პოლიტიკა
მსოფლიო

20

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 04:12-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ უნდა ვიყო დაკავებული, როცა პატრულმა შეგვარიგა?" - რას ამბობენ, მიშა მესხი და ტორნადო გაბუნია ერთმანეთთან დაპირისპირებაზე?
"რატომ უნდა ვიყო დაკავებული, როცა პატრულმა შეგვარიგა?" - რას ამბობენ, მიშა მესხი და ტორნადო გაბუნია ერთმანეთთან დაპირისპირებაზე?

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და,3 მარტს, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტს და მუ­სი­კოს დათა (ტორ­ნა­დო) გა­ბუ­ნი­ას ქუ­ჩა­ში ფი­ზი­კუ­რად და სი­ტყვი­ე­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას მომ­ღე­რალ სოფო ბე­დი­ას ქმა­რი, მიშა მეს­ხი და­ეს­ხა თავს, რაც თა­ვად მეს­ხმაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე" და­ა­დას­ტუ­რა.

შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ში ის­მის, რო­გორ უს­ვამს კი­თხვას თავ­დამ­სხმე­ლი გა­ბუ­ნი­ას მის საპ­რო­ტეს­ტო სიმ­ღე­რა­ზე "ოლე, ოლა", შემ­დეგ კი ხელს ურტყამს და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს.

Ambebi.ge დი­ლი­დან ცდი­ლობ­და, კონ­ფლიქ­ტის მხა­რე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბას. საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, რად­გან, რო­გორც ირ­კვე­ვა, მხა­რე­ე­ბი იმ ღა­მეს­ვე მო­რიგ­დნენ. მიშა მეს­ხის თქმით, ისი­ნი პატ­რულ­მა შე­ა­რი­გა...

მიშა მეს­ხი:

- რა­ტომ უნდა ვიყო და­კა­ვე­ბუ­ლი, როცა პატ­რულ­მა შეგ­ვა­რი­გა? და­ვა­ფიქ­სი­რეთ, რომ ერ­თმა­ნეთ­თან პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ გვაქვს.

- შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შე­რიგ­დით?

- დიახ, არც გა­ბუ­ნი­ას ჰქონ­და პრე­ტენ­ზია და არც - მე. ეს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია შსს-ში, გა­და­ღე­ბუ­ლიც არის, გა­ბუ­ნი­ას ხე­ლიც აქვს მო­წე­რი­ლი. რა­ტომ ავ­რცე­ლე­ბენ ამას ისე, რო­გორც უნ­დათ, არ ვიცი. უბ­რა­ლოდ, ქარ­თუ­ლად, ჯიგ­რუ­ლად, კა­ცუ­რად თუ ადა­მი­ა­ნუ­რად, გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და. შემ­დეგ რაც ამას მოჰ­ყვა, ძა­ლი­ან ცუ­დია, მე არ ვამ­ბობ, რომ კარ­გია, ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ნერ­ვე­ბი.

- მიშა, შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ რო­გორ და­ი­წყო თქვენს შო­რის კონ­ფლიქ­ტი?

- რეს­ტო­რან "სტე­ლა­ში“ ვი­ყა­ვით, მე, ჩემი მე­უღ­ლე, მისი ორი მე­გო­ბა­რი და ჩემი მე­გო­ბა­რი. ასე­ვე ერთი ბიჭი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში დოლ­ზე უკ­რავს და ჩვენ­თან ერ­თად შე­მო­ვი­პა­ტი­ჟე. იქვე მა­გი­დას­თან და­ვი­ნახე დათა გა­ბუ­ნია. ექ­ვსნი იყ­ვნენ და ერთი გო­გო­ნა ახ­ლდათ. გა­ბუ­ნია იგი­ნე­ბო­და, აგ­რე­სი­უ­ლი იყო, შემ­დეგ ეცა­და თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რით "ოლე ოლა­თი“ მა­ინც გა­მო­ვეყ­ვა­ნე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ამ დროს უკვე რეს­ტორ­ნი­დან და და­ი­წყო ჩვენს შო­რის ჩხუ­ბი, გა­წე­ვა-გა­მო­წე­ვა, იმა­თაც მო­იქ­ნი­ეს ხელი და ჩვენც.

შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, რომ­ლებ­საც დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ორი­ვე მხა­რე გა­მოგ­ვკი­თხეს. გა­ბუ­ნი­ას უნ­დო­და ჩემ­გან ბო­დი­ში მი­ე­ღო, მაგ­რამ ვერ მი­ი­ღო, თუმ­ცა იმ ზო­მამ­დე მი­ვე­დით, რომ შევ­რი­გე­ბუ­ლი­ყა­ვით და ეს საქ­მე მშვი­დად დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო. ორი­ვემ ვთქვით, რომ არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ გვაქვს.

- ქარ­თულ-ჯიგ­რულ პონ­ტში შე­რიგ­დით?

- მე არ ვარ ბოღ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან ბევ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­მი­ღია, არა­მარ­ტო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს. ბევრთან დღეს ვმე­გობ­რობ, არ ჩამ­რჩე­ნია გულ­ში. ქარ­თვე­ლე­ბი ცო­ტა­ნი ვართ და ჯო­ბია ერ­თმა­ნეთს გა­ვუფრ­თხილ­დეთ. არ ვარ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მომ­ხრე, მაგ­რამ მეც ჩემი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა გა­მაჩ­ნია. ვი­ღა­ცებს უნ­დათ, რომ თე­მე­ბი აწი­ონ, მაგ­რამ გა­ბუ­ნი­ას არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ ჰქო­ნია. მა­ნაც გა­აგ­რძე­ლა გვერ­დზე ქე­ი­ფი და მეც ცოტა ხანს დავ­რჩი.

- მიშა, ახლა თუ ხართ პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თუ­ლი რა­ი­მე სა­ხით?

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­არ­სე­ბის დღი­დან ვარ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ბორდში, მათი მხარ­დამ­ჭე­რი ვარ, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ვი­ყა­ვი, ეს გუნ­დი ჩემი მე­ო­რე ოჯა­ხია, მარ­ტო პარ­ტია არ არის.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ შემ­დე­გი მსა­ხი­ო­ბი ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან მა­საც ემუქ­რე­ბი­ან.

- ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ ეს და­გეგ­მი­ლი იყო. თუ ვინ­მეს რამე პრე­ტენ­ზია გა­აჩ­ნია და და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, დე­ტა­ლუ­რად მო­ვუყ­ვე­ბი რო­მე­ლი სა­ა­თი­დან დავ­ჯე­ქი რეს­ტო­რან­ში, შემ­დეგ რო­გორ მოვ­ხვდი შარ­დენ­ზე, კა­რა­ო­კე­ში და სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ჩა­ვე­დი "სტე­ლა­ში", სა­დაც დაგ­ვხვდნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. არა­ვის­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბას არ ვგეგ­მავ, იმ­დე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­მი­ღია, სულ ვცდი­ლობ რა­ღა­ცე­ბი გა­ვა­ტა­რო. არ ვარ კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩის ელე­მენ­ტე­ბით. რო­დე­საც გა­ბუ­ნია გა­დი­ო­და და შე­ი­გი­ნა, მე ვთქვი, ვინც ჩვენ შეგ­ვა­გი­ნა იმის დედა-თქო. იმ მა­გი­დი­დან მხო­ლოდ გოგო მოტ­რი­ალ­და და იკი­თხა ვის აგი­ნებ­თო. ექ­ვსი­ვე გა­ვი­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ მათი მა­გი­დი­დან მხო­ლოდ გო­გომ ვერ აი­ტა­ნა.

- მიშა, პი­როვ­ნუ­ლად თქვენ გა­გი­ნებ­დათ?

