თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ქრონიკული დაავადებები მილიონობით ადამიანის ცხოვრებას განსაზღვრავს, სულ უფრო მეტს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, ენერგია და სიცოცხლის ხანგრძლივობა. სწორედ ამ კითხვებზე პასუხს გვთავაზობს პიტერ ატია თავის ბესტსელერში „Outlive: The Science and Art of Longevity“ („ხანგრძლივი სიცოცხლე – დღეგრძელობის მეცნიერება და ხელოვნება“).
პიტერ ატია, რომელიც წამყვანი ლონგევიტის (დღეგრძელობის) მკვლევარი და ექიმია, წიგნში გვასწავლის, რომ ჯანმრთელად დაბერება არ არის უბრალო შემთხვევითობა – ის მოითხოვს გააზრებულ ნაბიჯებს, სამეცნიერო ცოდნის გათვალისწინებას და ცხოვრების რეჟიმის სწორად მართვას. წიგნის ავტორი გვიამბობს ყველაზე საშიში დაავადებების პრევენციაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ისინი დროულად. ატია აერთიანებს დღეგრძელობის მეცნიერებასა და ხელოვნებას, გვთავაზობს ეფექტურ სტრატეგიებს ჯანმრთელობის გასამყარებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.
აღსანიშნავია, რომ წიგნი გამოცემისთანავე მოხვდა Amazon-ის ტოპ-20 ყველაზე გაყიდვადი არასასცენარო წიგნის რეიტინგში და მეტიც, პირველი ადგილი დაიკავა. მისი წაკითხვა რეკომენდებულია ისეთი ცნობილი სპეციალისტებისა და პიროვნებების მიერ, როგორებიც არიან: ენდრიუ ჰუბერმანი – ნეირობიოლოგი, სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ნეირობიოლოგიის, ფსიქიატრიისა და ქცევითი მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი; სიდჰარტა მუკერჯი – ექიმი, ბიოლოგი, მწერალი და პულიტცერის პრემიის ლაურეატი; ჰიუ ჯეკმანი – მსახიობი.
პიტერ ატია
რა გვაშორებს ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას?
ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება დამოკიდებულია არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობაზეც. პიტერ ატია ამტკიცებს, რომ სოციალური კავშირები, აზრიანი ცხოვრება და სტრესის მართვა ისეთივე მნიშვნელოვანია დღეგრძელობისთვის, როგორც სწორი კვება და ვარჯიში.
განსაკუთრებული საფრთხეები, რომლებიც ჯანმრთელ დაბერებას უშლის ხელს, მოიცავს:
პიტერ ატიას „ხანგრძლივი სიცოცხლე – დღეგრძელობის მეცნიერება და ხელოვნება“ ერთ-ერთი ყველაზე ღირებული წიგნია მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ დიდხანს, არამედ ჯანმრთელად და ბედნიერად იცხოვროს.
სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელია, თუ სწორად მოვუვლით საკუთარ სხეულსა და გონებას. ამისთვის კი მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, ძილს, სტრესის მართვას და სოციალიზაციას.
თუ გსურთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ჯანმრთელი დაბერება, ეს წიგნი სწორედ თქვენთვისაა!
ბოლო სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, პიტერ ატია წიგნში პასუხობს შემდეგ მნიშვნელოვან კითხვებს:
ავტორი: თეა ინასარიძე
R