პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი... საშინელება ხდება, ახლა მოვიდნენ მისი ახლობლები" - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან
"ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი... საშინელება ხდება, ახლა მოვიდნენ მისი ახლობლები" - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი მტკვარ­ში ჩა­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა იქ ცხე­და­რი იპო­ვეს.

  • ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი.

"ახალ­გაზ­რდა ბი­ჭია გარ­დაც­ვლი­ლი. რო­გორც და­ვი­ნა­ხე ავ­ტო­მო­ბილ­ში მხო­ლოდ ერთი მა­მა­კა­ცი იჯდა. სიჩ­ქა­რეს ზუს­ტად მა­შინ აუჩ­ქა­რა, როცა ხიდს მი­უ­ახ­ლოვ­და... ახლა მო­ვიდ­ნენ მისი ახ­ლობ­ლე­ბი, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა" - გვიყ­ვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი.

თბი­ლი­სის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ლე­ვან მუ­სე­ლი­ა­ნი:

"მე­ხან­ძრე-მაშ­ველ მყვინ­თა­ვე­ბის მიერ, და­ახ­ლო­ე­ბით, 17 მეტ­რის სიღ­რმე­ზე ნა­ნა­ხი იქნა ავ­ტო­მო­ბი­ლი. გან­ხორ­ცი­ელ­და სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა, ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ავ­ტო­მო­ბილ­ში ნა­ნა­ხი იქნა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი. ვი­ნა­ო­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ ვი­ცით, ამას და­ა­ზუს­ტებს პო­ლი­ცია.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ღო­ნის­ძი­ე­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო, ვი­ნა­ი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლი 17 მეტ­რი სი­მაღ­ლე­ზე იყო ჩა­ვარ­დნი­ლი. მე­ხან­ძრე- მაშ­ვე­ლებ­მა მყვინ­თა­ვებ­მა ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ვეს და მოხ­და ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნა წყლის ზე­და­პირ­ზე".

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი.

  • ფოტო: გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი... საშინელება ხდება, ახლა მოვიდნენ მისი ახლობლები" - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

"ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი... საშინელება ხდება, ახლა მოვიდნენ მისი ახლობლები" - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.

  • ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი.

"ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი. როგორც დავინახე ავტომობილში მხოლოდ ერთი მამაკაცი იჯდა. სიჩქარეს ზუსტად მაშინ აუჩქარა, როცა ხიდს მიუახლოვდა... ახლა მოვიდნენ მისი ახლობლები, საშინელება ხდება" - გვიყვება თვითმხილველი.

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მუსელიანი:

"მეხანძრე-მაშველ მყვინთავების მიერ, დაახლოებით, 17 მეტრის სიღრმეზე ნანახი იქნა ავტომობილი. განხორციელდა სამაშველო ღონისძიება, ავტომობილის ამოყვანასთან დაკავშირებით. ავტომობილში ნანახი იქნა მამაკაცის ცხედარი. ვინაობა, ჯერჯერობით, არ ვიცით, ამას დააზუსტებს პოლიცია.

რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ღონისძიება, საკმაოდ რთული ღონისძიება იყო, ვინაიდან ავტომობილი 17 მეტრი სიმაღლეზე იყო ჩავარდნილი. მეხანძრე- მაშველებმა მყვინთავებმა ეფექტურად იმუშავეს და მოხდა ავტომობილის ამოყვანა წყლის ზედაპირზე".

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.

  • ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი