მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Zeekr საქართველომ" ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Zeekr 009 წარუდგინა
"Zeekr საქართველომ" ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Zeekr 009 წარუდგინა

Zeekr 009 უკვე „Zeekr სა­ქარ­თვე­ლოს“ პორ­ტფელ­შია. მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბრენ­დის პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ქარ­თველ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თით ჯერ კი­დევ ოფი­ცი­ა­ლურ წარ­დგე­ნამ­დე შე­ი­ძი­ნა.

დახ­ვე­წი­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის მქო­ნე ელექტრო­მო­ბილს სხვა მო­დე­ლე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს 140-კი­ლო­ვა­ტი­ა­ნი CATL-ის ბა­ტა­რეა, რო­მე­ლიც ერთი და­მუხ­ტვით რე­კორ­დუ­ლი მან­ძი­ლის, 830 კი­ლო­მეტ­რის და­ფარ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქმნის. 0-დან 80%-მდე და­მუხ­ტვა კი, DC სწრა­ფი დამ­ტე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, მხო­ლოდ 25 წუთ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, „Zeekr სა­ქარ­თვე­ლოს“ კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი: „Zeekr სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­მო­ვი­და, თუმ­ცა შევ­ძე­ლით, რომ ამ მცი­რე დრო­ში ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის არა­ერ­თი სი­ახ­ლე შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. ჩვენ მუდ­მი­ვად ვიკ­ვლევთ ბა­ზარს და ვსწავ­ლობთ მომ­ხმა­რე­ბელ­თა გან­წყო­ბებს. ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ, წარ­ვად­გი­ნოთ Zeekr 009, რო­მე­ლიც ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი. მათ შო­რი­საა ტე­ვა­დო­ბა. მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ელექტრო­მო­ბი­ლი იდე­ა­ლუ­რია სას­ტუმ­რო სერ­ვი­სე­ბის­თვის, ტუ­რიზ­მის სფე­რო­სა და VIP მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა - სა­ლო­ნის ფე­რის, ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის, ბა­ტა­რე­ის მო­ცუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით“.

790 ცხე­ნის ძა­ლის მქო­ნე Zeekr 009 100 კმ-მდე აჩ­ქა­რე­ბას სულ რა­ღაც 3.9 წამ­ში ახერ­ხებს. თა­ვის კლას­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ელექტრო­მო­ბი­ლი აღ­ჭურ­ვი­ლია მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მუდ­მი­ვი მაგ­ნი­ტის სინ­ქრო­ნუ­ლი ელექტროძ­რა­ვის სის­ტე­მით, რო­მე­ლიც SiCk სი­ლი­კო­ნის კარ­ბი­დის მარ­თვის ტექ­ნო­ლო­გი­ას ეფუძ­ნე­ბა. ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ელექტრო­მო­ბილ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბი – ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი კრუ­ი­ზკონ­ტრო­ლი, შე­ჯა­ხე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა, ზო­ლი­დან გას­ვლის გაფრ­თხი­ლე­ბა, ბრმა წერ­ტი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი, ავ­ტო­მა­ტუ­რი და­მუხ­რუ­ჭე­ბა და 360-გრა­დუ­სი­ა­ნი კა­მე­რის სის­ტე­მა. შვი­დი 8-მე­გა­პიქ­სე­ლი­ა­ნი HD კა­მე­რა, ოთხი 2-მე­გა­პიქ­სე­ლი­ა­ნი გარე ხედ­ვის კა­მე­რა და ერთი 250-მეტ­რი­ა­ნი ულტრა ხან­გრძლი­ვი დი­ა­პა­ზო­ნის რა­და­რი გზის ხედ­ვის უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

Zeekr 009 გა­მორ­ჩე­უ­ლია ექ­სტე­რი­ე­რი­თა და ინ­ტე­რი­ე­რით. პა­ნო­რა­მუ­ლი ლუ­ქის მქო­ნე ელექტრო­მო­ბი­ლი აღ­ჭურ­ვი­ლია Nappa ტყა­ვის 7-ფე­ნი­ა­ნი სა­ვარ­ძლე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბულ კომ­ფორ­ტს ქმნის 12 სმ სის­ქის ბა­ლი­შე­ბი, ჭე­რი­სა და გვერ­დი­თი კა­რის გა­ნა­თე­ბა. ექ­სკლუ­ზი­უ­რი ციფ­რუ­ლი სის­ტე­მა მგზავ­რებს გარ­თო­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­შუ­ა­ლე­ბა­საც სთა­ვა­ზობს. 39.6-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი, 5-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი დახ­რი­ლი ეკ­რა­ნი და 20 Yamaha hi-fi ხმის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი უნი­კა­ლუ­რი ხმის ჟღე­რა­დო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. და­მა­ტე­ბით კომ­ფორ­ტს ქმნის ჩა­შე­ნე­ბუ­ლი მა­ცი­ვა­რი.

Zeekr 009-ის წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თა ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია. 4 ფერ­ში (შავი, ლურ­ჯი, ოქ­როს­ფე­რი, თეთ­რი) წარ­მოდ­გე­ნი­ლი, 7-ად­გი­ლი­ა­ნი ელექტრო­მო­ბი­ლის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 70 000-დან 83 000 დო­ლა­რამ­დე ეკ­ვი­ვა­ლენ­ტით ლარ­ში მერ­ყე­ობს. თუმ­ცა ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბო­ლოო ღი­რე­ბუ­ლე­ბას მისი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და კონ­ფი­გუ­რა­ცია გან­სა­ზღვრავს.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის ერთ-ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, თე­გე­ტა ქარსში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია “Zeekr სა­ქარ­თვე­ლო“ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე 2024 წლი­დან ოპე­რი­რებს. ის ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის გი­გან­ტის Geely Holding-ის ინო­ვა­ცი­უ­რი და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის Zeekr-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. Zeekr არის სრუ­ლად ელექტრუ­ლი პრე­მი­უმ ბრენ­დი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ელექტრო­მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სფე­რო­ში და და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ნუ­ლო­ვა­ნი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის იდე­ა­ზე.

NS

ავტორი:

"Zeekr საქართველომ" ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Zeekr 009 წარუდგინა

"Zeekr საქართველომ" ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Zeekr 009 წარუდგინა

Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა.

დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის მქონე ელექტრომობილს სხვა მოდელებისგან გამოარჩევს 140-კილოვატიანი CATL-ის ბატარეა, რომელიც ერთი დამუხტვით რეკორდული მანძილის, 830 კილომეტრის დაფარვის შესაძლებლობას ქმნის. 0-დან 80%-მდე დამუხტვა კი, DC სწრაფი დამტენის გამოყენებით, მხოლოდ 25 წუთშია შესაძლებელი.

გიორგი შაქარაშვილი, „Zeekr საქართველოს“ კომერციული დირექტორი: „Zeekr საქართველოში სულ რამდენიმე თვის წინ შემოვიდა, თუმცა შევძელით, რომ ამ მცირე დროში ჩვენი მომხმარებლისთვის არაერთი სიახლე შეგვეთავაზებინა. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ბაზარს და ვსწავლობთ მომხმარებელთა განწყობებს. ამჯერად გადავწყვიტეთ, წარვადგინოთ Zeekr 009, რომელიც ბევრი მიმართულებით არის გამორჩეული. მათ შორისაა ტევადობა. მოცულობიდან გამომდინარე, ელექტრომობილი იდეალურია სასტუმრო სერვისებისთვის, ტურიზმის სფეროსა და VIP მომხმარებლებისთვის.

ინდივიდუალურად არის შესაძლებელი კონფიგურაციების შემუშავება - სალონის ფერის, ადგილების რაოდენობის, ბატარეის მოცულობის მიხედვით“.

790 ცხენის ძალის მქონე Zeekr 009 100 კმ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 3.9 წამში ახერხებს. თავის კლასში ყველაზე სწრაფი ელექტრომობილი აღჭურვილია მაღალი ხარისხის მუდმივი მაგნიტის სინქრონული ელექტროძრავის სისტემით, რომელიც SiCk სილიკონის კარბიდის მართვის ტექნოლოგიას ეფუძნება. ულტრათანამედროვე ელექტრომობილში გამოყენებულია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები – ადაპტირებული კრუიზკონტროლი, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა, ზოლიდან გასვლის გაფრთხილება, ბრმა წერტილების კონტროლი, ავტომატური დამუხრუჭება და 360-გრადუსიანი კამერის სისტემა. შვიდი 8-მეგაპიქსელიანი HD კამერა, ოთხი 2-მეგაპიქსელიანი გარე ხედვის კამერა და ერთი 250-მეტრიანი ულტრა ხანგრძლივი დიაპაზონის რადარი გზის ხედვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

Zeekr 009 გამორჩეულია ექსტერიერითა და ინტერიერით. პანორამული ლუქის მქონე ელექტრომობილი აღჭურვილია Nappa ტყავის 7-ფენიანი სავარძლებით. განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის 12 სმ სისქის ბალიშები, ჭერისა და გვერდითი კარის განათება. ექსკლუზიური ციფრული სისტემა მგზავრებს გართობის მრავალფეროვან საშუალებასაც სთავაზობს. 39.6-სანტიმეტრიანი, 5-საფეხურიანი დახრილი ეკრანი და 20 Yamaha hi-fi ხმის გამაძლიერებელი უნიკალური ხმის ჟღერადობას უზრუნველყოფს. დამატებით კომფორტს ქმნის ჩაშენებული მაცივარი.

Zeekr 009-ის წინასწარი შეკვეთა ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე შესაძლებელია. 4 ფერში (შავი, ლურჯი, ოქროსფერი, თეთრი) წარმოდგენილი, 7-ადგილიანი ელექტრომობილის საბაზრო ღირებულება 70 000-დან 83 000 დოლარამდე ეკვივალენტით ლარში მერყეობს. თუმცა ავტომობილის საბოლოო ღირებულებას მისი მახასიათებლები და კონფიგურაცია განსაზღვრავს.

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია “Zeekr საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.

NS