საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

18

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე, მთვარე მორიელში იქნება 04:19-დან დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს - "გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი"
"ქართული ოცნება" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს - "გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი"

დღე­ი­დან ვწყვეტთ მუ­შა­ო­ბას სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მას შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რაც ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო.

  • რო­გორც წუ­ლუ­კი­ან­მა გან­მარ­ტა, დო­კუ­მენ­ტის „არა­ერ­თი დათ­ქმა მი­უ­ღე­ბე­ლია, რად­გან უსა­მარ­თლო და სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია“.

"ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და დე­ბა­ტი, უნდა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი­ყო თუ არა ჩვე­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, პირ­ველ რიგ­ში კი ჩვე­ნი ანტი-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე ოპო­ზი­ცია და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი, იბ­რძოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­ლე­გა­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ეს გეგ­მა ჯერ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნი­სას ჩა­ვარ­და, შემ­დეგ კი პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სა­დაც ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის უარ­ყო­ფას 306 წევ­რის­გან შემ­დგა­რი ასამ­ბლე­ის მხო­ლოდ 43-მა წევ­რმა და­უ­ჭი­რა მხა­რი.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­ლე­გა­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, სა­ბო­ლოო კენ­ჭისყრა­ზე დად­გა და იქნა ცნო­ბი­ლი.

თუმ­ცა, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის დო­კუ­მენტს თან ახ­ლავს დათ­ქმე­ბი. არა­ერ­თი დათ­ქმა ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რად­გან უსა­მარ­თლო და სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. ამას­თან, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ის პირ­ვე­ლი დათ­ქმა, რო­მე­ლიც სცილ­დე­ბა ამ ასამ­ბლე­ის კომ­პე­ტენ­ცი­ას, ხელ­ყოფს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და უგუ­ლე­ბელ­ყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომ­რჩევ­ლის ნე­ბა­სა და ფაქ­ტებს. ჩვე­ნი მხრი­დან ამ დათ­ქმის მი­ღე­ბა ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლი­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბის ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და.

  • ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­ლე­გა­ცი­ის სტრას­ბურ­გსა და თბი­ლის­ში მყოფ­მა წევ­რებ­მა, ვიმ­სჯე­ლეთ და, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის გუნ­დის სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, დღე­ი­დან ვწყვეტთ მუ­შა­ო­ბას სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ იქამ­დე, სა­ნამ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ გრძელ­დე­ბა სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შან­ტა­ჟი, არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ენი­ჭე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­სა და ფაქ­ტებს, გან­ხილ­ვე­ბი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია და გა­მო­ირ­ჩე­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ასამ­ბლე­ა­ში ჩვე­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არა­ნა­ი­რი აზრი და გა­მარ­თლე­ბა არ აქვს.

სა­ქარ­თვე­ლო, ცხა­დია, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო რჩე­ბა ევ­რო­პის საბ­ჭოს წევ­რად. ხოლო სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ჩვე­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი გან­ვა­ახ­ლებთ მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც შე­იც­ვლე­ბა უსა­მარ­თლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ, დას­რულ­დე­ბა შან­ტა­ჟი, ხოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი თი­თო­ე­უ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, ასე­ვე, მათ უკან მდგო­მი ძა­ლე­ბი კარ­გად გა­ი­აზ­რე­ბენ, რომ მსგავ­სი ზე­წო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ არ­ჩე­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვე­რა­ნა­ირ ან­ტი­ქარ­თულ ნა­ბიჯს ვერ გა­და­ად­გმე­ვი­ნებს.

დიდი მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის, ყუ­რა­დღე­ბის­თვის, ჩვენ თბი­ლი­სი­დან თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ­დით“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები, როგორ დაუშინეს გიორგი გახარიას კვერცხები თბილისის აეროპორტში
ავტორი:

"ქართული ოცნება" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს - "გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი"

"ქართული ოცნება" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს - "გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი"

დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო.

  • როგორც წულუკიანმა განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა დებატი, უნდა დამტკიცებულიყო თუ არა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება. ბევრი ადამიანი, პირველ რიგში კი ჩვენი ანტი-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, იბრძოდნენ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის წინააღმდეგ.

ეს გეგმა ჯერ საკომიტეტო მოსმენისას ჩავარდა, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების უარყოფას 306 წევრისგან შემდგარი ასამბლეის მხოლოდ 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

შესაბამისად, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება, რამდენიმე წუთის წინ, საბოლოო კენჭისყრაზე დადგა და იქნა ცნობილი.

თუმცა, უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია. ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც სცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და, შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა.

  • ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა, ვიმსჯელეთ და, ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში.

მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს.

საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად. ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ყურადღებისთვის, ჩვენ თბილისიდან თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას ვგრძნობდით“, - განაცხადა წულუკიანმა.

წაიკითხეთ ასევე: