საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო

17

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე სასწორშია ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რიყის დოქები რომ დგას, იმის ქვეშ ყოფილა შესაძრომი, როგორც ბავშვები ამბობენ, იოსები იქ შეძვრა" - რას ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც ტრაგიკულად დაღუპული მოზარდი სწავლობდა
"რიყის დოქები რომ დგას, იმის ქვეშ ყოფილა შესაძრომი, როგორც ბავშვები ამბობენ, იოსები იქ შეძვრა" - რას ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც ტრაგიკულად დაღუპული მოზარდი სწავლობდა

რი­ყის პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას თბი­ლი­სის 132-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე იო­სებ ადე­იშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა 25 იან­ვარს მოხ­და. მისი გა­დარ­ჩე­ნა მას­თან ერ­თად მყოფ­მა ბავ­შვებ­მა სცა­დეს, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ნა­თხრო­ბი.

თა­მარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, 132-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

- იო­სე­ბი ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლეა, ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ უმ­ძი­მეს ამ­ბავს. დიდი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და, ოჯა­ხი ძა­ლი­ან დიდ მწუ­ხა­რე­ბა­შია და შეხ­ვედ­რაც ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ ჯერ­ჯე­რო­ბით. დღეს მივ­დი­ვართ სამ­ძი­მარ­ზე. ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ და რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ვის ბი­ნა­შიც ცხოვ­რობ­დნენ, იმ ბი­ნის პატ­რონ­მა ცხედ­რის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცა ოჯახს და ამი­ტომ ბავ­შვი ცხე­და­რი დას­ვე­ნე­ბუ­ლია გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე რი­ტუ­ა­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ დარ­ბაზ­ში.

riyis_tragedia
ფო­ტოგ­რა­ფი: გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი

დღეს ვა­პი­რებთ სამ­ძი­მარ­ზე მის­ვლას. ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და, იო­სე­ბი არ იყო მერ­ვე კლა­სე­ლი, რო­გორც ვრცელ­დე­ბა, ის ჩვე­ნი სკო­ლის მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს მას­თან ერ­თად იყო ჩვე­ნი სკო­ლის კი­დევ ორი მოს­წავ­ლე, ისი­ნი მერ­ვე კლა­სე­ლე­ბი არი­ან. ბავ­შვე­ბი მუ­სი­კა­ზე ერ­თად და­დი­ოდ­ნენ. მო­ი­ლა­პა­რა­კეს, კარ­გი ამინ­დი იყო და რო­გორც გა­ვი­გე, შა­ბათს რი­ყე­ზე სა­სე­ირ­ნოდ წა­ვიდ­ნენ. ის ორი ბავ­შვი უფრო ადრე მი­სუ­ლა, მერე შე­უ­ერ­თდა მათ იო­სე­ბიც. იმ­ხე­ლა სტრეს­ში არი­ან ბავ­შვე­ბი, ისე გა­ნიც­დი­ან, რომ ფსი­ქო­ლო­გებ­მა სას­ტი­კად აგ­ვიკ­რძა­ლეს მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბაც კი.

გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა იმ ბავ­შვის ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვად ცდი­ლობ­და მის ამოყ­ვა­ნას. ვერ შეძ­ლო და თავს იდა­ნა­შა­უ­ლებს. სა­ში­ნე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის ქვეშ არი­ან. მან­და­ტუ­რებ­მაც გვთხო­ვეს და მშობ­ლებ­თან ერ­თად მო­ვიყ­ვა­ნეთ გუ­შინ სკო­ლა­ში, სოც­მუ­შა­კიც იყო, ფსი­ქო­ლო­გიც და ძა­ლი­ან მძი­მეა მათ­თვის ამ ფაქ­ტის გახ­სე­ნე­ბა.

რა­საც "ტვ პირ­ვე­ლი" ამ­ბობს, ასე არ არის. რი­ყის დო­ქე­ბი რომ დგას, იმის ქვეშ ყო­ფი­ლა შე­საძ­რო­მი და რო­გორც ბავ­შვე­ბი ამ­ბო­ბენ, იო­სე­ბი იქ შეძ­ვრა.

ხომ იცით, რო­გო­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბი. ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე იყო იო­სე­ბიც, კე­თი­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ბავ­შვი. ბავ­შვე­ბის თქმით, იო­სე­ბი იქ შე­ვი­და იმი­ტომ, რომ სა­პირ­ფა­რე­შო მო­უნ­და. ეს სამი ბავ­შვი ჩვე­ნი სკო­ლის რუ­სუ­ლე­ნო­ვან სექ­ტორ­ში სწავ­ლობ­და. იო­სე­ბის დედა ეროვ­ნე­ბით რუ­სია, მამა ქარ­თვე­ლი ჰყავს. აბა, რას მო­ი­ფიქ­რებ­და ადა­მი­ა­ნი, რომ პარ­კის გვერ­დით ამ­ხე­ლა საფრ­თხე ელო­და.

