პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დააჯარიმა სებ-მა 2023 წელს "ბანკი ქართუ" - რა თქვა ნათია თურნავამ დახურული სასამართლო სხდომის შემდეგ
რატომ დააჯარიმა სებ-მა 2023 წელს "ბანკი ქართუ" - რა თქვა ნათია თურნავამ დახურული სასამართლო სხდომის შემდეგ

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის, ნა­თია თურ­ნა­ვას და­კი­თხვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დას­რულ­და. თურ­ნა­ვამ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მის­ცა ჩვე­ნე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დებს.

"სხდო­მა და­ხუ­რუ­ლი იყო... ჩვე­ნი ნე­ბის­მი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა კა­ნო­ნი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, თუ ბან­კი და­სა­ჯა­რი­მე­ბე­ლია, ვა­ჯა­რი­მებთ... ბან­კებს ვუ­წე­სებთ ჯა­რი­მას, როცა ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია",- გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

  • შე­გახ­სე­ნებთ, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა 2023 წელს "ქარ­თუ ბან­კი" და­ა­ჯა­რი­მა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გარ­შე­მო და­ი­კი­თხა თურ­ნა­ვა.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2017 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას ეხე­ბა. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტორს ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ მხო­ლოდ 536 900 აშშ დო­ლა­რი გა­დას­ცა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8986 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 43 მი­ლი­ო­ნამ­დე აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს.

მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2 500 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ასე­ვე და­წე­სე­ბუ­ლი აქვს და­მა­ტე­ბი­თი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 9-დან 12-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რატომ დააჯარიმა სებ-მა 2023 წელს "ბანკი ქართუ" - რა თქვა ნათია თურნავამ დახურული სასამართლო სხდომის შემდეგ

რატომ დააჯარიმა სებ-მა 2023 წელს "ბანკი ქართუ" - რა თქვა ნათია თურნავამ დახურული სასამართლო სხდომის შემდეგ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. თურნავამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე მისცა ჩვენება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სხდომის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კანონის ფარგლებში მოქმედებს.

"სხდომა დახურული იყო... ჩვენი ნებისმიერი მოქმედება კანონითაა განპირობებული, თუ ბანკი დასაჯარიმებელია, ვაჯარიმებთ... ბანკებს ვუწესებთ ჯარიმას, როცა ეს აუცილებელია",- განაცხადა თურნავამ.

  • შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს "ქართუ ბანკი" დააჯარიმა. სწორედ აღნიშნული ფაქტის გარშემო დაიკითხა თურნავა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.