პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი შირი სახლში დაბრუნდა" - ოჯახი ადასტურებს, რომ "ჰამასმა" მათ შირი ბიბასის ცხედარი გადასცა
"ჩვენი შირი  სახლში დაბრუნდა" - ოჯახი ადასტურებს, რომ "ჰამასმა" მათ შირი ბიბასის ცხედარი გადასცა

"ჰა­მა­სმა" ის­რა­ელს შირი ბი­ბა­სის ცხე­და­რი გა­დას­ცა. ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ოჯახ­მა და­ა­დას­ტუ­რა.

  • "ჩვე­ნი შირი ტყვე­ო­ბა­ში მოკ­ლეს და ახლა სახ­ლში დაბ­რუნ­და", - ნათ­ქვა­მია ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჰა­მა­სმა ის­რა­ელს 20 თე­ბერ­ვალს გა­დას­ცა ოთხი მძევ­ლის გვა­მი, რო­მელ­თა შო­რის უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ ძმე­ბი არი­ელ და კფირ ბი­ბა­სე­ბი, მათი დედა შირი და 83 წლის ოდედ ლიფ­ში­ცი.

იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შე­დე­გად ქალ­ში შირი ბი­ბა­სი ვერ ამო­იც­ნეს, რის შემ­დე­გაც ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ გვა­მი არ არის არც ბავ­შვე­ბის დე­დის და არც რო­მე­ლი­მე სხვა მძევ­ლის.

ის­რა­ე­ლის გან­ცხა­დე­ბით­ვე, ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ კფირ ბი­ბა­სი, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბის დროს 9 თვის იყო და მისი 4 წლის ძმა არი­ე­ლი „მხე­ცუ­რად“ მოკ­ლეს ტყვე­ო­ბა­ში და არ და­ღუ­პუ­ლან ის­რა­ე­ლის ავი­ა­დარ­ტყმის შე­დე­გად, რო­გორც ამას "ჰა­მა­სი" ამ­ტკი­ცებ­და.

შირი, არი­ე­ლი და კფირ ბი­ბას­სე­ბი 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­ტა­ცეს. ისი­ნი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს ბავ­შვე­ბის მა­მას­თან, 34 წლის იარ­დენ ბი­ბას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ჰა­მა­სმა 1 თე­ბერ­ვალს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პის მი­ხედ­ვით ჰა­მა­სი 1,900 პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტიმ­რის სა­ნაც­ვლოდ 33 ის­რა­ე­ლი მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­თან­ხმდა.

ჰა­მა­სი მძევ­ლე­ბის ის­რა­ე­ლის­თვის გა­და­ცე­მამ­დე ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბას უგ­ზავ­ნის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მძევ­ლე­ბის სა­ხე­ლებს. ის­რა­ელ­სა და ჰა­მასს შო­რის შე­თან­ხმე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და მძევ­ლე­ბის გაც­ვლის შე­სა­ხებ ძა­ლა­ში 19 იან­ვარს შე­ვი­და, რის შემ­დე­გაც ეტა­პობ­რი­ვად ის­რა­ელს 28 მძე­ვა­ლი გა­დას­ცა. მათ­გან ქვე­ყა­ნას 24 და­უბ­რუნ­და ცო­ცხა­ლი, ხოლო 4, 20 თე­ბერ­ვლის გაც­ვლის ფარ­გლებ­ში, გარ­დაც­ვლი­ლი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ჩვენი შირი სახლში დაბრუნდა" - ოჯახი ადასტურებს, რომ "ჰამასმა" მათ შირი ბიბასის ცხედარი გადასცა

"ჩვენი შირი  სახლში დაბრუნდა" - ოჯახი ადასტურებს, რომ "ჰამასმა" მათ შირი ბიბასის ცხედარი გადასცა

"ჰამასმა" ისრაელს შირი ბიბასის ცხედარი გადასცა. ქალის გარდაცვალება ოჯახმა დაადასტურა.

  • "ჩვენი შირი ტყვეობაში მოკლეს და ახლა სახლში დაბრუნდა", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

ჰამასმა ისრაელს 20 თებერვალს გადასცა ოთხი მძევლის გვამი, რომელთა შორის უნდა ყოფილიყვნენ ძმები არიელ და კფირ ბიბასები, მათი დედა შირი და 83 წლის ოდედ ლიფშიცი.

იდენტიფიცირების შედეგად ქალში შირი ბიბასი ვერ ამოიცნეს, რის შემდეგაც ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ გვამი არ არის არც ბავშვების დედის და არც რომელიმე სხვა მძევლის.

ისრაელის განცხადებითვე, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კფირ ბიბასი, რომელიც გატაცების დროს 9 თვის იყო და მისი 4 წლის ძმა არიელი „მხეცურად“ მოკლეს ტყვეობაში და არ დაღუპულან ისრაელის ავიადარტყმის შედეგად, როგორც ამას "ჰამასი" ამტკიცებდა.

შირი, არიელი და კფირ ბიბასსები 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს. ისინი მძევლად აიყვანეს ბავშვების მამასთან, 34 წლის იარდენ ბიბასთან ერთად, რომელიც ჰამასმა 1 თებერვალს გაათავისუფლა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის მიხედვით ჰამასი 1,900 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ 33 ისრაელი მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა.

ჰამასი მძევლების ისრაელისთვის გადაცემამდე ისრაელის მთავრობას უგზავნის გასათავისუფლებელი მძევლების სახელებს. ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ ძალაში 19 იანვარს შევიდა, რის შემდეგაც ეტაპობრივად ისრაელს 28 მძევალი გადასცა. მათგან ქვეყანას 24 დაუბრუნდა ცოცხალი, ხოლო 4, 20 თებერვლის გაცვლის ფარგლებში, გარდაცვლილი.

წყარო