- რა თქმა უნდა, აბა, ვის აგი­ნებ­დნენ, მიშა მეს­ხის დე­დაო არ უთ­ქვამს, მაგ­რამ ისეთ რა­ღა­ცებს ეხე­ბოდ­ნენ, რომ ჩემი მი­სა­მარ­თით იყო.

  • მუ­სი­კო­სი დათა გა­ბუ­ნია ჩვენ­თან კო­მენ­ტარ­ში ამ­ბობს, რომ მიშა მეს­ხმა ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

"ბო­დი­შებს მიხ­დი­და ბო­ლოს. "ქოცი" ვარო იძახ­და ბო­ლოს მა­ინც და "ქო­ცე­ბის" დედა მო­ე­კი­თხა იქვე, პატ­რუ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით და ეგრე დამ­თავ­რდა ეს ამ­ბა­ვი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კვირის შეჯამება ნიუსრუმიდან და პალიტრა მედიის ახალი პროექტები
ავტორი:

"რატომ უნდა ვიყო დაკავებული, როცა პატრულმა შეგვარიგა?" - რას ამბობენ, მიშა მესხი და ტორნადო გაბუნია ერთმანეთთან დაპირისპირებაზე?

"რატომ უნდა ვიყო დაკავებული, როცა პატრულმა შეგვარიგა?" - რას ამბობენ, მიშა მესხი და ტორნადო გაბუნია ერთმანეთთან დაპირისპირებაზე?

როგორც ცნობილი გახდა,3 მარტს, სამოქალაქო აქტივისტს და მუსიკოს დათა (ტორნადო) გაბუნიას ქუჩაში ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი დაესხა თავს, რაც თავად მესხმაც მოგვიანებით "ფეისბუქზე" დაადასტურა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეოში ისმის, როგორ უსვამს კითხვას თავდამსხმელი გაბუნიას მის საპროტესტო სიმღერაზე "ოლე, ოლა", შემდეგ კი ხელს ურტყამს და შეურაცხყოფას აყენებს.

Ambebi.ge დილიდან ცდილობდა, კონფლიქტის მხარეებთან დაკავშირებას. საკრებულოს ყოფილი დეპუტატი დაკავებული არ არის, რადგან, როგორც ირკვევა, მხარეები იმ ღამესვე მორიგდნენ. მიშა მესხის თქმით, ისინი პატრულმა შეარიგა...

მიშა მესხი:

- რატომ უნდა ვიყო დაკავებული, როცა პატრულმა შეგვარიგა? დავაფიქსირეთ, რომ ერთმანეთთან პრეტენზიები არ გვაქვს.

- შემთხვევის ადგილზე შერიგდით?

- დიახ, არც გაბუნიას ჰქონდა პრეტენზია და არც - მე. ეს დაფიქსირებულია შსს-ში, გადაღებულიც არის, გაბუნიას ხელიც აქვს მოწერილი. რატომ ავრცელებენ ამას ისე, როგორც უნდათ, არ ვიცი. უბრალოდ, ქართულად, ჯიგრულად, კაცურად თუ ადამიანურად, გაუგებრობა მოხდა. შემდეგ რაც ამას მოჰყვა, ძალიან ცუდია, მე არ ვამბობ, რომ კარგია, ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ჩვენი თავმოყვარეობა და ნერვები.

- მიშა, შეგიძლიათ გაიხსენოთ როგორ დაიწყო თქვენს შორის კონფლიქტი?

- რესტორან "სტელაში“ ვიყავით, მე, ჩემი მეუღლე, მისი ორი მეგობარი და ჩემი მეგობარი. ასევე ერთი ბიჭი, რომელიც ქუჩაში დოლზე უკრავს და ჩვენთან ერთად შემოვიპატიჟე. იქვე მაგიდასთან დავინახე დათა გაბუნია. ექვსნი იყვნენ და ერთი გოგონა ახლდათ. გაბუნია იგინებოდა, აგრესიული იყო, შემდეგ ეცადა თავისი ცნობილი სიმღერით "ოლე ოლათი“ მაინც გამოვეყვანე მდგომარეობიდან. ამ დროს უკვე რესტორნიდან და დაიწყო ჩვენს შორის ჩხუბი, გაწევა-გამოწევა, იმათაც მოიქნიეს ხელი და ჩვენც.

შემდეგ სამართალდამცველები მოვიდნენ, რომლებსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ორივე მხარე გამოგვკითხეს. გაბუნიას უნდოდა ჩემგან ბოდიში მიეღო, მაგრამ ვერ მიიღო, თუმცა იმ ზომამდე მივედით, რომ შევრიგებულიყავით და ეს საქმე მშვიდად დამთავრებულიყო. ორივემ ვთქვით, რომ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს.

- ქართულ-ჯიგრულ პონტში შერიგდით?

- მე არ ვარ ბოღმიანი ადამიანი, ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიმიღია, არამარტო წინა ხელისუფლების დროს. ბევრთან დღეს ვმეგობრობ, არ ჩამრჩენია გულში. ქართველები ცოტანი ვართ და ჯობია ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. არ ვარ ფიზიკური ანგარიშსწორების მომხრე, მაგრამ მეც ჩემი თავმოყვარეობა გამაჩნია. ვიღაცებს უნდათ, რომ თემები აწიონ, მაგრამ გაბუნიას არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. მანაც გააგრძელა გვერდზე ქეიფი და მეც ცოტა ხანს დავრჩი.

- მიშა, ახლა თუ ხართ პოლიტიკაში ჩართული რაიმე სახით?

- "ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან ვარ საზოგადოებრივ ბორდში, მათი მხარდამჭერი ვარ, თბილისის საკრებულოს წევრი ვიყავი, ეს გუნდი ჩემი მეორე ოჯახია, მარტო პარტია არ არის.

- სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ შემდეგი მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი იქნება, რადგან მასაც ემუქრებიან.

- ყველას ჰგონია, რომ ეს დაგეგმილი იყო. თუ ვინმეს რამე პრეტენზია გააჩნია და დაინტერესდება, დეტალურად მოვუყვები რომელი საათიდან დავჯექი რესტორანში, შემდეგ როგორ მოვხვდი შარდენზე, კარაოკეში და სრულიად შემთხვევით ჩავედი "სტელაში", სადაც დაგვხვდნენ ეს ადამიანები. არავისზე ანგარიშსწორებას არ ვგეგმავ, იმდენი შეურაცხყოფა მიმიღია, სულ ვცდილობ რაღაცები გავატარო. არ ვარ კონფლიქტური ადამიანი ქუჩის ელემენტებით. როდესაც გაბუნია გადიოდა და შეიგინა, მე ვთქვი, ვინც ჩვენ შეგვაგინა იმის დედა-თქო. იმ მაგიდიდან მხოლოდ გოგო მოტრიალდა და იკითხა ვის აგინებთო. ექვსივე გავიდა. წარმოიდგინეთ მათი მაგიდიდან მხოლოდ გოგომ ვერ აიტანა.

- მიშა, პიროვნულად თქვენ გაგინებდათ?

- რა თქმა უნდა, აბა, ვის აგინებდნენ, მიშა მესხის დედაო არ უთქვამს, მაგრამ ისეთ რაღაცებს ეხებოდნენ, რომ ჩემი მისამართით იყო.

  • მუსიკოსი დათა გაბუნია ჩვენთან კომენტარში ამბობს, რომ მიშა მესხმა ბოდიში მოუხადა.

"ბოდიშებს მიხდიდა ბოლოს. "ქოცი" ვარო იძახდა ბოლოს მაინც და "ქოცების" დედა მოეკითხა იქვე, პატრულების თანდასწრებით და ეგრე დამთავრდა ეს ამბავი".