კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ვერ გნახე... მითხარი, არ წახვიდე ჩემი უნახავიო" - რას წერს ცუცა კაპანაძე ალეკო თეთრაშვილზე
"საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ვერ გნახე... მითხარი, არ წახვიდე ჩემი უნახავიო" - რას წერს ცუცა კაპანაძე ალეკო თეთრაშვილზე

მსა­ხი­ო­ბი და პა­რო­დის­ტი, ალე­კო თეთ­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს.

  • მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალე­კო თეთ­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა გახ­და.

"გუ­შინ, ღა­მით გახ­და ცუ­დად, ოპე­რა­ცი­ას უკე­თებ­დნენ, მაგ­რამ ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. მა­ნამ­დე სტენ­ტი­რე­ბა ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. ში­გა­და­შიგ მომ­დი­ო­და ამ­ბე­ბი, რომ ხან­და­ხან ცუ­დად ხდე­ბო­და, ერთხელ გა­და­ცე­მა­ზეც ვერ მი­ვი­და, მაგ­რამ ამას არა­ვინ არ ელო­და" - გა­ნა­ცხა­და ცნო­ბილ­მა "პა­სე­ან­სელ­მა“ ლე­ვან ლე­ლაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

კი­დევ ერთი "პა­სე­ან­სე­ლი" ცუცა კა­პა­ნა­ძე ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა კო­ლე­გას, რო­მელ­თა­ნაც მრა­ვალ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აკავ­ში­რებს.

"ალე­კო რო­გორ გვატ­კი­ნე ყვე­ლას გული, რო­გორ ვა­ნუ­გე­შო შენი ლა­მა­ზი ოჯა­ხი, სი­ტყვებს ვერ ვუყ­რი თავს ისე მი­ჭირს შენ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი, 48 წელი ერ­თად თე­ატ­რში, პა-სე­ან­სი, იუ­მო­რი­ნა, სა­კუ­თარ თავს ვერ ვპა­ტი­ობ, რომ ვერ გნა­ხე ჩა­მო­სუ­ლი რომ ვი­ყა­ვი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვერ შე­ძე­ლი მოს­ვლა და მი­თხა­რი, არ წახ­ვი­დე ჩემი უნა­ხა­ვიო, გი­თხა­რი ამა­ღამ მივფრი­ნავ და ბო­დი­ში, მაგ­რამ მალე ვბრუნ­დე­ბი და მერე ხში­რად გნა­ხავ მეთ­ქი... ჩამო, ჩამო ჯი­გა­რო და­ვუბ­რუნ­დეთ თე­ატრს და ტე­ლე­ვი­ზი­ას გეყო ამე­რი­კაო. რამ­დე­ნი კარ­გი ამ­ბა­ვი და კუ­რი­ო­ზი მახ­სენ­დე­ბა ახლა ჩვენ­ზე ჩემო უნი­ჭი­ე­რე­სო და კე­თი­ლო მე­გო­ბა­რო. მშვი­დო­ბით ჩემო კარ­გო სა­სუ­ფე­ვე­ლი შენს სულს შევ­ხვდე­ბით იქ სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ" - წერს ცუცა კა­პა­ნა­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ვერ გნახე... მითხარი, არ წახვიდე ჩემი უნახავიო" - რას წერს ცუცა კაპანაძე ალეკო თეთრაშვილზე

"საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ვერ გნახე... მითხარი, არ წახვიდე ჩემი უნახავიო" - რას წერს ცუცა კაპანაძე ალეკო თეთრაშვილზე

მსახიობი და პაროდისტი, ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს.

  • მათი ინფორმაციით, ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.

"გუშინ, ღამით გახდა ცუდად, ოპერაციას უკეთებდნენ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. მანამდე სტენტირება ჰქონდა გაკეთებული. შიგადაშიგ მომდიოდა ამბები, რომ ხანდახან ცუდად ხდებოდა, ერთხელ გადაცემაზეც ვერ მივიდა, მაგრამ ამას არავინ არ ელოდა" - განაცხადა ცნობილმა "პასეანსელმა“ ლევან ლელაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

კიდევ ერთი "პასეანსელი" ცუცა კაპანაძე ემოციური პოსტით ემშვიდობება კოლეგას, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს.

"ალეკო როგორ გვატკინე ყველას გული, როგორ ვანუგეშო შენი ლამაზი ოჯახი, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს ისე მიჭირს შენზე წარსულში საუბარი, 48 წელი ერთად თეატრში, პა-სეანსი, იუმორინა, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ვერ გნახე ჩამოსული რომ ვიყავი, ტელევიზიაში ვერ შეძელი მოსვლა და მითხარი, არ წახვიდე ჩემი უნახავიო, გითხარი ამაღამ მივფრინავ და ბოდიში, მაგრამ მალე ვბრუნდები და მერე ხშირად გნახავ მეთქი... ჩამო, ჩამო ჯიგარო დავუბრუნდეთ თეატრს და ტელევიზიას გეყო ამერიკაო. რამდენი კარგი ამბავი და კურიოზი მახსენდება ახლა ჩვენზე ჩემო უნიჭიერესო და კეთილო მეგობარო. მშვიდობით ჩემო კარგო სასუფეველი შენს სულს შევხვდებით იქ სადაც მართალნი განისვენებენ" - წერს ცუცა კაპანაძე.

წაიკითხეთ ასევე: