სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკვდავი ნაწარმოების განსაკუთრებული გამოცემა - "დათა თუთაშხიას" ორტომეული, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს
უკვდავი ნაწარმოების განსაკუთრებული გამოცემა - "დათა თუთაშხიას" ორტომეული, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს

„პა­ლიტ­რა L-ი“ აგ­რძე­ლებს ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის გა­მო­ცე­მა­სა და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გავ­რცე­ლე­ბას. მი­ზა­ნი მათი შე­მოქ­მე­დე­ბის ახა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის გაც­ნო­ბა და წიგნ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდაა.

2024 წლის და­სას­რულს გა­მომ­ცემ­ლო­ბამ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა კი­დევ ერთი სა­ე­ტა­პო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც კლა­სი­კო­სი მწერ­ლის, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის ერთ სე­რი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. 5-ტო­მე­ულ­ში შე­სუ­ლია XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი რო­მა­ნი - „დათა თუ­თაშ­ხია“, რო­მე­ლიც სე­რი­ის პირ­ველ ტო­მად გა­მო­ი­ცა. სე­რი­ა­ში ასე­ვე შე­სუ­ლია რო­მა­ნე­ბი: „გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე“ და „გორა მბორ­გა­ლი“; „ფრაგ­მენ­ტე­ბი“ - ამო­ნა­რი­დე­ბი ავ­ტო­რის პი­რა­დი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან და სა­ჯა­რო მი­მარ­თვე­ბი­დან.

„დათა თუ­თაშ­ხი­ას“ გა­მო­ცე­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმი­თაც, რომ მას­ში რე­ვაზ თარ­ხან­მო­უ­რა­ვის ილუსტრა­ცი­ე­ბია შე­სუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა კლა­სი­კოს მწე­რალს უსახ­სოვ­რა, აქამ­დე სხვა გა­მო­ცე­მებ­ში არ გვხვდე­ბა.

წიგ­ნებს თან დარ­თუ­ლი აქვს QR კოდი, რომ­ლი­თაც მკი­თხველს შე­ეძ­ლე­ბა ნა­ხოს ფილ­მი „ჭა­ბუ­ას პერ­სო­ნა­ჟე­ბი“. ფილ­მი მწერ­ლის შვი­ლის, ქუც­ნა ამი­რე­ჯი­ბის ავ­ტო­რო­ბით არის შექ­მნი­ლი.

ასე­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ ჰუ­დე­ბი, ყა­ბა­ლა­ხე­ბი და მა­ი­სუ­რე­ბი რომ­ლე­ბიც ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ფრა­ზე­ბით არის დაბ­რენ­დი­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად ყა­ბა­ლახ­ზე კი მხატ­ვა­რი რე­ვაზ თარ­ხან მო­უ­რა­ვის ილუსტრა­ცი­აა და­ტა­ნი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ის თი­თო­ე­უ­ლი ტომი ყო­ველ­თვი­უ­რად გა­მო­ი­ცე­მა და ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 14 ლარი იქ­ნე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

უკვდავი ნაწარმოების განსაკუთრებული გამოცემა - "დათა თუთაშხიას" ორტომეული, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს

უკვდავი ნაწარმოების განსაკუთრებული გამოცემა - "დათა თუთაშხიას" ორტომეული, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს

„პალიტრა L-ი“ აგრძელებს ქართველი კლასიკოსების შემოქმედების გამოცემასა და მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელებას. მიზანი მათი შემოქმედების ახალი თაობებისთვის გაცნობა და წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

2024 წლის დასასრულს გამომცემლობამ შემოგვთავაზა კიდევ ერთი საეტაპო პროექტი, რომელიც კლასიკოსი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედების ერთ სერიაში გაერთიანებას გულისხმობს. 5-ტომეულში შესულია XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანი - „დათა თუთაშხია“, რომელიც სერიის პირველ ტომად გამოიცა. სერიაში ასევე შესულია რომანები: „გიორგი ბრწყინვალე“ და „გორა მბორგალი“; „ფრაგმენტები“ - ამონარიდები ავტორის პირადი ჩანაწერებიდან, ინტერვიუებიდან და საჯარო მიმართვებიდან.

„დათა თუთაშხიას“ გამოცემები განსაკუთრებულია იმითაც, რომ მასში რევაზ თარხანმოურავის ილუსტრაციებია შესული. აღნიშნული ილუსტრაციები, რომელიც ავტორმა კლასიკოს მწერალს უსახსოვრა, აქამდე სხვა გამოცემებში არ გვხვდება.

წიგნებს თან დართული აქვს QR კოდი, რომლითაც მკითხველს შეეძლება ნახოს ფილმი „ჭაბუას პერსონაჟები“. ფილმი მწერლის შვილის, ქუცნა ამირეჯიბის ავტორობით არის შექმნილი.

ასევე პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ ჰუდები, ყაბალახები და მაისურები რომლებიც ჭაბუა ამირეჯიბის ფრაზებით არის დაბრენდილი. კონკრეტულად ყაბალახზე კი მხატვარი რევაზ თარხან მოურავის ილუსტრაციაა დატანილი.

აღსანიშნავია, რომ სერიის თითოეული ტომი ყოველთვიურად გამოიცემა და ერთი კვირის განმავლობაში წიგნის სპეციალური ფასი 14 ლარი იქნება.

R