პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპამ ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს" - როგორ ეხმაურებიან ევროპელი ლიდერები ტრამპის შოკისმომგვრელ განცხადებებს უკრაინაზე?
"ევროპამ ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს" - როგორ ეხმაურებიან ევროპელი ლიდერები ტრამპის შოკისმომგვრელ განცხადებებს უკრაინაზე?

ბოლო დროს, აშშ-ის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მსოფ­ლი­ოს შოკ­ში აგ­დებს.

ტრამ­პი ლა­მის გა­უ­თა­ვებ­ლად ლა­პა­რა­კობს უკ­რა­ი­ნი­სა და მისი პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის შე­სა­ხებ. მას შემ­დეგ, რაც ელ-რი­ად­ში აშშ-სა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, მის­მა მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებ­მა ზე­ლენ­სკის მი­სა­მარ­თით იმა­ტა და უფრო რა­დი­კა­ლუ­რიც გახ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ზე­ლენ­სკის "დიქ­ტა­ტო­რად" მოხ­სე­ნი­ე­ბით მან ყვე­ლა წი­თე­ლი ხაზი გა­დაკ­ვე­თა.

Truth Social-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე ტრამპმა და­წე­რა:

“და­ფიქ­რდით, სა­შუ­ა­ლოდ წარ­მა­ტე­ბულ­მა კო­მი­კოს­მა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი 350 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის და­ხარ­ჯვა­ში და­არ­წმუ­ნა, რათა წა­სუ­ლი­ყო ომში, რომ­ლის მო­გე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც არც უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. ომში, რო­მელ­საც ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და “ტრამ­პის” გა­რე­შე ვე­რას­დროს ვერ მო­აგ­ვა­რებს.

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ევ­რო­პა­ზე 200 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რით მეტი და­ხარ­ჯა, და ევ­რო­პის ფული და­ცუ­ლია, მა­შინ, რო­დე­საც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი არა­ფერს არ და­იბ­რუ­ნებს. რა­ტომ არ მო­ი­თხო­ვა მძი­ნა­რე ჯო ბა­ი­დენ­მა გა­თა­ნაბ­რე­ბა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეს ომი ევ­რო­პის­თვის გა­ცი­ლე­ბით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ჩვენ­თვის - დიდი, ლა­მა­ზი ოკე­ა­ნე გვაქვს, რო­გორც გამ­ყო­ფი.

ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ზე­ლენ­სკი აღი­ა­რებს, რომ ფუ­ლის ნა­ხე­ვა­რი, რო­მე­ლიც გა­ვუგ­ზავ­ნეთ, "და­კარ­გუ­ლია". უარს ამ­ბობს არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვს უკ­რა­ი­ნულ გა­მო­კი­თხვებ­ში, და ერ­თა­დერ­თი რა­შიც კარ­გი იყო, იყო ბა­ი­დე­ნით "მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა". დიქ­ტა­ტორ­მა არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე, ზე­ლენ­სკიმ ჯო­ბია სწრა­ფად იმოქ­მე­დოს, თუ არა­და ქვე­ყა­ნა არ დარ­ჩე­ბა. ამავდრო­უ­ლად, ჩვენ წარ­მა­ტე­ბულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვა­წარ­მო­ებთ რუ­სეთ­თან ომის დას­რუ­ლე­ბა­ზე, რა­საც ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ მხო­ლოდ "ტრამპს" და ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შე­უძ­ლია. ბა­ი­დენს არას­დროს უც­დია, ევ­რო­პამ მშვი­დო­ბის მო­ტა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია და ზე­ლენ­სკი სა­ვა­რა­უ­დოდ სურს, რომ "ფუ­ლის მა­ტა­რე­ბელ­მა" გა­აგ­რძე­ლოს მოძ­რა­ო­ბა. მიყ­ვარს უკ­რა­ი­ნა, მაგ­რამ ზე­ლენ­სკიმ სა­შინ­ლად იმუ­შა­ვა, მისი ქვე­ყა­ნა დამ­სხვრე­უ­ლია, და მი­ლი­ო­ნე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე და­ი­ღუ­პა - და ასე გრძელ­დე­ბა".

  • ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი აშშ-ის პირ­ვე­ლი პი­რის პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რე­ბენ.

სა­ბერ­ძნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კი­რი­ა­კოს მი­ცო­ტა­კი­სი:

"ევ­რო­პამ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ლე­თარ­გი­უ­ლი ძი­ლი­დან უნდა გა­მო­იღ­ვი­ძოს, რომ­ლი­თაც მას, სამ­წუ­ხა­როდ, უკვე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დია სძი­ნავს. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და აშშ-ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, რომ სი­მარ­თლეს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დოთ, სწრა­ფად ვი­მოქ­მე­დოთ და იმ სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც გან­ვი­ხი­ლავთ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღოთ“.

ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პედ­რო სან­ჩე­სი:

"ორ­შა­ბათს ვიქ­ნე­ბი კი­ევ­ში, რათა კი­დევ ერთხელ და­ვა­დას­ტუ­რო ეს­პა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მი­მართ. დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას“, - წერს სან­ჩე­სი.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი:

"მე კი­დევ ერთხელ მქონ­და ხან­გრძლი­ვი სა­უ­ბა­რი ევ­რო­კავ­ში­რელ რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გას­თან, ასე­ვე კო­ლე­გებ­თან კა­ნა­დი­დან, ის­ლან­დი­ი­დან და ნორ­ვე­გი­ი­დან. საფ­რან­გეთს და მის პარტნი­ო­რებს მკა­ფიო და ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია აქვთ. გვსურს გრძელ­ვა­დი­ან და მტკი­ცე მშვი­დო­ბას უკ­რა­ი­ნა­ში. ჩვენ ვდგა­ვართ უკ­რა­ი­ნის გვერ­დით და ვი­ღებთ სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ევ­რო­პა­ში მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ეს არის საფ­რან­გე­თის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ინ­ტე­რე­სი და მე ვარ მისი გა­რან­ტი. ვი­ზი­ა­რებთ მი­ზანს, რო­მე­ლიც ასე­ვე არის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის მი­ზა­ნი - ბოლო მო­ე­ღოს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ ომს, რო­მე­ლიც უკვე თით­ქმის სამი წე­ლია გრძელ­დე­ბა“.

მისი თქმით, მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვის მიზ­ნით ძა­ლის­ხმე­ვა შემ­დე­გი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გაგ­რძელ­დე­ბა:

"უკ­რა­ი­ნა ყო­ველ­თვის უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი და მისი უფ­ლე­ბე­ბი უნდა იყოს და­ცუ­ლი. მშვი­დო­ბა უნდა იყოს ხან­გრძლი­ვი და თან ახ­ლდეს ძლი­ე­რი და სან­დო გა­რან­ტი­ე­ბი. უნდა მოხ­დეს უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­პე­ლე­ბის შეშ­ფო­თე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ ევ­რო­პი­სა და თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ხარ­ჯე­ბის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და კვი­რებ­ში“, - აღ­ნიშ­ნავს მაკ­რო­ნი.

ამას­თან, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა რომ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი და ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კირ სტარ­მე­რი მო­მა­ვალ კვი­რას თეთრ სახ­ლში დო­ნალდ ტრამპს შეხ­ვდე­ბი­ან. შეხ­ვედ­რა მიზ­ნად ისა­ხავს რუ­სე­თის ომის დას­რუ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში.

პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, დო­ნალდ ტუს­კი:

“უკ­რა­ი­ნის იძუ­ლე­ბი­თი კა­პი­ტუ­ლა­ცია მთლი­ა­ნად და­სავ­ლე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის კა­პი­ტუ­ლა­ცია იქ­ნე­ბა. ამ ფაქ­ტის ყვე­ლა შე­დე­გით. და არა­ვის არ მის­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა თავი მო­იჩ­ვე­ნოს, ვი­თომ ამას ვერ ხე­და­ვენ".

ჩე­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტი, პეტრ პა­ვე­ლი:

"რა ფასი ექ­ნე­ბა არ­ჩევ­ნებს ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც სამი წე­ლია თავს იცავს მე­ზო­ბე­ლი ბირ­თვუ­ლი ზე­სა­ხელ­მწი­ფოს აგ­რე­სი­ის­გან? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რო­დე­საც მისი ტე­რი­ტო­რი­ის მე­ხუ­თე­დი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ და მთე­ლი ქვე­ყა­ნა ყო­ველ­დღი­უ­რად იბომ­ბე­ბა? დიდ ცი­ნიზმს მო­ი­თხოვს, რომ ასე­თი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს დიქ­ტა­ტო­რი უწო­დო".

ლი­ე­ტუ­ვის პრე­ზი­დენ­ტი, გი­ტა­ნას ნა­უ­სე­და:

"უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის რე­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ე­ბი - ნატო-ს წევ­რო­ბა მა­გი­და­ზე უნდა დარ­ჩეს. რუ­სეთ­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს ომის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე და სან­ქცი­ე­ბი ძა­ლა­ში უნდა დარ­ჩეს მა­ნამ, სა­ნამ აგ­რე­სია არ შე­ჩერ­დე­ბა. სა­ჭი­როა სას­წრა­ფო და­ფი­ნან­სე­ბა ია­რა­ღის­თვის და 10 მი­ლი­არ­დი ევრო უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ინ­დუსტრი­ის­თვის, ასე­ვე რუ­სე­თის­თვის გა­ყი­ნუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა და ტა­რი­ფე­ბის და­წე­სე­ბა რუ­სე­თი­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ სა­ქო­ნელ­ზე. უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში სწრა­ფი გა­წევ­რი­ა­ნე­ბა - მიზ­ნობ­რი­ვი თა­რი­ღი 2030 წლის­თვის. უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის ნა­წი­ლია. ვი­მოქ­მე­დოთ ერ­თად“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ევროპამ ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს" - როგორ ეხმაურებიან ევროპელი ლიდერები ტრამპის შოკისმომგვრელ განცხადებებს უკრაინაზე?

"ევროპამ ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს" - როგორ ეხმაურებიან ევროპელი ლიდერები ტრამპის შოკისმომგვრელ განცხადებებს უკრაინაზე?

ბოლო დროს, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს შოკში აგდებს.

ტრამპი ლამის გაუთავებლად ლაპარაკობს უკრაინისა და მისი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ. მას შემდეგ, რაც ელ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა, მისმა მწვავე განცხადებებმა ზელენსკის მისამართით იმატა და უფრო რადიკალურიც გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ზელენსკის "დიქტატორად" მოხსენიებით მან ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.

Truth Social-ის საკუთარ გვერდზე ტრამპმა დაწერა:

“დაფიქრდით, საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები 350 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვაში დაარწმუნა, რათა წასულიყო ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია, რომელიც არც უნდა დაწყებულიყო. ომში, რომელსაც ის შეერთებული შტატებისა და “ტრამპის” გარეშე ვერასდროს ვერ მოაგვარებს.

შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი აშშ დოლარით მეტი დახარჯა, და ევროპის ფული დაცულია, მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები არაფერს არ დაიბრუნებს. რატომ არ მოითხოვა მძინარე ჯო ბაიდენმა გათანაბრება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის - დიდი, ლამაზი ოკეანე გვაქვს, როგორც გამყოფი.

ამ ყველაფერთან ერთად, ზელენსკი აღიარებს, რომ ფულის ნახევარი, რომელიც გავუგზავნეთ, "დაკარგულია". უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვს უკრაინულ გამოკითხვებში, და ერთადერთი რაშიც კარგი იყო, იყო ბაიდენით "მანიპულირება". დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თუ არადა ქვეყანა არ დარჩება. ამავდროულად, ჩვენ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან ომის დასრულებაზე, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ "ტრამპს" და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენს არასდროს უცდია, ევროპამ მშვიდობის მოტანაში წარმატებას ვერ მიაღწია და ზელენსკი სავარაუდოდ სურს, რომ "ფულის მატარებელმა" გააგრძელოს მოძრაობა. მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინლად იმუშავა, მისი ქვეყანა დამსხვრეულია, და მილიონები საჭიროების გარეშე დაიღუპა - და ასე გრძელდება".

  • ევროპელი ლიდერები აშშ-ის პირველი პირის პოზიციას არ იზიარებენ.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი:

"ევროპამ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს, რომლითაც მას, სამწუხაროდ, უკვე გარკვეული პერიოდია სძინავს. ბოლოდროინდელი მოვლენები და აშშ-ის განსხვავებული შეხედულებები გვავალდებულებს, რომ სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, სწრაფად ვიმოქმედოთ და იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც განვიხილავთ, გადაწყვეტილებები მივიღოთ“.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი:

"ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. დიდება უკრაინას“, - წერს სანჩესი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი:

"მე კიდევ ერთხელ მქონდა ხანგრძლივი საუბარი ევროკავშირელ რამდენიმე კოლეგასთან, ასევე კოლეგებთან კანადიდან, ისლანდიიდან და ნორვეგიიდან. საფრანგეთს და მის პარტნიორებს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვთ. გვსურს გრძელვადიან და მტკიცე მშვიდობას უკრაინაში. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი. ვიზიარებთ მიზანს, რომელიც ასევე არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანი - ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიულ ომს, რომელიც უკვე თითქმის სამი წელია გრძელდება“.

მისი თქმით, მშვიდობის მიღწევის მიზნით ძალისხმევა შემდეგი პრინციპების შესაბამისად გაგრძელდება:

"უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული. მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები. უნდა მოხდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ევროპელების შეშფოთების გათვალისწინება. დარწმუნებულები ვართ ევროპისა და თითოეული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების და შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობაში. გადაწყვეტილებები მიიღება უახლოეს დღეებში და კვირებში“, - აღნიშნავს მაკრონი.

ამასთან, ცნობილი ხდება რომ ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მომავალ კვირას თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდებიან. შეხვედრა მიზნად ისახავს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინაში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი:

“უკრაინის იძულებითი კაპიტულაცია მთლიანად დასავლეთის საზოგადოების კაპიტულაცია იქნება. ამ ფაქტის ყველა შედეგით. და არავის არ მისცეთ საშუალება თავი მოიჩვენოს, ვითომ ამას ვერ ხედავენ".

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი:

"რა ფასი ექნება არჩევნებს ქვეყანაში, რომელიც სამი წელია თავს იცავს მეზობელი ბირთვული ზესახელმწიფოს აგრესიისგან? როგორ შეიძლება არჩევნების ორგანიზება, როდესაც მისი ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია საოკუპაციო ძალების მიერ და მთელი ქვეყანა ყოველდღიურად იბომბება? დიდ ცინიზმს მოითხოვს, რომ ასეთი ქვეყნის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდო".

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა:

"უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტიები - ნატო-ს წევრობა მაგიდაზე უნდა დარჩეს. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებზე და სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ აგრესია არ შეჩერდება. საჭიროა სასწრაფო დაფინანსება იარაღისთვის და 10 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის, ასევე რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევა და ტარიფების დაწესება რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ საქონელზე. უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება - მიზნობრივი თარიღი 2030 წლისთვის. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილია. ვიმოქმედოთ ერთად“.

იხილეთ ასევე: