პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქედმაღალმა ამერიკულმა ელიტამ და "დიფ სთეითმა" უნდა ისწავლონ" - რას წერს მედვედევი პუტინი-ტრამპის საუბრის შემდეგ
"ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქედმაღალმა ამერიკულმა ელიტამ და "დიფ სთეითმა" უნდა ისწავლონ" - რას წერს მედვედევი პუტინი-ტრამპის საუბრის შემდეგ

ჩვე­ნი და­ჩო­ქე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და რაც უფრო სწრა­ფად გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ ამას ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი, მით უკე­თე­სი, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"ბო­ლოს და ბო­ლოს, რუ­სე­თი­სა და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის სა­უ­ბა­რი შედ­გა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. აშშ-ის წინა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ყვე­ლა მა­ღა­ლი დო­ნის კონ­ტაქ­ტი შე­ზღუ­და, მათ რუ­სე­თის დას­ჯა და დამ­ცი­რე­ბა სურ­დათ. შე­დე­გი კი ის იყო, რომ სამ­ყა­რო აპო­კა­ლიფ­სის ზღვარ­ზე მი­ვი­და“, - წერს დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი.

მისი თქმით, „პა­ტა­რა, წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბულ სამ­ყა­რო­ში წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნის ან პლა­ნე­ტის მმარ­თვე­ლის არ­სე­ბო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა“.

"ეს არის გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც ქედ­მა­ღალ­მა ამე­რი­კულ­მა ელი­ტამ და ე.წ. „დიფ სთე­ით­მა“ (აშშ-ის ბი­უ­როკ­რა­ტია) უნდა ის­წავ­ლონ. მათ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ კონ­ტაქ­ტე­ბი და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ბევ­რად უფრო ღი­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე რუ­სე­თის მსგავ­სი ქვეყ­ნის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­ცხის მი­ყე­ნე­ბის სურ­ვი­ლი. პრინ­ციპ­ში, ეს უკი­დუ­რე­სად სა­ში­ში იქ­ნე­ბო­და, რად­გან ჩვე­ნი და­ჩო­ქე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რაც უფრო სწრა­ფად გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ ამას ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი, მით უკე­თე­სი“, - აღ­ნიშ­ნავს მედ­ვე­დე­ვი.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ, აშშ-ისა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტებს, დო­ნალდ ტრამპსა და ვლა­დი­მერ პუ­ტინს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თა.

დო­ნალდ ტრამ­პის ცნო­ბით, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან გრძე­ლი და ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ჰქონ­და და მას­თან უკ­რა­ი­ნის, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის, ენერ­გე­ტი­კი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლა.

„შევ­თან­ხმდით ერ­თად მუ­შა­ო­ბა­ზე, ძა­ლი­ან ახ­ლოს, მათ შო­რის ერ­თმა­ნე­თის ქვეყ­ნებ­ში ვი­ზი­ტებ­ზე. ასე­ვე შევ­თან­ხმდით, რომ ჩვენ­მა შე­სა­ბა­მის­მა გუნ­დებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყონ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი“, - და­წე­რა დო­ნალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქედმაღალმა ამერიკულმა ელიტამ და "დიფ სთეითმა" უნდა ისწავლონ" - რას წერს მედვედევი პუტინი-ტრამპის საუბრის შემდეგ

"ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქედმაღალმა ამერიკულმა ელიტამ და "დიფ სთეითმა" უნდა ისწავლონ" - რას წერს მედვედევი პუტინი-ტრამპის საუბრის შემდეგ

ჩვენი დაჩოქება შეუძლებელია და რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ ამას ჩვენი მოწინააღმდეგეები, მით უკეთესი, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

"ბოლოს და ბოლოს, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ყველა მაღალი დონის კონტაქტი შეზღუდა, მათ რუსეთის დასჯა და დამცირება სურდათ. შედეგი კი ის იყო, რომ სამყარო აპოკალიფსის ზღვარზე მივიდა“, - წერს დიმიტრი მედვედევი.

მისი თქმით, „პატარა, წინააღმდეგობრივ, მაგრამ ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში წამყვანი ქვეყნის ან პლანეტის მმართველის არსებობა არ შეიძლება“.

"ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქედმაღალმა ამერიკულმა ელიტამ და ე.წ. „დიფ სთეითმა“ (აშშ-ის ბიუროკრატია) უნდა ისწავლონ. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ კონტაქტები და კონსულტაციები ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე რუსეთის მსგავსი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების სურვილი. პრინციპში, ეს უკიდურესად საშიში იქნებოდა, რადგან ჩვენი დაჩოქება შეუძლებელია. რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ ამას ჩვენი მოწინააღმდეგეები, მით უკეთესი“, - აღნიშნავს მედვედევი.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

დონალდ ტრამპის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან გრძელი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მასთან უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, ენერგეტიკისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხები განიხილა.

„შევთანხმდით ერთად მუშაობაზე, ძალიან ახლოს, მათ შორის ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებზე. ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენმა შესაბამისმა გუნდებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.