აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კარვებია გაშლილი, საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია.
მათი თქმით, მზია ამაღლობელი 19 დღეა საპატიმროში შიმშილობს, რაც ჟურნალისტის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ, ორი კარავია გაშლილი წარწერებით “თავისუფლება მზიას”.