პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადადგეს კახა კალაძე!" - რიყის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
"გადადგეს კახა კალაძე!" - რიყის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რი­ყის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო, თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” ორ­გა­ნი­ზე­ბით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რი­ყის პარკთან არ­სე­ბულ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე, რომ­ლის დრო­საც მო­ზარ­დი და­ი­ღუ­პა, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თბი­ლი­სის მე­რი­აა.

მა­თი­ვე თქმით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ იყო და­ცუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი.

ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ დე­და­ქა­ლა­ქის მერს, კახა კა­ლა­ძეს, მომ­ხდარ­ზე აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გეს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მე­რი­ის წინ საპ­რო­ტეს­ტო ბა­ნე­რე­ბი მო­ი­ტა­ნეს წარ­წე­რით: “სიკ­ვდი­ლით სავ­სე ქა­ლა­ქი”; “ვა­კის პარ­კი 2022 წელი, წყნე­თის სკვე­რი 2023 წელი, რი­ყის პარ­კი 2025 წელი - მკვლე­ლე­ბო”; “კახი მკვლე­ლი ხარ!”.

ცნო­ბის­თვის, რი­ყის პარკთან არ­სე­ბულ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა­ში შა­ბათს ტრა­გე­დია მოხ­და - და­ღუ­პუ­ლია მო­ზარ­დი. ად­გი­ლი, სა­დაც ბიჭი ჩა­ვარ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, წყლით იყო სავ­სე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გადადგეს კახა კალაძე!" - რიყის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"გადადგეს კახა კალაძე!" - რიყის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რიყის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისის მერიასთან პარტია “გახარია საქართველოსთვის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

  • როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რიყის პარკთან არსებულ შენობა-ნაგებობაში მომხდარ ტრაგედიაზე, რომლის დროსაც მოზარდი დაიღუპა, პასუხისმგებელი თბილისის მერიაა.

მათივე თქმით, შემთხვევის ადგილზე არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.

ადგილზე შეკრებილები მოუწოდებენ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, მომხდარზე აიღოს პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგეს.

აქციის მონაწილეებმა მერიის წინ საპროტესტო ბანერები მოიტანეს წარწერით: “სიკვდილით სავსე ქალაქი”; “ვაკის პარკი 2022 წელი, წყნეთის სკვერი 2023 წელი, რიყის პარკი 2025 წელი - მკვლელებო”; “კახი მკვლელი ხარ!”.

ცნობისთვის, რიყის პარკთან არსებულ შენობა-ნაგებობაში შაბათს ტრაგედია მოხდა - დაღუპულია მოზარდი. ადგილი, სადაც ბიჭი ჩავარდა, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: