პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა განვიცდით ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას - პოლიციელისთვის სილის გაწნა სერიოზული გასროლაა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ" - ვოლსკი
"ყველა განვიცდით ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას - პოლიციელისთვის სილის გაწნა სერიოზული გასროლაა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ" - ვოლსკი

პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის სი­ლის გაწ­ნა, რაც და­უშ­ვა ჟურ­ნა­ლის­ტმა, არის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი გას­რო­ლა სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ - რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა გან­ვიც­დით ამაღ­ლო­ბე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა, რომ არა მარ­ტო მისი, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტიმ­რის უფ­ლე­ბე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბა იქ­ნას და­ცუ­ლი , - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მო­თხოვ­ნა იმის შე­სა­ხებ, რომ "ბა­თუ­მე­ლე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მზია ამაღ­ლო­ბე­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­დეს, აბ­სურ­დუ­ლია.

"მო­თხოვ­ნა იმი­სა, რომ მზია ამაღ­ლო­ბე­ლი გა­მო­ცხად­დეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია, რომ ეს მო­თხოვ­ნა თა­ვის­თა­ვად, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, თუ რა­ო­დენ დიდი რე­სურ­სია დაგ­რო­ვი­ლი იმი­სათ­ვის, რომ რო­გორ­მე ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია შექ­მნან. ასე­თი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც მოხ­და ჩვენს თვალ­წინ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არის ამ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი ელე­მენ­ტი - შექ­მე­ნი სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც პო­ლი­ცია აღარ არის პო­ლი­ცია, შექ­მნი სი­ტუ­ა­ცია, როცა ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბია, მათ შო­რის, პო­ლი­ცი­ე­ლის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა გან­ვიც­დით მის ჯან­მრთე­ლო­ბას და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მისი "ფა­ვო­რი­ტი" "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დის­გან, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, დომ არა მარ­ტო მზია ამაღ­ლო­ბე­ლის, ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტიმ­რის უფ­ლე­ბე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბა იქ­ნას და­ცუ­ლი. ეს ევა­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს და ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს ით­ქვას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ყვე­ლას ინ­ტე­რე­სი - მხარ­დამ­ჭე­რე­ბის და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის და ქვე­ყა­ნა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სტა­ბი­ლუ­რო­ბა. სტა­ბი­ლუ­რო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმი­სათ­ვის, რომ გა­დარ­ჩეს სა­ხელ­მწი­ფო. ამ სი­ლის გაწ­ნა პო­ლი­ცი­ე­ლი­სათ­ვის, რაც და­უშ­ვა ადა­მი­ან­მა, ჟურ­ნა­ლის­ტმა, არის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი გას­რო­ლა სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ავტორი:

"ყველა განვიცდით ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას - პოლიციელისთვის სილის გაწნა სერიოზული გასროლაა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ" - ვოლსკი

"ყველა განვიცდით ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას - პოლიციელისთვის სილის გაწნა სერიოზული გასროლაა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ" - ვოლსკი

პოლიციელისთვის სილის გაწნა, რაც დაუშვა ჟურნალისტმა, არის ერთ-ერთი სერიოზული გასროლა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ - რასაკვირველია, ყველა განვიცდით ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ყველაფერი გაკეთდება, რომ არა მარტო მისი, არამედ ნებისმიერი პატიმრის უფლებები და ჯანმრთელობა იქნას დაცული , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნა იმის შესახებ, რომ "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დაზარალებულად გამოცხადდეს, აბსურდულია.

"მოთხოვნა იმისა, რომ მზია ამაღლობელი გამოცხადდეს დაზარალებულა, რასაკვირველია, იმდენად აბსურდულია, რომ ეს მოთხოვნა თავისთავად, მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი რესურსია დაგროვილი იმისათვის, რომ როგორმე ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან. ასეთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც მოხდა ჩვენს თვალწინ, რასაკვირველია, არის ამ რევოლუციური პროცესის განვითარების ერთ-ერთი ელემენტი - შექმენი სიტუაცია, როდესაც პოლიცია აღარ არის პოლიცია, შექმნი სიტუაცია, როცა ყველაფერი დასაშვებია, მათ შორის, პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა.

რასაკვირველია, ყველა განვიცდით მის ჯანმრთელობას და რასაკვირველია, მისი "ფავორიტი" "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდისგან, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, დომ არა მარტო მზია ამაღლობელის, ნებისმიერი პატიმრის უფლებები და ჯანმრთელობა იქნას დაცული. ეს ევალება სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ხელისუფლება ვალდებულია, გაითვალისწინოს ყველას ინტერესი - მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების და ქვეყანაში შეინარჩუნოს სტაბილურობა. სტაბილურობა აუცილებელია იმისათვის, რომ გადარჩეს სახელმწიფო. ამ სილის გაწნა პოლიციელისათვის, რაც დაუშვა ადამიანმა, ჟურნალისტმა, არის ერთ-ერთი სერიოზული გასროლა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ", - განაცხადა ვოლსკიმ.