პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ, პუტინი ესაუბრება ხოლმე ამგვარად დახურულ კარს მიღმა სუსტი ქვეყნის ლიდერებსო" - როგორ აისახება ტრამპის რეპუტაციაზე ჩაშლილი მოლაპარაკებები
"ამბობენ, პუტინი ესაუბრება ხოლმე ამგვარად დახურულ კარს მიღმა სუსტი ქვეყნის ლიდერებსო" - როგორ აისახება ტრამპის რეპუტაციაზე ჩაშლილი მოლაპარაკებები

თეთრ სახ­ლში გუ­შინ ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­და. ტრამპსა და ზე­ლენ­სკის შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩა­ი­შა­ლა. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა დრო­ზე ადრე და­ტო­ვა თეთ­რი სახ­ლი.

  • ტრამპმა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯეი დი ვენ­სმა კა­მე­რე­ბის წინ ხმა­მაღ­ლა კა­მა­თი და­ი­წყეს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან. ამის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­სა და აშშ-ს შო­რის იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა და ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­უქ­მდა, ხოლო ზე­ლენ­სკიმ დრო­ზე ადრე და­ტო­ვა თეთ­რი სახ­ლი.

რა თქვა ტრამპმა ჩაშ­ლი­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ?

"ძა­ლი­ან ში­ნა­არ­სი­ა­ნი შეხ­ვედ­რა გვქონ­და დღეს თეთრ სახ­ლში. ბევ­რი რამ გა­ვი­გეთ, რისი გა­გე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ცე­ცხლი­სა და ზე­წო­ლის ქვეშ სა­უბ­რის გა­რე­შე. სა­ო­ცა­რია რა ვლინ­დე­ბა ემო­ცი­ე­ბით, და და­ვად­გი­ნე, რომ პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი მზად არ არის მშვი­დო­ბის­თვის თუ ამე­რი­კა იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი, ვი­ნა­ი­დან ის გრძნობს, რომ ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მას დიდ უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს. უპი­რა­ტე­სო­ბა არ მინ­და, მშვი­დო­ბა მინ­და. მან უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა გა­მო­ხა­ტა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მი­მართ მის სა­ნუკ­ვარ ოვა­ლურ ოფის­ში. მას შე­უძ­ლია დაბ­რუნ­დეს, რო­დე­საც მზად იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბის­თვის“, - და­წე­რა ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა.

"მად­ლო­ბა, ამე­რი­კა, მად­ლო­ბა თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის­თვის, მად­ლო­ბა ამ ვი­ზი­ტის­თვის. მად­ლო­ბა, დო­ნალდ ტრამპ, კონ­გრე­სო, და ამე­რი­კე­ლო ხალ­ხო. უკ­რა­ი­ნას სა­მარ­თლი­ა­ნი და ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბა სჭირ­დე­ბა, და ზუს­ტად ამის­თვის ვმუ­შა­ობთ“, - და­წე­რა ზე­ლენ­სკიმ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

  • ანა­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე თვლის, რომ რაც თეთრ სახ­ლში მოხ­და, იყო ზე­ლენ­სკი­სად­მი ღია ზე­წო­ლი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, თა­ვი­სი შოუს ელე­მენ­ტე­ბით.

"ცნო­ბი­ლია, რომ ტრამპს უყ­ვარს შო­უ­ე­ბი. მას ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის ტი­პის ლი­დე­რებ­თა­ნაც (ინ­გლი­სუ­რად ე.წ. Strongman-ებ­თან) ად­ვი­ლად გა­მოს­დის სა­უ­ბა­რი. მაგ­რამ იგი ევ­რო­პე­ლებ­თან და დე­მოკ­რა­ტი­ულ სამ­ყა­როს­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში უფრო ხის­ტია. თუმ­ცა ის რაც ვი­ხი­ლეთ ზე­ლენ­სკი­სა და ტრამ­პის შეხ­ვედ­რა­ზე იყო ზე­ლენ­სკი­სად­მი ღია ზე­წო­ლი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მცდე­ლო­ბა თა­ვი­სი შოუს ელე­მენ­ტე­ბით. ამით ტრამ­პი ცდი­ლობ­და ცალ­მხრი­ვი კარ­ნა­ხის რე­ჟიმ­ში წარ­მარ­თუ­ლი­ყო მთე­ლი პრო­ცე­სე­ბი.

  • იგი თავს ისე წარ­მო­ა­ჩენ­და, რო­გორც არა თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს ლი­დე­რი, არა­მედ მბრძა­ნე­ბე­ლი. გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, პუ­ტი­ნი ესა­უბ­რე­ბა ხოლ­მე და­ხუ­რულ კარს მიღ­მა სუს­ტი ქვეყ­ნის ლი­დე­რებს ამ­გვა­რა­დო.

თუმ­ცა ზე­ლენ­სკის მხრი­დან ამ პრო­ცეს­ში დათ­მო­ბა არ ყო­ფი­ლა, რა­მაც მა­სობ­რი­ვად თა­ნაგ­რძნო­ბა და სიმ­პა­თია გა­მო­იწ­ვია დამ­კვირ­ვებ­ლებ­ში. იგი ერ­თგვა­რი მა­გა­ლი­თი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს უკ­რა­ი­ნის სხვა მო­კავ­ში­რე­ე­ბის - ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის - მი­მართ. სიმ­ტკი­ცის მა­გა­ლი­თი. არა­და რამ­დე­ნი ეცად­ნენ აშშ-ს მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რე­ბი და­ე­ჯე­რე­ბი­ნათ ტრამ­პი­სათ­ვის, რომ არ დაჰ­პი­რის­პი­რე­ბო­და უკ­რა­ი­ნას და ბოლო 24 სა­ა­თი ისე ჩან­და თით­ქოს ტრამ­პიც იხ­რე­ბო­და უკ­რა­ი­ნი­სა­კენ.

მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა ისე არ წა­ვი­და რო­გორც მას მო­ე­სურ­ვე­ბო­და - ცალ­მხრი­ვი კარ­ნა­ხის რე­ჟიმ­ში. რაც არ უნდა იყოს, დღე­ვან­დე­ლი ღია ეთე­რის და­პი­რის­პი­რე­ბა აშშ-ს რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე ძა­ლი­ან ცუ­დად აი­სა­ხე­ბა. ომში მყო­ფი პრე­ზი­დენ­ტის ემო­ცი­უ­რო­ბა და სამ­ხედ­რო ტა­ნი­სა­მოს­ში ყოფ­ნა არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა, მაგ­რამ აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი­სა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის რე­ჟიმ­ში ყოფ­ნა ომში მყო­ფი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რის წი­ნა­აღ­მდეგ - ძა­ლი­ან ცუდი პრე­ცე­დენ­ტი და სრუ­ლი­ად შე­უ­ფე­რე­ბე­ლია. ამით ვა­შინგტო­ნი­სად­მი ეჭ­ვით მომ­ზი­რა­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი კი­დევ უფრო დარ­წმუნ­დე­ბი­ან იმა­ში, რომ თა­ვი­ანთ თავ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი ზრუნ­ვა და სამ­ხედ­რო და­ნა­ხარ­ჯის ზრდა ერ­თა­დერ­თი ლო­გი­კუ­რი გა­მო­სა­ვა­ლია.

ამ კად­რე­ბის შემ­ხედ­ვა­რე ალ­ბათ კი­დევ უფრო ად­ვი­ლად აუხ­სნი­ან ისი­ნი თა­ვი­ანთ მო­სახ­ლე­ო­ბას, თუ რა­ტო­მაა სა­ჭი­რო ჩა­ა­ინ­ვეს­ტი­რონ ფული სამ­ხედ­რო ინ­დუსტრი­ა­სა და თავ­დაც­ვა­ში. და თან ბოლო სა­ა­თე­ბია უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ­მა წე­რი­ლებ­მა ონ­ლა­ინ სივ­რცე კი­დევ ერთხელ მო­იც­ვა. ამე­რი­კა­ში კი ამ ამ­ბით შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა კი­დევ უფრო გამ­წვავ­დე­ბა.

რუ­სე­თი კმა­ყო­ფი­ლია შე­დე­გით. მულ­ტი­პო­ლა­რუ­ლი მსოფ­ლი­ოს კონ­ტუ­რე­ბი ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში უფრო და უფრო იკ­ვე­თე­ბა. ტრამპმა კი­დევ რომ იც­ვა­ლოს პო­ზი­ცი­ე­ბი არც ეს უნდა გა­უკ­ვირ­დეს ვინ­მეს, მაგ­რამ დი­ნა­მი­კა გა­მოჩ­ნდა - ნდო­ბა ისე­თი მყა­რი აღარ იქ­ნე­ბა, რო­გორც წი­ნათ იყო. პო­ლი­ტი­კუ­რი ნდო­ბი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის შექ­მნას ათწლე­უ­ლე­ბი სჭირ­დე­ბა ხოლ­მე. ეს რე­პუ­ტა­ცია კი დღეს დარ­ტყმის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც არ უნდა იყოს - ჯერი ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზეა".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ამბობენ, პუტინი ესაუბრება ხოლმე ამგვარად დახურულ კარს მიღმა სუსტი ქვეყნის ლიდერებსო" - როგორ აისახება ტრამპის რეპუტაციაზე ჩაშლილი მოლაპარაკებები

"ამბობენ, პუტინი ესაუბრება ხოლმე ამგვარად დახურულ კარს მიღმა სუსტი ქვეყნის ლიდერებსო" - როგორ აისახება ტრამპის რეპუტაციაზე ჩაშლილი მოლაპარაკებები

თეთრ სახლში გუშინ ყველასთვის მოულოდნელი სცენარი განვითარდა. ტრამპსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა. უკრაინის პრეზიდენტმა დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

  • ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

რა თქვა ტრამპმა ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ?

