პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უდიდესი ტკივილით სავსე საბერიო გლოვობდა..." – მძიმე კადრები გალიდან: რას წერს ნათია თოდუა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული დების დაკრძალვას დაესწრო
"უდიდესი ტკივილით სავსე საბერიო გლოვობდა..." – მძიმე კადრები გალიდან: რას წერს ნათია თოდუა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული დების დაკრძალვას დაესწრო

ოკუ­პი­რე­ბულ გალ­ში, სა­ბე­რი­ო­ში, ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი გუ­შინ, 9 იან­ვარს დაკ­რძა­ლეს. გო­გო­ნე­ბი უკა­ნას­კნელ გზა­ზე უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ცი­ლა.

ГалМедиа ად­გი­ლი­დან უმ­ძი­მეს რე­პორ­ტაჟს ავ­რცე­ლებს.

გო­გო­ნე­ბის მშობ­ლებს სამ­ძი­მა­რი აფხაზ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა, ად­გი­ლობ­რივ­მა ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და ჩა­სულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­უ­ცხა­დეს.

  • სა­ბე­რი­ო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მომ­ღე­რა­ლი ნა­თია თო­დუა, რო­მე­ლიც თა­ვად დევ­ნი­ლია.

“დღეს, 10 წლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, ისე, რო­გორც არას­დროს მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ჩემს აფხა­ზეთ­ში!

უდი­დე­სი ტკი­ვი­ლით და სი­ცა­რი­ე­ლით სავ­სე სა­ბე­რიო, გლო­ვობ­და ან­გე­ლო­ზებ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბას,“ - წერს ნა­თია თო­დუა და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

და­ღუ­პუ­ლი მა­მის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს გიგა ბე­ნია.

“სა­ბე­რი­ო­ში და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის მა­მის თავ­ზე მტრე­დი“, - წერს ფო­ტოს ავ­ტო­რი.

  • ეროვ­ნულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ტრა­გე­დი­ის გამო 9 იან­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.

გლო­ვის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბი და­ეშ­ვე­ბა. მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გლო­ვის დღე 6 იან­ვარს იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

ტრა­გე­დია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ჭო­ლა­რი­ე­ბის სახ­ლში 5 იან­ვარს, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და.

ბე­ბი­ას­თან ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან სა­ა­ხალ­წლოდ სტუმ­რად ჩა­სუ­ლი ხუთი შვი­ლიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ბე­ბი­ამ გა­სათ­ბო­ბად ღუ­მე­ლის ან­თე­ბა გა­და­წყვი­ტა, რა დრო­საც ნავ­თი ბენ­ზინ­ში აე­რია და აღ­ნიშ­ნულ­მა ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვია.

არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა - ენ­გურ­ჰე­სის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მის­ვლი­სას სახ­ლი სრუ­ლად დამ­წვა­რი დახ­ვდათ.

და­ღუ­პუ­ლი ხუთი ბავ­შვი­დან უფ­რო­სი გოგო 8 წლის იყო, უმ­ცრო­სი - 4 თვის.

ბე­ბია დამ­წვრო­ბით თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­ხის კლი­ნი­კა­ში შემ­დეგ კი - ქუ­თა­ი­სის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ქალს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ზე მე­ო­რე და მე­სა­მე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა აქვს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­სა და სტა­ბი­ლუ­რია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"უდიდესი ტკივილით სავსე საბერიო გლოვობდა..." – მძიმე კადრები გალიდან: რას წერს ნათია თოდუა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული დების დაკრძალვას დაესწრო

"უდიდესი ტკივილით სავსე საბერიო გლოვობდა..." – მძიმე კადრები გალიდან: რას წერს ნათია თოდუა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული დების დაკრძალვას დაესწრო

ოკუპირებულ გალში, საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპული 5 მცირეწლოვანი გუშინ, 9 იანვარს დაკრძალეს. გოგონები უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა.

ГалМедиа ადგილიდან უმძიმეს რეპორტაჟს ავრცელებს.

გოგონების მშობლებს სამძიმარი აფხაზმა სასულიერო პირებმა, ადგილობრივმა ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ჩასულმა ადამიანებმა გამოუცხადეს.

  • საბერიოში იმყოფებოდა მომღერალი ნათია თოდუა, რომელიც თავად დევნილია.

“დღეს, 10 წლიანი განშორების შემდეგ, ისე, როგორც არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ჩემს აფხაზეთში!

უდიდესი ტკივილით და სიცარიელით სავსე საბერიო, გლოვობდა ანგელოზებთან დამშვიდობებას,“ - წერს ნათია თოდუა და ოკუპირებული აფხაზეთიდან ფოტოებს აქვეყნებს.

დაღუპული მამის ფოტოს აქვეყნებს გიგა ბენია.

“საბერიოში დაღუპული ბავშვების მამის თავზე მტრედი“, - წერს ფოტოს ავტორი.

  • ეროვნულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე 6 იანვარს იყო გამოცხადებული.

ტრაგედია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში 5 იანვარს, გამთენიისას მოხდა.

ბებიასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ სტუმრად ჩასული ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდა. ბებიამ გასათბობად ღუმელის ანთება გადაწყვიტა, რა დროსაც ნავთი ბენზინში აერია და აღნიშნულმა ხანძარი გამოიწვია.

არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა - ენგურჰესის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მისვლისას სახლი სრულად დამწვარი დახვდათ.

დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 4 თვის.

ბებია დამწვრობით თავდაპირველად რუხის კლინიკაში შემდეგ კი - ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ქალს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა და სტაბილურია.

იხილეთ ასევე: