პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა გამოთვალეს სავარაუდო თარიღი, როცა გიგანტური ასტეროიდი შესაძლოა, დედამიწას შეეჯახოს - "მას შეუძლია პატარა ქალაქი რუკიდან წაშალოს"
მეცნიერებმა გამოთვალეს სავარაუდო თარიღი, როცა გიგანტური ასტეროიდი შესაძლოა, დედამიწას შეეჯახოს - "მას შეუძლია პატარა ქალაქი რუკიდან წაშალოს"

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, დე­და­მი­წას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა, ას­ტე­რო­ი­დი სა­ხე­ლად 2024 YR4 და­ე­ჯა­ხოს. ამ­ჟა­მინ­დე­ლი პროგ­ნო­ზით, ას­ტე­რო­ი­დი დე­და­მი­წის­კენ სვლას 2028 წლის ბო­ლოს და­ი­წყებს. მეც­ნი­ე­რებ­მა მისი ორ­ბი­ტის გა­მოთ­ვლა და შე­საძ­ლო ტრა­ექ­ტო­რი­ის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შეძ­ლეს.

  • მკვლევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დე­და­მი­წას­თან შე­ჯა­ხე­ბის სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღი 2032 წლის 22 დე­კემ­ბე­რია.

ას­ტრო­ნო­მე­ბი თვლი­ან, რომ ას­ტე­რო­ი­დი და­ახ­ლო­ე­ბით 40-დან 100 მეტ­რის სი­გა­ნი­საა. კოს­მო­სის მკვლე­ვა­რი ბილ ჰარ­ვუ­დი ამ­ბობს, რომ თუკი ის დე­და­მი­წის მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლას და­ე­ცე­მა, ეს ნამ­დვი­ლი კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა.

აფეთ­ქე­ბი­სას ის 8-დან 15 მეგა ტო­ნამ­დე ტრო­ტილს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რაც 500-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ჰი­რო­სი­მა­ში ჩა­მოგ­დე­ბულ ატო­მურ ბომბს, რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით 140 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მეც­ნი­ერ­თა ვა­რა­უ­დით, დარ­ტყმა შე­საძ­ლოა ტუნ­გუს­კას ას­ტე­რო­ი­დის მსგავ­სი იყოს, რო­მე­ლიც 1908 წელს ციმ­ბი­რის ტყე­ში ჩა­მო­ვარ­და - ტალ­ღამ 2000 ჰექ­ტა­რი ტყის მა­სი­ვი გა­ა­ნად­გუ­რა.

  • 2024 YR4-ის ზუს­ტი ზომა უც­ნო­ბი რჩე­ბა. მისი სი­კაშ­კა­შის სა­ფუძ­ველ­ზე, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ ას­ტე­რო­ი­დის დი­ა­მეტ­რი 40-დან 100 მეტ­რამ­დეა.

"თე­ო­რი­უ­ლად, სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ამ ზო­მის ობი­ექ­ტის დარ­ტყმამ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ნად­გუ­როს დარ­ტყმის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია რამ­დე­ნი­მე ათე­ულ კი­ლო­მეტ­რამ­დე." - ამ­ბობს ედ­ვარდ ბლუ­მე­რი, გრინ­ვი­ჩის სა­მე­ფო ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის უფ­რო­სი ას­ტრო­ნო­მი.

2024 YR4-ს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ პა­ტა­რა ქა­ლა­ქი წა­შა­ლოს რუ­კი­დან. მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ ქა­ლა­ქებ­ში კი დიდ მსხვერ­პლს გა­მო­იწ­ვევს. მა­გა­ლი­თად: ნიუ-იორ­კი ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქია, თუ 2024 YR4 ქა­ლა­ქის ცენ­ტრს მოხ­ვდე­ბა, თით­ქმის ყვე­ლა შე­ნო­ბა გა­ნად­გურ­დე­ბა.

წყა­რო

ავტორი:

მეცნიერებმა გამოთვალეს სავარაუდო თარიღი, როცა გიგანტური ასტეროიდი შესაძლოა, დედამიწას შეეჯახოს - "მას შეუძლია პატარა ქალაქი რუკიდან წაშალოს"

მეცნიერებმა გამოთვალეს სავარაუდო თარიღი, როცა გიგანტური ასტეროიდი შესაძლოა, დედამიწას შეეჯახოს - "მას შეუძლია პატარა ქალაქი რუკიდან წაშალოს"

მეცნიერების თქმით, დედამიწას უახლოეს მომავალში შესაძლოა, ასტეროიდი სახელად 2024 YR4 დაეჯახოს. ამჟამინდელი პროგნოზით, ასტეროიდი დედამიწისკენ სვლას 2028 წლის ბოლოს დაიწყებს. მეცნიერებმა მისი ორბიტის გამოთვლა და შესაძლო ტრაექტორიის პროგნოზირება შეძლეს.

  • მკვლევრები ამბობენ, რომ დედამიწასთან შეჯახების სავარაუდო თარიღი 2032 წლის 22 დეკემბერია.

ასტრონომები თვლიან, რომ ასტეროიდი დაახლოებით 40-დან 100 მეტრის სიგანისაა. კოსმოსის მკვლევარი ბილ ჰარვუდი ამბობს, რომ თუკი ის დედამიწის მჭიდროდ დასახლებულ ადგილას დაეცემა, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება.

აფეთქებისას ის 8-დან 15 მეგა ტონამდე ტროტილს გამოიმუშავებს, რაც 500-ჯერ აღემატება ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბს, რომელსაც დაახლოებით 140 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეცნიერთა ვარაუდით, დარტყმა შესაძლოა ტუნგუსკას ასტეროიდის მსგავსი იყოს, რომელიც 1908 წელს ციმბირის ტყეში ჩამოვარდა - ტალღამ 2000 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.

  • 2024 YR4-ის ზუსტი ზომა უცნობი რჩება. მისი სიკაშკაშის საფუძველზე, წინასწარი მონაცემებით, ამ ასტეროიდის დიამეტრი 40-დან 100 მეტრამდეა.

"თეორიულად, სიჩქარით მოძრავი ამ ზომის ობიექტის დარტყმამ შეიძლება გაანადგუროს დარტყმის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე ათეულ კილომეტრამდე." - ამბობს ედვარდ ბლუმერი, გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის უფროსი ასტრონომი.

2024 YR4-ს აქვს პოტენციალი, რომ პატარა ქალაქი წაშალოს რუკიდან. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში კი დიდ მსხვერპლს გამოიწვევს. მაგალითად: ნიუ-იორკი ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, თუ 2024 YR4 ქალაქის ცენტრს მოხვდება, თითქმის ყველა შენობა განადგურდება.

წყარო