"ძალიან შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრი რამ გავიგეთ, რისი გაგებაც არ შეიძლება ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ საუბრის გარეშე. საოცარია რა ვლინდება ემოციებით, და დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის თუ ამერიკა იქნება ჩართული, ვინაიდან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მოლაპარაკებებში მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. უპირატესობა არ მინდა, მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მის სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“, - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.

"მადლობა, ამერიკა, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. მადლობა, დონალდ ტრამპ, კონგრესო, და ამერიკელო ხალხო. უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება, და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ“, - დაწერა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.

  • ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე თვლის, რომ რაც თეთრ სახლში მოხდა, იყო ზელენსკისადმი ღია ზეწოლისა და პოლიტიკური წნეხის განხორციელების მცდელობა, თავისი შოუს ელემენტებით.

"ცნობილია, რომ ტრამპს უყვარს შოუები. მას ავტოკრატიული ტენდენციების ტიპის ლიდერებთანაც (ინგლისურად ე.წ. Strongman-ებთან) ადვილად გამოსდის საუბარი. მაგრამ იგი ევროპელებთან და დემოკრატიულ სამყაროსთან დამოკიდებულებაში უფრო ხისტია. თუმცა ის რაც ვიხილეთ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრაზე იყო ზელენსკისადმი ღია ზეწოლისა და პოლიტიკური წნეხის განხორციელების მცდელობა თავისი შოუს ელემენტებით. ამით ტრამპი ცდილობდა ცალმხრივი კარნახის რეჟიმში წარმართულიყო მთელი პროცესები.

  • იგი თავს ისე წარმოაჩენდა, როგორც არა თავისუფალი სამყაროს ლიდერი, არამედ მბრძანებელი. გამოცდილი პოლიტიკოსები ამბობენ, პუტინი ესაუბრება ხოლმე დახურულ კარს მიღმა სუსტი ქვეყნის ლიდერებს ამგვარადო.

თუმცა ზელენსკის მხრიდან ამ პროცესში დათმობა არ ყოფილა, რამაც მასობრივად თანაგრძნობა და სიმპათია გამოიწვია დამკვირვებლებში. იგი ერთგვარი მაგალითი შეიძლება გახდეს უკრაინის სხვა მოკავშირეების - ევროპული სახელმწიფოების - მიმართ. სიმტკიცის მაგალითი. არადა რამდენი ეცადნენ აშშ-ს მოკავშირე სახელმწიფოს ლიდერები დაეჯერებინათ ტრამპისათვის, რომ არ დაჰპირისპირებოდა უკრაინას და ბოლო 24 საათი ისე ჩანდა თითქოს ტრამპიც იხრებოდა უკრაინისაკენ.

მაგრამ დღევანდელი შეხვედრა ისე არ წავიდა როგორც მას მოესურვებოდა - ცალმხრივი კარნახის რეჟიმში. რაც არ უნდა იყოს, დღევანდელი ღია ეთერის დაპირისპირება აშშ-ს რეპუტაციაზე ძალიან ცუდად აისახება. ომში მყოფი პრეზიდენტის ემოციურობა და სამხედრო ტანისამოსში ყოფნა არავის გაუკვირდება, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური წნეხის რეჟიმში ყოფნა ომში მყოფი სახელმწიფოს ლიდერის წინააღმდეგ - ძალიან ცუდი პრეცედენტი და სრულიად შეუფერებელია. ამით ვაშინგტონისადმი ეჭვით მომზირალი მოკავშირეები კიდევ უფრო დარწმუნდებიან იმაში, რომ თავიანთ თავზე მაქსიმალური ზრუნვა და სამხედრო დანახარჯის ზრდა ერთადერთი ლოგიკური გამოსავალია.

ამ კადრების შემხედვარე ალბათ კიდევ უფრო ადვილად აუხსნიან ისინი თავიანთ მოსახლეობას, თუ რატომაა საჭირო ჩააინვესტირონ ფული სამხედრო ინდუსტრიასა და თავდაცვაში. და თან ბოლო საათებია უკრაინის მხარდამჭერმა წერილებმა ონლაინ სივრცე კიდევ ერთხელ მოიცვა. ამერიკაში კი ამ ამბით შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება.

რუსეთი კმაყოფილია შედეგით. მულტიპოლარული მსოფლიოს კონტურები ყოველდღიურ რეჟიმში უფრო და უფრო იკვეთება. ტრამპმა კიდევ რომ იცვალოს პოზიციები არც ეს უნდა გაუკვირდეს ვინმეს, მაგრამ დინამიკა გამოჩნდა - ნდობა ისეთი მყარი აღარ იქნება, როგორც წინათ იყო. პოლიტიკური ნდობისა და რეპუტაციის შექმნას ათწლეულები სჭირდება ხოლმე. ეს რეპუტაცია კი დღეს დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. როგორც არ უნდა იყოს - ჯერი ევროპულ სახელმწიფოებზეა".

წაიკითხეთ ასევე: