მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ნამდვილი სათნოება და ნამდვილი სიკეთე არის მხოლოდ სიყვარული“ - მეუფე შიო
“უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ნამდვილი სათნოება და ნამდვილი სიკეთე არის მხოლოდ სიყვარული“ - მეუფე შიო

“უფა­ლი იესო ქრის­ტე გვას­წავ­ლის, რომ ნამ­დვი­ლი სათ­ნო­ე­ბა და ნამ­დვი­ლი სი­კე­თე არის მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი - ეს სიყ­ვა­რუ­ლი იხ­სნე­ბა ჩვენ­ში მხო­ლოდ სიმ­დაბ­ლის ღვაწ­ლით“, - ამის შე­სა­ხებ პატ­რი­არ­ქის ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მხო­ლოდ სიმ­დაბ­ლეა ის თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ზი­დავს სუ­ლიწ­მი­დის მადლს და ხსნის ჩვენ­ში სიყ­ვა­რულს ღვთი­სად­მი და სიყ­ვა­რულს ადა­მი­ა­ნი­სად­მი.

“სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა.

ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ კვი­რა დღეს.

  • დღეს თქვენ მო­ის­მი­ნეთ სა­ხა­რე­ბი­დან იგა­ვი მეზ­ვე­რი­სა და ფა­რი­სევ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სოდ გად­მოგ­ვცემს ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან ცხოვ­რე­ბას, გვიჩ­ვე­ნებს, თუ რა არის სული ადა­მი­ა­ნი­სა და რა ხდე­ბა მას­ში.

ლუკა მა­ხა­რე­ბე­ლი გვა­უ­წყებს, რომ უფალ­მა იესო ქრის­ტემ ეს იგა­ვი უთხრა იმათ, ვი­საც სჯე­რა, რომ მარ­თა­ლია, სხვას კი ამ­ცი­რებს. ტა­ძარ­ში ერ­თდრო­უ­ლად შე­დის ორი ადა­მი­ა­ნი: ფა­რი­სე­ვე­ლი და მეზ­ვე­რე, ანუ მე­ბა­ჟე. ფა­რი­სე­ვე­ლი შე­დის ტა­ძარ­ში და დგე­ბა წინ, გა­მო­სა­ჩენ, მის­თვის ჩვე­ულ ად­გი­ლას. იგი ეკუთ­ვნის მორ­წმუ­ნე­თა იმ რი­ცხვს, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სოდ იცავ­და საღვთო სჯულს, იგი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, მას ეკუთ­ვნის პა­ტი­ვის­ცე­მა და მიჩ­ვე­უ­ლია ამ პა­ტი­ვის­ცე­მას, მათ შო­რის, ტა­ძარ­შიც. შე­დის ტა­ძარ­ში მეზ­ვე­რეც, რო­მე­ლიც, თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, არა­თუ არ უყ­ვარ­დათ და პა­ტივს არ სცემ­დნენ, არა­მედ სძულ­დათ კი­დეც, იმი­ტომ, რომ მუ­დამ სცო­დავ­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იპა­რავ­და, მპა­რა­ვი იყო, რად­გან დიდ გა­და­სა­ხა­დებს უწე­სებ­და ადა­მი­ა­ნებს და ნა­წილს თა­ვის­თვის იტო­ვებ­და. თქვენ გახ­სოვთ ალ­ბათ ეს, რომ მეზ­ვე­რე­ე­ბი არ­თმევ­დნენ გა­და­სა­ხადს რო­მის იმ­პე­რი­ის­თვის, რო­მის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, ასე­ვე იუ­დე­ის­თვის, ის­რა­ე­ლის­თვის; მათ ასე­ვე უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, თა­ვი­ან­თათ­ვი­საც და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ნა­წი­ლი. ამი­ტომ ისი­ნი მალე მდიდ­რდე­ბოდ­ნენ და ძა­ლი­ან არ უყ­ვარ­დათ. აი, ეს მეზ­ვე­რე, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დგე­ბა ტა­ძარ­ში უკან, მოკ­რძა­ლე­ბულ ად­გი­ლას და ორი­ვე იწყებს ლოც­ვას.

რო­გორ ლო­ცუ­ლობს ფა­რი­სე­ვე­ლი? ის ღმერ­თს მად­ლობს იმის­თვის, თუ რო­გო­რი ღვთის­მო­სა­ვია, რო­გო­რი კე­თი­ლია: „გმად­ლობ შენ, უფა­ლო, რომ არ ვარ ისე­თი, რო­გო­რიც სხვე­ბი არი­ან: მტა­ცე­ბე­ლი, უსა­მარ­თლო, მემ­რუ­შე. კვი­რა­ში ორ­ჯერ ვმარ­ხუ­ლობ. მე­ა­თედ­საც ვწი­რავ ჩემი შე­მო­სავ­ლი­დან, საღვთო სჯულს ზედ­მი­წევ­ნით ვას­რუ­ლებ“. შემ­დეგ მო­ი­ხე­დავს, და­ი­ნა­ხავს ამ მეზ­ვე­რეს და იტყვის: „გმად­ლობ შენ, უფა­ლო, რომ მე არ ვარ ისე­თი ცოდ­ვი­ლი, რო­გო­რიც ეს მეზ­ვე­რე“. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ღმერ­თს მი­უ­თი­თებს, რო­გო­რი ღირ­სე­უ­ლია თვი­თონ და რო­გო­რი უღირ­სია ეს მეზ­ვე­რე.

ფა­რი­სევ­ლე­ბი მარ­თლაც არ იყ­ვნენ სრუ­ლი­ად მოკ­ლე­ბულ­ნი სათ­ნო­ე­ბებს. განა ცუ­დია, გწამ­დეს ღმერ­თი?! განა ცუ­დია, საღვთო სჯულს ას­რუ­ლებ­დე?! მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იგი არ გა­მო­დის გა­მარ­თლე­ბუ­ლი თა­ვი­სი ლოც­ვის შე­დე­გად ტაძ­რი­დან. ეს ცოდ­ვი­ლი მეზ­ვე­რე კი, რო­მე­ლიც აც­ნო­ბი­ე­რებ­და თა­ვის ცოდ­ვებს, ინა­ნი­ებ­და, მკერ­დში მჯიღს იცემ­და სი­ნა­ნუ­ლის­გან და მხო­ლოდ აი, ამ მოკ­ლე ლოც­ვას ამ­ბობ­და: „ღმერ­თო, შე­მი­წყა­ლე მე, ცოდ­ვი­ლი“, - აი, ეს ადა­მი­ა­ნი გა­მარ­თლე­ბუ­ლი გა­მო­დის ტაძ­რი­დან.

რა­ტომ მოხ­და ასე­თი რამ, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო? იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი იმა­ზე, თუ რა არის სათ­ნო­ე­ბა, რა არის ღვთის­თვის სათ­ნო, უფალ­მა იესო ქრის­ტემ შეც­ვა­ლა, გა­და­ა­ფა­სა, სხვა სწავ­ლე­ბა მოგ­ვცა, ვიდ­რე იყო მა­ნამ­დე.

