სამართალი
მსოფლიო

16

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე სასწორშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას.
პოლიტიკა
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივიღეთ ცნობები საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ - ეფექტიანი გამოძიების დაწყებას მოველით" - გაეროს ექსპერტები
"მივიღეთ ცნობები საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ - ეფექტიანი გამოძიების დაწყებას მოველით" - გაეროს ექსპერტები

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის დროს პო­ლი­ცი­ის მიერ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა გა­მო­ი­ძი­ოს, - ამის შე­სა­ხებ გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში უმაღ­ლე­სი კო­მის­რის ოფი­სი ავ­რცე­ლებს. ან­გა­რი­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მი­ე­რაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

„მი­ვი­ღეთ ცნო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი­სა და უნი­ფორ­მე­ბის ან სხვა მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბის არმ­ქო­ნე პი­რე­ბის მიერ მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ზრახ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რე­ბის, და­ში­ნე­ბი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ამ ბრალ­დე­ბე­ბის მას­შტა­ბი და დე­მონ­სტრან­ტე­ბის­თვი­სა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის მო­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის სიმ­ძი­მე შე­საძ­ლე­ბე­ლია კვა­ლი­ფი­ცირ­დეს რო­გორც წა­მე­ბა და სხვა სას­ტი­კი, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბა და დას­ჯა.

"ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვი­ღეთ, იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ეს შე­საძ­ლოა არ ყო­ფი­ლი­ყო ცალ­კე ინ­ცი­დენ­ტე­ბი და მარ­თულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­დეს...

შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ, რომ ბევრ და­კა­ვე­ბულს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, დიდი ხნით და გან­მე­ო­რე­ბით სცე­მეს, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით ან სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბის მო­ტე­ხით და­ე­მუქრნენ და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე უარი უთხრეს“ - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ბოლო თვე­ებ­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა "დღემ­დე გა­მო­ძი­ე­ბას არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ და­უ­დია, ხოლო ბევ­რი დე­მონ­სტრან­ტი პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა".

"ამ მოვ­ლე­ნე­ბის სიმ­ძი­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, გამჭვირ­ვა­ლე და ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას მო­ვე­ლით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სად. ყვე­ლა უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უნდა მი­ე­წო­დოთ მათ, ვინც ამას სა­ჭი­რო­ებს“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს
ავტორი:

"მივიღეთ ცნობები საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ - ეფექტიანი გამოძიების დაწყებას მოველით" - გაეროს ექსპერტები

"მივიღეთ ცნობები საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ - ეფექტიანი გამოძიების დაწყებას მოველით" - გაეროს ექსპერტები

საქართველოში ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება უნდა გამოიძიოს, - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. ანგარიში ადამიანის უფლებებში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერაა მომზადებული.

„მივიღეთ ცნობები საქართველოში სამართალდამცავებისა და უნიფორმების ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არმქონე პირების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარების, დაშინებისა და შურისძიების შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში.

დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ბრალდებების მასშტაბი და დემონსტრანტებისთვისა და მოგვიანებით დაკავებული პირებისთვის მოყენებული დაზიანებების სიმძიმე შესაძლებელია კვალიფიცირდეს როგორც წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და დასჯა.

"ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იმაზე მეტყველებს, რომ ეს შესაძლოა არ ყოფილიყო ცალკე ინციდენტები და მართულ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებდეს...

შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ბევრ დაკავებულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დიდი ხნით და განმეორებით სცემეს, გაუპატიურებით ან სხეულის ნაწილების მოტეხით დაემუქრნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს“ - ნათქვამია ანგარიშში.

დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო თვეებში მომხდარი მოვლენების გამოძიება დაიწყო, თუმცა "დღემდე გამოძიებას არანაირი შედეგი არ დაუდია, ხოლო ბევრი დემონსტრანტი პატიმრობაში რჩება".

"ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველოს ოფიციალური პირებისგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების დაწყებას მოველით, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად. ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს და სამედიცინო დახმარება უნდა მიეწოდოთ მათ, ვინც ამას საჭიროებს“, - ნათქვამია ანგარიშში.