პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და კოლაბორაცია
თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და კოლაბორაცია

თი­ბი­სი მო­წი­ნა­ვე ტექ კომ­პა­ნი­აა. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ეკო­სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია. ამის ნა­თელ მა­გა­ლი­თად კი, თი­ბი­სი IT აკა­დე­მია შეგ­ვიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლოთ, სა­დაც სა­ლექ­ციო კურ­სებს, ძი­რი­თა­დად, თი­ბი­სის ტექ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი კი­თხუ­ლო­ბენ.

თი­ბი­სი IT აკა­დე­მი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი DevOps მი­მარ­თუ­ლე­ბის კურ­სია, რომ­ლის პროგ­რა­მაც მაქ­სი­მა­ლუ­რად პრაქ­ტი­კუ­ლია და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი რე­ა­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მოს ემ­სგავ­სე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­გან­გე­ბოდ შე­იქ­მნა სა­ტეს­ტო ლაბი, რო­მე­ლიც თი­ბი­სის რე­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მოს ანა­ლო­გია და პრაქ­ტი­კუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­საც გუ­ლის­ხმობს.

კურ­სი კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და ღი­რე­ბუ­ლი Amazon Web Services-თან პარტნი­ო­რო­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ გახ­და.

ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან თი­ბი­სის გუნ­დის წევ­რე­ბი - გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვა (SRE ლიდი), საბა საყ­ვა­რე­ლი­ძე (CloudOps ინ­ჟი­ნე­რი) და თი­ბი­სი ჯგუ­ფის გუნ­დის წევ­რი გი­ორ­გი სე­მე­ნი­ხი­ნი (ქლა­უდ ინ­ჟი­ნე­რი), რომ­ლე­ბიც, ამავდრო­უ­ლად, ამ კურ­სის ლექ­ტო­რე­ბი არი­ან.

AWS Cloud Platform თი­ბი­სის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პარტნი­ო­რია. კომ­პა­ნი­ის ქლა­უდ პლატ­ფორ­მის დიდი ნა­წი­ლი AWS-ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­შია გა­მარ­თუ­ლი. ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ღრუბ­ლო­ვა­ნი გა­რე­მოა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტექ ტა­ლან­ტე­ბის­თვის კურ­სში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია AWS-ის შეს­წავ­ლა. დამ­წყებ ტექ ტა­ლან­ტებს, რომ­ლე­ბიც თი­ბი­სი IT აკა­დე­მი­ა­ში DevOps-ს შე­ის­წავ­ლი­ან, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, მი­ი­ღონ ცოდ­ნა და გა­ი­ზი­ა­რონ გა­მოც­დი­ლე­ბა Amazon-ის წამ­ყვა­ნი ტექ ინ­ჟინ­რე­ბის­გან.

„ჩვენ გავ­მარ­თეთ AWS-ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა თი­ბი­სი აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის. შე­დე­გად ისი­ნი სწავ­ლო­ბენ AWS-ის სერ­ვი­სებს და სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა მყი­სი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნონ პრაქ­ტი­კა­ში და იმუ­შა­ონ იმ ტი­პის ამო­ცა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში ხვდე­ბათ“, - ამ­ბობს გი­ორ­გი სე­მე­ნი­ხი­ნი, თი­ბი­სი ჯგუ­ფის ქლა­უდ ინ­ჟი­ნე­რი.

ლა­ბის ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ბმულ­ზე.

პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინი­ცი­ა­ტი­ვას - AWS Gameday-ის, რო­მე­ლიც, პირ­ველ ეტაპ­ზე, 1 მარტს მხო­ლოდ IT აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და კოლაბორაცია

თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და კოლაბორაცია

თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირითადად, თიბისის ტექ პროფესიონალები კითხულობენ.

თიბისი IT აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი DevOps მიმართულების კურსია, რომლის პროგრამაც მაქსიმალურად პრაქტიკულია და სასწავლო პროცესი რეალურ სამუშაო გარემოს ემსგავსება. სტუდენტებისთვის საგანგებოდ შეიქმნა სატესტო ლაბი, რომელიც თიბისის რეალური სამუშაო გარემოს ანალოგია და პრაქტიკული დავალებების შესრულებასაც გულისხმობს.

კურსი კიდევ უფრო საინტერესო და ღირებული Amazon Web Services-თან პარტნიორობის დაწყების შემდეგ გახდა.

ამ თანამშრომლობის ინიციატორები არიან თიბისის გუნდის წევრები - გიორგი კაჭარავა (SRE ლიდი), საბა საყვარელიძე (CloudOps ინჟინერი) და თიბისი ჯგუფის გუნდის წევრი გიორგი სემენიხინი (ქლაუდ ინჟინერი), რომლებიც, ამავდროულად, ამ კურსის ლექტორები არიან.

AWS Cloud Platform თიბისის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. კომპანიის ქლაუდ პლატფორმის დიდი ნაწილი AWS-ის ინფრასტრუქტურაშია გამართული. ის ყველაზე პოპულარული ღრუბლოვანი გარემოა. აქედან გამომდინარე, ტექ ტალანტებისთვის კურსში გათვალისწინებულია AWS-ის შესწავლა. დამწყებ ტექ ტალანტებს, რომლებიც თიბისი IT აკადემიაში DevOps-ს შეისწავლიან, შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ცოდნა და გაიზიარონ გამოცდილება Amazon-ის წამყვანი ტექ ინჟინრებისგან.

„ჩვენ გავმართეთ AWS-ის ინფრასტრუქტურა თიბისი აკადემიის სტუდენტებისთვის. შედეგად ისინი სწავლობენ AWS-ის სერვისებს და საშუალება აქვთ თეორიული ცოდნა მყისიერად გამოიყენონ პრაქტიკაში და იმუშაონ იმ ტიპის ამოცანებზე, რომლებიც რეალურ სამუშაო გარემოში ხვდებათ“, - ამბობს გიორგი სემენიხინი, თიბისი ჯგუფის ქლაუდ ინჟინერი.

ლაბის ტექნიკური მხარე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პარტნიორობის ფარგლებში, ასევე, საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას - AWS Gameday-ის, რომელიც, პირველ ეტაპზე, 1 მარტს მხოლოდ IT აკადემიის სტუდენტებისა და კომპანიის თანამშრომლებისთვის განხორციელდება.

R