თქვენ ალ­ბათ იცით, რას ნიშ­ნავს სათ­ნო­ე­ბა. სათ­ნო­ე­ბე­ბი - ეს არის ისე­თი თვი­სე­ბე­ბი, რო­ლე­ბიც ღვთის­თვის მო­სა­წო­ნია და სა­სურ­ვე­ლია ჩვენ­ში. უფა­ლი იესო ქრის­ტე გვას­წავ­ლის, რომ ნამ­დვი­ლი სათ­ნო­ე­ბა და ნამ­დვი­ლი სი­კე­თე არის მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი. ეს ის სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მე­ლიც არის ჩვენ­ში ღვთის ხა­ტე­ბა, მაგ­რამ ეს სიყ­ვა­რუ­ლი იხ­სნე­ბა ჩვენ­ში მხო­ლოდ სიმ­დაბ­ლის ღვაწ­ლით, მხო­ლოდ სიმ­დაბ­ლის მეშ­ვე­ო­ბით, როცა ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობს თა­ვის დამ­დაბ­ლე­ბას, რო­დე­საც იგი არ ქედ­მაღ­ლობს, ზე­მო­დან არ უყუ­რებს სხვებს ფა­რი­სე­ვე­ლი­ვით, არ ამ­ცი­რებს, არ გა­ნი­კი­თხავს, თა­ვის თავ­ზე არ აქვს დიდი წარ­მოდ­გე­ნა და არ ფიქ­რობს, რომ მე არ ვარ ისე­თი, რო­გო­რიც სხვე­ბი, მე უკე­თე­სი ვარო, რად­გან სა­დაც არის ასე­თი არას­წო­რი გან­წყო­ბა, იქ არ არის სიყ­ვა­რუ­ლი არც ღმერ­თი­სა და არც ადა­მი­ა­ნი­სა. იქ, სა­ერ­თოდ, არა­ფე­რი არ არის, რო­გორც ამ­ბობს პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი, რომ რა­ნა­ი­რი ღვაწ­ლიც არ უნდა მქონ­დეს, ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლოც რომ ვი­ცო­დე, მთე­ლი ჩემი ქო­ნე­ბა რომ გლა­ხა­კებს და­ვუ­რი­გო და ჩემი სხე­უ­ლიც და­საწ­ვა­ვად მივ­ცე, თუ სიყ­ვა­რუ­ლი არ მაქვს, არა­ა­რა ვარ (1 კორ. 13, 2-3).

ე.ი. ეს ყვე­ლა­ფე­რი, სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, არა­თუ უსარ­გებ­ლოა, არა­მედ მავ­ნე­ბე­ლიც არის. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ კვე­ბავს პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბას, ამ­პარ­ტავ­ნე­ბას, ქედ­მაღ­ლო­ბას, თავ­მომ­წო­ნე­ო­ბას, თა­ვის სიყ­ვა­რულს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბას სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი და სხვის დამ­ცი­რე­ბას, რაც ჰქონ­და ფა­რი­სე­ველს, რის გა­მოც იგი არ გა­მარ­თლა თა­ვის ლოც­ვა­ში და გა­მო­ვი­და ტაძ­რი­დან ასე, რო­გორც ამ­ბობს უფა­ლი, რომ ნაკ­ლე­ბად გა­მარ­თლდა, ვიდ­რე მეზ­ვე­რე. მაგ­რამ მეზ­ვე­რე გა­მარ­თლდა, რა­ტომ? იმი­ტომ, რომ იგი ინა­ნი­ებ­და, მას ჰქონ­და სიმ­დაბ­ლე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მო­ი­ზი­დავს, მხო­ლოდ სიმ­დაბ­ლეა ის თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ზი­დავს სუ­ლიწ­მი­დის მადლს და, ვი­მე­ო­რებ, ხსნის ჩვენ­ში სიყ­ვა­რულს ღვთი­სად­მი, სიყ­ვა­რულს ადა­მი­ა­ნი­სად­მი.

ამ­რი­გად, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, დღე­ვან­დე­ლი იგა­ვი გვას­წავ­ლის, თუ რა დიდი ბო­რო­ტე­ბაა სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნის ქონა და იმის ფიქ­რი, რომ მე ვარ სხვა­ზე უკე­თე­სი; და რა დიდი სათ­ნო­ე­ბა და სი­კე­თეა სიმ­დაბ­ლე, რო­მე­ლიც ჰქონ­და მეზ­ვე­რეს. ამი­ტო­მაც უნდა გვახ­სოვ­დეს ყო­ველ­თვის ის სი­ტყვე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც მა­ცხო­ვარ­მა ეს იგა­ვი და­ას­რუ­ლა: „რო­მელ­მან აღი­მაღ­ლოს თავი თვი­სი, იგი დამ­დაბ­ლდეს, ხოლო რო­მელ­მან და­იმ­დაბ­ლოს თავი თვი­სი, იგი ამაღ­ლდეს“ (ლუკა 14, 11). ამინ“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

ავტორი:

“უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ნამდვილი სათნოება და ნამდვილი სიკეთე არის მხოლოდ სიყვარული“ - მეუფე შიო

“უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ნამდვილი სათნოება და ნამდვილი სიკეთე არის მხოლოდ სიყვარული“ - მეუფე შიო

“უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ნამდვილი სათნოება და ნამდვილი სიკეთე არის მხოლოდ სიყვარული - ეს სიყვარული იხსნება ჩვენში მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლით“, - ამის შესახებ პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ სიმდაბლეა ის თვისება, რომელიც მოიზიდავს სულიწმიდის მადლს და ხსნის ჩვენში სიყვარულს ღვთისადმი და სიყვარულს ადამიანისადმი.

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს.

  • დღეს თქვენ მოისმინეთ სახარებიდან იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რომელიც საუკეთესოდ გადმოგვცემს ადამიანის შინაგან ცხოვრებას, გვიჩვენებს, თუ რა არის სული ადამიანისა და რა ხდება მასში.

ლუკა მახარებელი გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ ეს იგავი უთხრა იმათ, ვისაც სჯერა, რომ მართალია, სხვას კი ამცირებს. ტაძარში ერთდროულად შედის ორი ადამიანი: ფარისეველი და მეზვერე, ანუ მებაჟე. ფარისეველი შედის ტაძარში და დგება წინ, გამოსაჩენ, მისთვის ჩვეულ ადგილას. იგი ეკუთვნის მორწმუნეთა იმ რიცხვს, რომელიც საუკეთესოდ იცავდა საღვთო სჯულს, იგი ღირსეული ადამიანია, მას ეკუთვნის პატივისცემა და მიჩვეულია ამ პატივისცემას, მათ შორის, ტაძარშიც. შედის ტაძარში მეზვერეც, რომელიც, თავისი საქმიანობის გამო, არათუ არ უყვარდათ და პატივს არ სცემდნენ, არამედ სძულდათ კიდეც, იმიტომ, რომ მუდამ სცოდავდა, შეიძლება ითქვას, რომ იპარავდა, მპარავი იყო, რადგან დიდ გადასახადებს უწესებდა ადამიანებს და ნაწილს თავისთვის იტოვებდა. თქვენ გახსოვთ ალბათ ეს, რომ მეზვერეები ართმევდნენ გადასახადს რომის იმპერიისთვის, რომის სახელმწიფოსთვის, ასევე იუდეისთვის, ისრაელისთვის; მათ ასევე უფლება ჰქონდათ, თავიანთათვისაც დაეტოვებინათ ნაწილი. ამიტომ ისინი მალე მდიდრდებოდნენ და ძალიან არ უყვარდათ. აი, ეს მეზვერე, მიუხედავად ამისა, დგება ტაძარში უკან, მოკრძალებულ ადგილას და ორივე იწყებს ლოცვას.

როგორ ლოცულობს ფარისეველი? ის ღმერთს მადლობს იმისთვის, თუ როგორი ღვთისმოსავია, როგორი კეთილია: „გმადლობ შენ, უფალო, რომ არ ვარ ისეთი, როგორიც სხვები არიან: მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე. კვირაში ორჯერ ვმარხულობ. მეათედსაც ვწირავ ჩემი შემოსავლიდან, საღვთო სჯულს ზედმიწევნით ვასრულებ“. შემდეგ მოიხედავს, დაინახავს ამ მეზვერეს და იტყვის: „გმადლობ შენ, უფალო, რომ მე არ ვარ ისეთი ცოდვილი, როგორიც ეს მეზვერე“. წარმოიდგინეთ, ღმერთს მიუთითებს, როგორი ღირსეულია თვითონ და როგორი უღირსია ეს მეზვერე.

