"მაგისტრალების გადაკეტვის იდეამ ქოცები გადააფსიხა. მგონი სწორ ადგილას ვართ. გაუმარჯოს სერბ ხალხს" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.
ცნობისთვის, "ფეისბუკის" ჯგუფ "დაიტოვეში" გავრცელდება იდეები, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ცენტრალური გზები გადაკეტოს.
დეკანოიძის იდეასთან დაკავშირებით კომენტარი ასევე სოციალურ ქსელში გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
"თვითორგანიზებული პროტესტიაო; ნაცები რა შუაშია, ჩვენც გვეზიზღებიანო; ამასობაში დეკანოიძე “ტოპ კონტრიბუტორი” გამხდარა ამ ნაცთმოძულე ჯგუფში, მაგრამ შეიძლება სხვა სახელით და გვარით იყო აქამდე, ასპროცენტიანი გამოაგდებენ" - დაწერა მდინარაძემ.