პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ძალიან ჰგავს 2020 წლის მომაკვდინებელ ვირუსს" - რა არის ცნობილი ჩინურ ლაბორატორიაში, ღამურებში აღმოჩენილ ახალი კორონავირუსზე
"ის ძალიან ჰგავს 2020 წლის მომაკვდინებელ ვირუსს" - რა არის ცნობილი ჩინურ ლაბორატორიაში, ღამურებში აღმოჩენილ ახალი კორონავირუსზე

ჩი­ნურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც COVID-19-ის გა­ჟონ­ვა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, მეც­ნი­ე­რებ­მა ღა­მუ­რებ­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ის ძა­ლი­ან ჰგავს 2020 წლის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი პან­დე­მი­ის გა­მომ­წვევ ვირუსს, - ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

  • "ვირუ­სი აღ­მო­ა­ჩი­ნეს უჰა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში და მას ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­ცე­მის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერთ ცო­ცხალ ადა­მი­ან­ში ინ­ფექ­ცია არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა", - წე­რია სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ Cell-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­ში.

ღა­მუ­რე­ბის ვირუ­სი, სა­ხე­ლად HKU5-CoV-2, იმა­ვე ადა­მი­ა­ნის რე­ცეპ­ტორს იყე­ნებს, რა­საც SARS-CoV-2 — კო­რო­ნა­ვირუ­სის შტა­მი, რო­მე­ლიც COVID-19-ს იწ­ვევს.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ ვირუსს შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის და სხვა ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის უჯრე­დე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა, ამ უჯრე­დებ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ცი­ლებ­თან შე­წე­ბე­ბის გზით. თუმ­ცა, ვირუ­სის ადა­მი­ა­ნებ­ში გავ­რცე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა "შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბის სა­გა­ნია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

მკვლე­ვარ­თა თქმით, ღა­მუ­რე­ბის ახა­ლი ვირუ­სი იმა­ვე კო­რო­ნა­ვირუ­სის ოჯახს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რაც შუა აღ­მო­სავ­ლე­თის რეს­პი­რა­ტო­რულ სინ­დრომს (MERS) იწ­ვევს — სე­რი­ო­ზულ და ხში­რად მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ და­ა­ვა­დე­ბას, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­ზე აქ­ლე­მებ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტით გა­და­დის. MERS-ის შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის სა­უ­დის არა­ბეთ­ში, ქუ­ვე­ით­ში და ყა­ტარ­ში.

პირ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი COVID-19-ის შემ­თხვე­ვა ადა­მი­ა­ნებ­ში 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში უჰან­ში და­ფიქ­სირ­და. CDC-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, პან­დე­მი­ის შე­დე­გად ამე­რი­კა­ში 1.2 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

უჰა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი წლე­ბია ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია COVID-19-ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­ჟონ­ვის თე­ო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით - თუმ­ცა ამ ბრალ­დე­ბას, ჩი­ნე­თი ამ დრომ­დე უარ­ყოფს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ის ძალიან ჰგავს 2020 წლის მომაკვდინებელ ვირუსს" - რა არის ცნობილი ჩინურ ლაბორატორიაში, ღამურებში აღმოჩენილ ახალი კორონავირუსზე

"ის ძალიან ჰგავს 2020 წლის მომაკვდინებელ ვირუსს" - რა არის ცნობილი ჩინურ ლაბორატორიაში, ღამურებში აღმოჩენილ ახალი კორონავირუსზე

ჩინურ ლაბორატორიაში, რომელიც COVID-19-ის გაჟონვაშია ეჭვმიტანილი, მეცნიერებმა ღამურებში ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს და ის ძალიან ჰგავს 2020 წლის მომაკვდინებელი პანდემიის გამომწვევ ვირუსს, - ნათქვამია კვლევაში.

  • "ვირუსი აღმოაჩინეს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში და მას ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის პოტენციალი აქვს, თუმცა ჯერჯერობით არცერთ ცოცხალ ადამიანში ინფექცია არ დაფიქსირებულა", - წერია სამეცნიერო ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

ღამურების ვირუსი, სახელად HKU5-CoV-2, იმავე ადამიანის რეცეპტორს იყენებს, რასაც SARS-CoV-2 — კორონავირუსის შტამი, რომელიც COVID-19-ს იწვევს.

კვლევის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ ვირუსს შეუძლია ადამიანის და სხვა ძუძუმწოვრების უჯრედების ინფიცირება, ამ უჯრედებში არსებული კონკრეტული ცილებთან შეწებების გზით. თუმცა, ვირუსის ადამიანებში გავრცელების შესაძლებლობა "შემდგომი კვლევების საგანია", - აღნიშნულია სტატიაში.

მკვლევართა თქმით, ღამურების ახალი ვირუსი იმავე კორონავირუსის ოჯახს მიეკუთვნება, რაც შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს (MERS) იწვევს — სერიოზულ და ხშირად მომაკვდინებელ დაავადებას, რომელიც ადამიანებზე აქლემებთან უშუალო კონტაქტით გადადის. MERS-ის შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირებულია არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებში, მათ შორის საუდის არაბეთში, ქუვეითში და ყატარში.

პირველი ცნობილი COVID-19-ის შემთხვევა ადამიანებში 2019 წლის ნოემბერში უჰანში დაფიქსირდა. CDC-ის მონაცემებით, პანდემიის შედეგად ამერიკაში 1.2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი წლებია ყურადღების ცენტრშია COVID-19-ის ლაბორატორიული გაჟონვის თეორიებთან დაკავშირებით - თუმცა ამ ბრალდებას, ჩინეთი ამ დრომდე უარყოფს.