მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, მალ­ხაზ ურთქმე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი და სტა­ბი­ლუ­რია.

ურთქმე­ლი­ძის მზია ამაღ­ლო­ბელს მო­წო­დებს, შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტოს.

„მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი და სტა­ბი­ლუ­რია. მას­ზე მო­ნი­ტო­რინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს უწყვეტ რე­ჟიმ­ში. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ველ­დღი­უ­რად. ამ ეტაპ­ზე, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხის ცვლი­ლე­ბე­ბი არ აღი­ნიშ­ნე­ბა.

ბრალ­დე­ბულს ყო­ველ­დღი­უ­რად ხვდე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ეც­ნო­ბა მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. ინ­ფორ­მა­ცია ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ად­ვო­კა­ტის­თვი­საც, მისი მხრი­დან მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში.

კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ჩვენ­თვის ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტიმ­რის უსაფრ­თხო­ე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. ამ ეტაპ­ზე, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­ში არ არის. მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა უწყვეტ რე­ჟიმ­ში.

მო­ვუ­წო­დებთ მზია ამაღ­ლო­ბელს შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“,- აცხა­დებს ურთქმე­ლი­ძე, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.

ურთქმელიძის მზია ამაღლობელს მოწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება.

ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში.

მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“,- აცხადებს ურთქმელიძე, რომლის განცხადებასაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

წაიკითხეთ ასევე: