"იფიცება საქართველო!“ - დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.
მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან სხვადასხვა კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები და თუ სხვა ბიზნესჯგუფები. ბიზნეს-სუბიექტები შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებიც აცხადებენ, რომ უერთდებიან გაფიცვას და 15 იანვარს აჩერებენ საქმიანობას:
- "PSP ჯგუფი“ - კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცვას უერთდებიან, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ სამედიცინო სფეროს წარმოადგენენ და მათი გაჩერება 3 საათით წარმოუდგენელია, ჯგუფის წევრი დაწესებულებები 5 წუთის განმავლობაში შეწყვეტენ მუშაობას;
- Start Business Solutions;
- "აი სი არ ჯგუფი“
- ;"გასტრონომ ჯგუფი“
- ;"ფაბრიკა“ და მის სივრცეში განლაგებული ობიექტები;
- "ქართული მზე“;
- "ჯეპრა“;
- საქართველოს უნივერსიტეტი;
- კაფე "მზიური“;
- კომპანია "მეგაკო";
- Kiwi Vegan Café;
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- პარტნიორობა თანასწორობისთვის;
- Ikano Estate;Our Kids ქცევითი თერაპიის და რეაბილიტაციის ცენტრი;
- Gallery 27;Analysis and Consulting Team;
- ბაბალე;სმენის სახლი; აბილიტაციის და განვითარების ცენტრი;
- ჰედვაის აკადემია;
- Adashop.ge;
- Obrigado;
- Smart Academy;
- რესტორანი "ქეთო და კოტე";
- Step Inn - Kazbegi;
- "ალტერსოქსი";
- გაეცანით კომპანიების სრულ სიას