საზოგადოება
პოლიტიკა

21

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აისახება ირაკლი გილაურის სანქცირებულთა სიის პროექტში მოხვედრა მის დავაზე ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან?
როგორ აისახება ირაკლი გილაურის სანქცირებულთა სიის პროექტში მოხვედრა მის დავაზე ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან?

„ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი აკა­დე­მი­ის“ პარტნი­ო­რებს შო­რის დავა გრძელ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­სა და 2019 წლი­დან აკა­დე­მი­ის პარტნი­ორ „სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტალს“ შო­რის მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­საც გას­ცდა. რო­გორც „ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი აკა­დე­მი­ის“ სა­მარ­თლებ­რივ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი­სა“ და რა­დიო „პა­ლიტ­რას“ გა­და­ცე­მა­ში „საქ­მე“ გა­ნა­ცხა­და, „სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტალ­მა“ აკა­დე­მი­ის მი­მართ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­ას­რუ­ლა. კერ­ძოდ, იმე­და დვა­ლი­ძის თქმით, პარტნი­ორ­მა კომ­პა­ნი­ამ ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რი­თაც სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა შე­ა­ფერ­ხა.

თა­ვის მხრივ, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, „სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი გი­ლა­უ­რი, მოხ­ვდა იმ პი­რე­ბის სი­ა­ში, ვინც შე­საძ­ლოა, აშშ-მა და­ა­სან­ქცი­როს. სა­უ­ბა­რია, კონ­გრე­სი­დან მარ­კო რუ­ბი­ო­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ზე, სა­დაც მას სთხო­ვენ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვი­სა და მისი „გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლე­ბი­სათ­ვის“.

„ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი აკა­დე­მი­ის“ სა­მარ­თლებ­რი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იმე­და დვა­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ეს შე­საძ­ლო სან­ქცი­ე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სა და „სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის“ და­ვა­ზე პირ­და­პირ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით რის­კებს მა­ინც აჩენს. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ და­ვას, მისი წა­მო­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტალ­მა“, არ შე­ას­რუ­ლა ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით, 6 წლის წინ იკის­რა (როცა ის გახ­და პარტნი­ო­რი). კერ­ძოდ, მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი „ბრი­ტა­ნულ ქარ­თულ აკა­დე­მი­ა­ში“. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი აკა­დე­მი­ის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან იყო მცდე­ლო­ბა, რომ და­ვის გა­რე­შე აღ­დგე­ნი­ლი­ყო „სტა­ტუს-კვო“ და პარტნი­ო­რო­ბი­დან გა­სუ­ლი­ყო „სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლი“, თუმ­ცა ეს უკა­ნას­კნე­ლი წი­ლე­ბის გა­მოს­ყიდ­ვას არ და­თან­ხმდა. „დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ასე­თი პერ­სპექ­ტი­ვა ჯერ-ჯე­რო­ბით არ იკ­ვე­თე­ბა. ცხა­დია, დავა გაგ­რძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა მხო­ლოდ "სტა­ტუს კვოს" აღ­დგე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­მედ ჩვენ გავ­ზარ­დეთ სარ­ჩე­ლის ში­ნა­არ­სი. ვი­თხოვთ, ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც, რო­მე­ლიც აკა­დე­მი­ამ გა­ნი­ცა­და. სწო­რედ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო ვერ დად­გა ის შე­დე­გი, რაც თა­ვი­დან­ვე იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ი­კარ­გა დრო, კომ­პა­ნი­ამ თა­ვი­სი შიდა რე­სურ­სე­ბით გა­აგ­რძე­ლა გან­ვი­თა­რე­ბა. თუმ­ცა, ეს არ არის ის შე­დე­გი, რა­საც დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პარტნი­ო­რი ელო­და, იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რაც „სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტალ­მა“ თა­ვის დრო­ზე აიღო. ამი­ტომ, ჩვენ არ ვა­პი­რებთ გა­ჩე­რე­ბას, სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც და დიდ ბრი­ტა­ნეთ­შიც. ამავდრო­უ­ლად, ამ და­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას მო­ვახ­დენთ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მის გა­რეთ. ასე­ვე, ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით „სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის“ აქ­ცი­ო­ნე­რებ­საც,“- გა­ნა­ცხა­და „ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი აკა­დე­მი­ის“ სა­მარ­თლებ­რივ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­და­ცე­მა­ში „საქ­მე“.

