ესპანური მედიის ცნობით, ფეხბურთის ესპანელმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ და მისმა ცოლმა, კრისტინამ 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს. გამოცემა Sport-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ წყვილი განქორწინდა, მათი ურთიერთობა კვლავ "მეგობრულია“.
თუმცა, ის ესპანეთსა და ლონდონს შორის გადაადგილდებოდა და კვლავ ატარებდა დროს "მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელთან.
გვარდიოლა კრისტინას პირველად Serra’s shop-ში შეხვდა. პეპს ხშირად უსაუბრია იმის შესახებ ცოლთან იდილიური ურთიერთობის შესახებ.
"ჩემი ცოლი ბევრ რამეშია საუკეთესო, მაგრამ განსაკუთრებით - მოდაში. მეუბნება, რა ჩავიცვა ან არ ჩავიცვა და მეც მის რჩევას მივყვები. საკმარისად ჭკვიანი ვარ იმისთვის, რომ ვიცოდე, როცა ადამიანები ბევრად უკეთესები არიან, მათი რჩევა უნდა მივიღო, მისი რჩევები კი ნამდვილად კარგია", - ამბობდა პეპი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოზარდობისას შეხვდნენ, დაქორწინება დიდხანს გადადეს. 2014 წელს ესპანეთში დაქორწინდნენ. ცერემონიას მხოლოდ კატალონიაში მყოფი ახლობლები ესწრებოდნენ.
გვარდიოლასა და კრისტინას სამი შვილი ჰყავთ: მარია, მარიუსი და ვალენტინა.
უფროსი ქალიშვილი, მარია, 24 წლის მოდელია. მას Instagram-ზე 900,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. მეორე შვილი, მარიუსი, 22 წლისაა და ამჟამად დუბაიში ცხოვრობს, სადაც სამ კომპანიას მართავს. უმცროსი, 17 წლის ვალენტინა, სწავლაზეა ორიენტირებული.
კრისტინა ყოველთვის მხარს უჭერდა გვარდიოლას, როგორც ფეხბურთელს და შემდეგ როგორც მწვრთნელს.