წიგნი, რომელშიც იპოვი თითქმის ყველაფერს, რაც ასე ძალიან გაინტერესებდა - ეს სპეციალურად ბავშვებისთვის გამოცემული ფიზიკის ენციკლოპედიაა, რომელიც სამყაროს შესახებ 500 ფაქტს გვიამბობს.
ენციკლოპედია შექმნილია ცნობისმოყვარე 8-12 წლის მოზარდებისთვის, რომლებსაც სულ უფრო მეტი კითხვა უჩნდებათ სამყაროს შესახებ. პასუხები კი წიგნში მარტივი და სახალისო ენით არის მოცემული.
„500 საინტერესო ფაქტი“ გამოცემულია 3 ტომად და მიზნად ისახავს, მეცნიერება ბავშვებამდე გასაგები ენითა და მაგალითებით მიიტანოს, დააინტერესოს ისინი სხვადასხვა დისციპლინით და დაეხმაროს ზოგადი განათლების მიღებაში.
პირველ ტომში მოცემულია ფაქტები ფიზიკიდან: რა არის ატომი, გრავიტაცია, რადიოტალღები, ელემენტარული ნაწილაკები და სხვა. ინტერაქციული და გასაგები ილუსტრაციები და ტექსტები საშუალებას იძლევა, ცნობისმოყვარე მკითხველმა კარგად აღიქვას მოცემული საკითხები.
პირველი ტომი, „ფიზიკა – 500 საინტერესო ფაქტი“ ხელმისაწვდომი იქნება 24 თებერვლიდან „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში. წიგნის ფასი 15 ლარია.
R