ბავ­შვე­ბი იქვე ახ­ლოს იყ­ვნენ და იო­სე­ბის ყვი­რი­ლის ხმა­ზე შე­ვიდ­ნენ იქ და ნა­ხეს, რომ ბავ­შვი უკვე ჩა­ვარ­დნი­ლი იყო. მომ­ხდა­რით შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი გამ­ვლე­ლებს დახ­მა­რე­ბას სთხოვ­დნენ, მაგ­რამ გამ­ვლე­ლებ­მა სა­ერ­თოდ არ მი­აქ­ცი­ეს მათ ყუ­რა­დღე­ბა, არა­და, ბავ­შვე­ბი შვე­ლას ითხოვ­დნენ, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი არა­ვინ გა­ე­კა­რა თურ­მე, არა­და, თურ­მე ხალ­ხით სავ­სე იყო იქა­უ­რო­ბა.

მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი შე­ე­ცა­და დახ­მა­რე­ბას. რა­ტო­მაც ამა­ზე არ სა­უბ­რობს ახლა არა­ვინ, რომ ეს იყო გულ­გრი­ლო­ბა გამ­ვლე­ლე­ბის მხრი­დან, არა­ვის და­უ­რე­კავს 112 - ში...

სტრეს­ში მყოფ­მა ბავ­შვებ­მა ვერ მო­ი­ფიქ­რეს, რომ თვი­თონ და­ე­რე­კათ.

ვინც იძი­ებს საქ­მეს, იმათ ბავ­შვე­ბის­თვის უთ­ქვამთ, ჩვენ კა­მე­რებს ამო­ვი­ღებთ და გულ­გრი­ლო­ბის­თვის პა­სუხს მოვ­თხოვთ ამ ხალ­ხსო.

თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლია ეს ბავ­შვი. გლ­დან­ში, მერ­ვე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს ოჯა­ხი, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში. ძა­ლი­ან მძი­მეა ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჩემ­თვის. რო­გორც გვი­თხრეს მუ­სი­კა­ზე და­დი­ო­და, რა ინ­სტრუ­მენტზე, ამა­ზე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია.

იო­სე­ბი ძა­ლი­ან თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ბავ­შვი იყო, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი კლა­სი­დან მე ვას­წავ­ლი­დი ქარ­თულს, უფ­რო­სის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ყვე­ლა ბავ­შვი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია და გან­ვიც­დი, მი­ჭირს სა­უ­ბა­რიც კი. რომ მი­ვიდ­ნენ ყვი­რილ­ზე ბავ­შვე­ბი უკვე ჩა­ვარ­დნი­ლი იყო, სიღ­რმე რა იყო, არ ვიცი. მინ­დო­და ის ად­გი­ლი მე­ნა­ხა, განა რა არის იმის­თა­ნა. იქ­ნებ შე­იძ­ლე­ბო­და გა­დარ­ჩე­ნა.

  • რო­გორც ცნო­ბი­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რი­ყის პარკში, მო­ზარ­დის და­ღუპ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. რო­გორც უწყე­ბა­ში ამ­ბო­ბენ, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. რას და­ად­გე­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს
ავტორი:

"რიყის დოქები რომ დგას, იმის ქვეშ ყოფილა შესაძრომი, როგორც ბავშვები ამბობენ, იოსები იქ შეძვრა" - რას ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც ტრაგიკულად დაღუპული მოზარდი სწავლობდა

"რიყის დოქები რომ დგას, იმის ქვეშ ყოფილა შესაძრომი, როგორც ბავშვები ამბობენ, იოსები იქ შეძვრა" - რას ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც ტრაგიკულად დაღუპული მოზარდი სწავლობდა

რიყის პარკის მიმდებარედ მომხდარ უბედურ შემთხვევას თბილისის 132-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იოსებ ადეიშვილის სიცოცხლე შეეწირა.

უბედური შემთხვევა 25 იანვარს მოხდა. მისი გადარჩენა მასთან ერთად მყოფმა ბავშვებმა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. სულისშემძვრელია სკოლის დირექტორის მონათხრობი.

