარია. შესაძენად მიჰყევით ბმულს.

ტომ რობ სმიტი - ბავშვი 44

სტალინური ეპოქის საბჭოთა კავშირი ოფიციალური სამოთხეა, სადაც დანაშაული არ ხდება და მოქალაქეებს მხოლოდ ერთი რამის ეშინიათ: ყოვლისშემძლე ხელისუფლების. ამ სისტემის ერთ-ერთი დამცველია იდეალისტი ჩეკისტი ლევ დემიდოვი, ომის გმირი, რომელსაც კანონის რკინის მუშტის სჯერა. მაგრამ, როდესაც მკვლელი ერთიმეორის მიყოლებით სჩადის დანაშაულს და ლევი გამოძიებას გადაწყვეტს, სახელმწიფოს ერთგულ მსახურს დააქვეითებენ და გადაასახლებენ. ახლა, როცა გვერდით მხოლოდ ცოლი ჰყავს, ლევმა ბრძოლა უნდა განაგრძოს, რათა შოკისმომგვრელი სიმართლე გაამჟღავნოს მკვლელისა და იმ სახელმწიფოს შესახებ, სადაც "დანაშაული" არ არსებობს.

ტომ რობ სმიტი ინგლისელი მწერალია, რომლის პირველი რომანი „ბავშვი 44“ „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტელერად და საგამომცემლო სამყაროს სენსაციად იქცა. ავტორი 17 საერთაშორისო პრემიაზე წარადგინეს.

მისი რომანი ემოციურად აღწერს სტალინის „იდეალურ“ წყობილებაში არსებულ მანკიერებებს. წიგნი ასევე ხელმისაწვდომია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და აპლიკაციაში, ისე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში. შესაძენად მიჰყევით ბმულს.

R