ფარისევლები მართლაც არ იყვნენ სრულიად მოკლებულნი სათნოებებს. განა ცუდია, გწამდეს ღმერთი?! განა ცუდია, საღვთო სჯულს ასრულებდე?! მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი არ გამოდის გამართლებული თავისი ლოცვის შედეგად ტაძრიდან. ეს ცოდვილი მეზვერე კი, რომელიც აცნობიერებდა თავის ცოდვებს, ინანიებდა, მკერდში მჯიღს იცემდა სინანულისგან და მხოლოდ აი, ამ მოკლე ლოცვას ამბობდა: „ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი“, - აი, ეს ადამიანი გამართლებული გამოდის ტაძრიდან.

რატომ მოხდა ასეთი რამ, ძვირფასო ძმებო და დებო? იმიტომ, რომ ჩვენი ადამიანური წარმოდგენები იმაზე, თუ რა არის სათნოება, რა არის ღვთისთვის სათნო, უფალმა იესო ქრისტემ შეცვალა, გადააფასა, სხვა სწავლება მოგვცა, ვიდრე იყო მანამდე.

თქვენ ალბათ იცით, რას ნიშნავს სათნოება. სათნოებები - ეს არის ისეთი თვისებები, როლებიც ღვთისთვის მოსაწონია და სასურველია ჩვენში. უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ნამდვილი სათნოება და ნამდვილი სიკეთე არის მხოლოდ სიყვარული. ეს ის სიყვარულია, რომელიც არის ჩვენში ღვთის ხატება, მაგრამ ეს სიყვარული იხსნება ჩვენში მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლით, მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით, როცა ადამიანი სწავლობს თავის დამდაბლებას, როდესაც იგი არ ქედმაღლობს, ზემოდან არ უყურებს სხვებს ფარისეველივით, არ ამცირებს, არ განიკითხავს, თავის თავზე არ აქვს დიდი წარმოდგენა და არ ფიქრობს, რომ მე არ ვარ ისეთი, როგორიც სხვები, მე უკეთესი ვარო, რადგან სადაც არის ასეთი არასწორი განწყობა, იქ არ არის სიყვარული არც ღმერთისა და არც ადამიანისა. იქ, საერთოდ, არაფერი არ არის, როგორც ამბობს პავლე მოციქული, რომ რანაირი ღვაწლიც არ უნდა მქონდეს, ყველა საიდუმლოც რომ ვიცოდე, მთელი ჩემი ქონება რომ გლახაკებს დავურიგო და ჩემი სხეულიც დასაწვავად მივცე, თუ სიყვარული არ მაქვს, არაარა ვარ (1 კორ. 13, 2-3).

ე.ი. ეს ყველაფერი, სიყვარულის გარეშე, ძვირფასო ძმებო და დებო, არათუ უსარგებლოა, არამედ მავნებელიც არის. რატომ? იმიტომ, რომ კვებავს პატივმოყვარეობას, ამპარტავნებას, ქედმაღლობას, თავმომწონეობას, თავის სიყვარულს, შეყვარებულობას საკუთარი თავისადმი და სხვის დამცირებას, რაც ჰქონდა ფარისეველს, რის გამოც იგი არ გამართლა თავის ლოცვაში და გამოვიდა ტაძრიდან ასე, როგორც ამბობს უფალი, რომ ნაკლებად გამართლდა, ვიდრე მეზვერე. მაგრამ მეზვერე გამართლდა, რატომ? იმიტომ, რომ იგი ინანიებდა, მას ჰქონდა სიმდაბლე, რომელიც მხოლოდ მოიზიდავს, მხოლოდ სიმდაბლეა ის თვისება, რომელიც მოიზიდავს სულიწმიდის მადლს და, ვიმეორებ, ხსნის ჩვენში სიყვარულს ღვთისადმი, სიყვარულს ადამიანისადმი.

ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი იგავი გვასწავლის, თუ რა დიდი ბოროტებაა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა და იმის ფიქრი, რომ მე ვარ სხვაზე უკეთესი; და რა დიდი სათნოება და სიკეთეა სიმდაბლე, რომელიც ჰქონდა მეზვერეს. ამიტომაც უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ის სიტყვები, რომლებითაც მაცხოვარმა ეს იგავი დაასრულა: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, ხოლო რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“ (ლუკა 14, 11). ამინ“, - აღნიშნა მეუფე შიომ.