თამარ მაჭარაშვილი, 132-ე საჯარო სკოლის დირექტორი:

- იოსები ჩვენი სკოლის მოსწავლეა, ძალიან განვიცდით ამ უმძიმეს ამბავს. დიდი უბედურება დატრიალდა, ოჯახი ძალიან დიდ მწუხარებაშია და შეხვედრაც ვერ მოვახერხეთ ჯერჯერობით. დღეს მივდივართ სამძიმარზე. ქირით ცხოვრობდნენ და როგორც შევიტყვეთ, ვის ბინაშიც ცხოვრობდნენ, იმ ბინის პატრონმა ცხედრის დასვენების უფლება არ მისცა ოჯახს და ამიტომ ბავშვი ცხედარი დასვენებულია გურამიშვილის გამზირზე რიტუალებისთვის განკუთვნილ დარბაზში.

riyis_tragedia
ფოტოგრაფი: გიორგი ნიკოლიშვილი

დღეს ვაპირებთ სამძიმარზე მისვლას. ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, იოსები არ იყო მერვე კლასელი, როგორც ვრცელდება, ის ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე იყო. იმ საბედისწერო დღეს მასთან ერთად იყო ჩვენი სკოლის კიდევ ორი მოსწავლე, ისინი მერვე კლასელები არიან. ბავშვები მუსიკაზე ერთად დადიოდნენ. მოილაპარაკეს, კარგი ამინდი იყო და როგორც გავიგე, შაბათს რიყეზე სასეირნოდ წავიდნენ. ის ორი ბავშვი უფრო ადრე მისულა, მერე შეუერთდა მათ იოსებიც. იმხელა სტრესში არიან ბავშვები, ისე განიცდიან, რომ ფსიქოლოგებმა სასტიკად აგვიკრძალეს მათთან გასაუბრებაც კი.

განსაკუთრებით მძიმეა იმ ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომელიც თავად ცდილობდა მის ამოყვანას. ვერ შეძლო და თავს იდანაშაულებს. საშინელი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან. მანდატურებმაც გვთხოვეს და მშობლებთან ერთად მოვიყვანეთ გუშინ სკოლაში, სოცმუშაკიც იყო, ფსიქოლოგიც და ძალიან მძიმეა მათთვის ამ ფაქტის გახსენება.

რასაც "ტვ პირველი" ამბობს, ასე არ არის. რიყის დოქები რომ დგას, იმის ქვეშ ყოფილა შესაძრომი და როგორც ბავშვები ამბობენ, იოსები იქ შეძვრა.

ხომ იცით, როგორი ცნობისმოყვარეები არიან ბავშვები. ძალიან ცნობისმოყვარე იყო იოსებიც, კეთილი და პატიოსანი ბავშვი. ბავშვების თქმით, იოსები იქ შევიდა იმიტომ, რომ საპირფარეშო მოუნდა. ეს სამი ბავშვი ჩვენი სკოლის რუსულენოვან სექტორში სწავლობდა. იოსების დედა ეროვნებით რუსია, მამა ქართველი ჰყავს. აბა, რას მოიფიქრებდა ადამიანი, რომ პარკის გვერდით ამხელა საფრთხე ელოდა.

ბავშვები იქვე ახლოს იყვნენ და იოსების ყვირილის ხმაზე შევიდნენ იქ და ნახეს, რომ ბავშვი უკვე ჩავარდნილი იყო. მომხდარით შოკირებულები გამვლელებს დახმარებას სთხოვდნენ, მაგრამ გამვლელებმა საერთოდ არ მიაქციეს მათ ყურადღება, არადა, ბავშვები შველას ითხოვდნენ, ნახევარი საათი არავინ გაეკარა თურმე, არადა, თურმე ხალხით სავსე იყო იქაურობა.

მხოლოდ ერთი ადამიანი შეეცადა დახმარებას. რატომაც ამაზე არ საუბრობს ახლა არავინ, რომ ეს იყო გულგრილობა გამვლელების მხრიდან, არავის დაურეკავს 112 - ში...

სტრესში მყოფმა ბავშვებმა ვერ მოიფიქრეს, რომ თვითონ დაერეკათ.

ვინც იძიებს საქმეს, იმათ ბავშვებისთვის უთქვამთ, ჩვენ კამერებს ამოვიღებთ და გულგრილობისთვის პასუხს მოვთხოვთ ამ ხალხსო.

თბილისში დაბადებული და გაზრდილია ეს ბავშვი. გლდანში, მერვე მიკრორაიონში ცხოვრობს ოჯახი, ნაქირავებ ბინაში. ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი ჩემთვის. როგორც გვითხრეს მუსიკაზე დადიოდა, რა ინსტრუმენტზე, ამაზე არ მაქვს ინფორმაცია.

იოსები ძალიან თბილი და ყურადღებიანი ბავშვი იყო, მოწესრიგებული. პირველი კლასიდან მე ვასწავლიდი ქართულს, უფროსის მიმართ პატივისცემით გამოირჩეოდა. ყველა ბავშვი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და განვიცდი, მიჭირს საუბარიც კი. რომ მივიდნენ ყვირილზე ბავშვები უკვე ჩავარდნილი იყო, სიღრმე რა იყო, არ ვიცი. მინდოდა ის ადგილი მენახა, განა რა არის იმისთანა. იქნებ შეიძლებოდა გადარჩენა.

  • როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიყის პარკში, მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც უწყებაში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რას დაადგენენ სამართალდამცავები ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იხილეთ ასევე: