კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“იწვა, მეტყველება არ უჭირს, გადასხმები უდგას... მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს და თავად დაესწროს“ - რას ამბობს მაია მწარიაშვილი მზია ამაღლობელზე?
“იწვა, მეტყველება არ უჭირს, გადასხმები უდგას... მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს და თავად დაესწროს“ - რას ამბობს მაია მწარიაშვილი მზია ამაღლობელზე?

“ვიდ­რე მე იქ ვი­ყა­ვი, იწვა - მე­ტყვე­ლე­ბა არ უჭირს, ვი­სა­უბ­რეთ - ცხა­დია, ბოლო ნახ­ვი­დან უფრო სუს­ტად არის“, - ამის შე­სა­ხებ ად­ვო­კატ­მა, მაია მწა­რი­აშ­ვილ­მა კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­თან“ ჟურ­ნა­ლის­ტებს, "ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, ამაღ­ლო­ბე­ლი კვლავ ითხოვს მის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

“რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ ისაა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი წევს, გა­დას­ხმე­ბი უდ­გას, რათა მისი სი­ცო­ცხლე შე­ნარ­ჩუნ­დეს. მისი პო­ზი­ცი­აა და სამ­წუ­ხა­როდ, ეს დღე­ე­ბი მუდ­მი­ვად ითხოვს, რომ და­აბ­რუ­ნონ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მისი ამო­ცა­ნაა, რომ პრო­ცე­სამ­დე გაძ­ლოს და თა­ვად და­ეს­წროს. პრო­ცე­სი და­ნიშ­ნუ­ლია 4 მარტს. არ ვიცი, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაგ­რამ ის ამ­ბობს, რომ ამ კლი­ნი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­დას­ხმე­ბი რა­ღაც პე­რი­ო­დი გა­აძ­ლე­ბი­ნებს მის ორ­გა­ნიზმს, რათა პრო­ცე­სის­თვის შეძ­ლოს ფეხ­ზე დგო­მა.

ვიდ­რე მე იქ ვი­ყა­ვი, იწვა. მე­ტყვე­ლე­ბა არ უჭირს, ვი­სა­უბ­რეთ. ცხა­დია, ბოლო ნახ­ვი­დან უფრო სუს­ტად არის, ამას თქმა რად უნდა. ეს გა­დას­ხმე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა სწო­რედ იმას, რომ შე­ნარ­ჩუნ­დეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხი იმ ფორ­მით, რომ ადა­მი­ან­მა შეძ­ლოს რა­ღაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ცე­სებ­ში, აზ­როვ­ნე­ბა და ის, რომ პრო­ცეს­ზე თა­ვად იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მზია ამაღ­ლო­ბე­ლი 27-ე დღეა შიმ­ში­ლობს. ის კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“ სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­და­იყ­ვა­ნეს.

ავტორი:

“იწვა, მეტყველება არ უჭირს, გადასხმები უდგას... მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს და თავად დაესწროს“ - რას ამბობს მაია მწარიაშვილი მზია ამაღლობელზე?

“იწვა, მეტყველება არ უჭირს, გადასხმები უდგას... მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს და თავად დაესწროს“ - რას ამბობს მაია მწარიაშვილი მზია ამაღლობელზე?

“ვიდრე მე იქ ვიყავი, იწვა - მეტყველება არ უჭირს, ვისაუბრეთ - ცხადია, ბოლო ნახვიდან უფრო სუსტად არის“, - ამის შესახებ ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა კლინიკა "ვივამედთან“ ჟურნალისტებს, "ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ამაღლობელი კვლავ ითხოვს მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას.

“რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ეს ადამიანი წევს, გადასხმები უდგას, რათა მისი სიცოცხლე შენარჩუნდეს. მისი პოზიციაა და სამწუხაროდ, ეს დღეები მუდმივად ითხოვს, რომ დააბრუნონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს და თავად დაესწროს. პროცესი დანიშნულია 4 მარტს. არ ვიცი, ეს შესაძლებელი რამდენად იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ის ამბობს, რომ ამ კლინიკაში ჩატარებული კვლევები და აუცილებელი გადასხმები რაღაც პერიოდი გააძლებინებს მის ორგანიზმს, რათა პროცესისთვის შეძლოს ფეხზე დგომა.

ვიდრე მე იქ ვიყავი, იწვა. მეტყველება არ უჭირს, ვისაუბრეთ. ცხადია, ბოლო ნახვიდან უფრო სუსტად არის, ამას თქმა რად უნდა. ეს გადასხმები ემსახურება სწორედ იმას, რომ შენარჩუნდეს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხი იმ ფორმით, რომ ადამიანმა შეძლოს რაღაც მონაწილეობა პროცესებში, აზროვნება და ის, რომ პროცესზე თავად იყოს წარმოდგენილი“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.