ცნო­ბის­თვის, შპს ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი აკა­დე­მი­ის 30%-იან წილს ფლობს ნა­თია ჯა­ნა­შია, ხოლო 70%-ს შპს „სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის ჯგუ­ფი“, რომ­ლის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლიც თა­ვის მხრივ სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა „სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლია“.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

როგორ აისახება ირაკლი გილაურის სანქცირებულთა სიის პროექტში მოხვედრა მის დავაზე ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან?

როგორ აისახება ირაკლი გილაურის სანქცირებულთა სიის პროექტში მოხვედრა მის დავაზე ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან?

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორებს შორის დავა გრძელდება. საუბარია, საგანმანათლებლო დაწესებულების დამფუძნებლებსა და 2019 წლიდან აკადემიის პარტნიორ „საქართველოს კაპიტალს“ შორის მიმდინარე სამართლებრივ პროცესზე, რომელიც საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. როგორც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სამართლებრივმა წარმომადგენელმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, „საქართველოს კაპიტალმა“ აკადემიის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები 6 წლის განმავლობაში არ შეასრულა. კერძოდ, იმედა დვალიძის თქმით, პარტნიორმა კომპანიამ ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციები არ განახორციელა, რითაც სკოლის განვითარება შეაფერხა.

თავის მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური, მოხვდა იმ პირების სიაში, ვინც შესაძლოა, აშშ-მა დაასანქციროს. საუბარია, კონგრესიდან მარკო რუბიოსადმი გაგზავნილ წერილზე, სადაც მას სთხოვენ სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისა და მისი „გამაძლიერებლებისათვის“.

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სამართლებრივი წარმომადგენელი იმედა დვალიძე ამბობს, რომ ეს შესაძლო სანქციები, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და „საქართველოს კაპიტალის“ დავაზე პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა გარკვეული მიმართულებით რისკებს მაინც აჩენს. რაც შეეხება უშუალოდ დავას, მისი წამოწყების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ „საქართველოს კაპიტალმა“, არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც დაახლოებით, 6 წლის წინ იკისრა (როცა ის გახდა პარტნიორი). კერძოდ, მისი ვალდებულება იყო განეხორციელებინა ინვესტიციები „ბრიტანულ ქართულ აკადემიაში“. მისივე ინფორმაციით, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორების მხრიდან იყო მცდელობა, რომ დავის გარეშე აღდგენილიყო „სტატუს-კვო“ და პარტნიორობიდან გასულიყო „საქართველოს კაპიტალი“, თუმცა ეს უკანასკნელი წილების გამოსყიდვას არ დათანხმდა. „დღევანდელი მდგომარეობით, ასეთი პერსპექტივა ჯერ-ჯერობით არ იკვეთება. ცხადია, დავა გაგრძელდება საქართველოში და არა მხოლოდ "სტატუს კვოს" აღდგენის მიმართულებით, არამედ ჩვენ გავზარდეთ სარჩელის შინაარსი. ვითხოვთ, ზიანის ანაზღაურებასაც, რომელიც აკადემიამ განიცადა. სწორედ, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ვერ დადგა ის შედეგი, რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული. ფაქტობრივად, დაიკარგა დრო, კომპანიამ თავისი შიდა რესურსებით გააგრძელა განვითარება. თუმცა, ეს არ არის ის შედეგი, რასაც დამფუძნებელი პარტნიორი ელოდა, იმ ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, რაც „საქართველოს კაპიტალმა“ თავის დროზე აიღო. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, სამართლებრივი პროცესი გაგრძელდება საქართველოშიც და დიდ ბრიტანეთშიც. ამავდროულად, ამ დავასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ. ასევე, ინფორმაციას მივაწვდით „საქართველოს კაპიტალის“ აქციონერებსაც,“- განაცხადა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სამართლებრივმა წარმომადგენელმა გადაცემაში „საქმე“.

ცნობისთვის, შპს ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იან წილს ფლობს ნათია ჯანაშია, ხოლო 70%-ს შპს „საქართველოს განათლების ჯგუფი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც თავის მხრივ სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალია“.

R