კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

ავიაკატასტროფა აშშ-ში - სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა

ავიაკატასტროფა აშშ-ში - სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა

American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა, - ინფორმაციას CNN-ი ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასა და თავდაცვის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • ტელეკომპანიის ცნობით, შეჯახება ვაშინგტონის რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს მოხდა, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს მიუახლოვდა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.

ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, მდინარე პოტომაკში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

American Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა და ის რეისს ვიჩიტადან, კანზასიდან ასრულებდა.

ავიაკატასტროფას ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

„თვითმფრინავი აეროპორტთან მიახლოებისას იდეალურ და რეგულარულ ხაზზე იყო. ვერტმფრენი დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირ თვითმფრინავისკენ მიემართებოდა. ნათელი ღამეა, თვითმფრინავზე შუქები ანთებული იყო, ვერტმფრენი მაღლა რატომ არ ავიდა, ან რატომ არ დაეშვა ან რატომ არ შემობრუნდა? ცუდი ვითარებაა, რომლის, როგორ ჩანს, თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო. კარგი არ არის!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.