პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის მსოფლიოს ადამიანია... არამხოლოდ საფეხბურთო გამოცდილება მიიღო, არამედ ცხოვრებისეულიც, კულტურულიც, გაიფართოვა თვალსაწიერი..." - გაზაევი ყაველაშვილს წერილს უძღვნის
"ის მსოფლიოს ადამიანია... არამხოლოდ საფეხბურთო გამოცდილება მიიღო, არამედ ცხოვრებისეულიც, კულტურულიც, გაიფართოვა თვალსაწიერი..." - გაზაევი ყაველაშვილს წერილს უძღვნის

"პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი და ლი­დე­რის ხა­სი­ა­თის მქო­ნე“, - ასე აფა­სებს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს მისი ყო­ფი­ლი მწვრთნე­ლი, რუ­სე­თის დუ­მის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ვა­ლე­რი გა­ზა­ე­ვი.

წე­რი­ლი რუ­სულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა:

"რო­დე­საც მი­ხე­ი­ლი "სპარ­ტაკ-ალა­ნი­ა­ში“ მო­ვი­და, 23 წლის იყო, ახალ­გაზ­რდა და ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლი. ჩვენ მას­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და: თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი. სა­სი­ა­მოვ­ნო და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. პირ­ვე­ლი­ვე ვარ­ჯი­შე­ბი­დან ჩან­და, რომ მის წი­ნა­შე დიდი მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი იდგა...

კო­ლექ­ტივ­ში მი­ხე­ი­ლი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­და, ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. ყვე­ლა ხე­დავ­და, რომ ის ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბო­და ფეხ­ბურთში, და პრე­ტენ­ზი­ე­ბი მის მი­მართ არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ყავ­ლე­ლაშ­ვილ­მა თავი გა­მო­ი­ჩი­ნა რო­გორც გუნ­დურ­მა ადა­მი­ან­მა, ის ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ თვი­სე­ბას ახალ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­შიც აჩ­ვე­ნებს.

ძა­ლი­ან დამ­წყდა გული, რომ ის "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში“ წა­ვი­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გავ­ხდით, რად­გან ის ჩვენ­თან იჯა­რით იყო. ის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და რო­გორც სპორ­ტსმე­ნი, ადა­მი­ა­ნი და ლი­დე­რი. შემ­თხვე­ვი­თი არაა, რომ ის პრე­ზი­დენ­ტად ვი­ხი­ლეთ. ვფიქ­რობ, ეს დიდი ნდო­ბაა ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის მხრი­დან, რა­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მან აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­მარ­თლებს.

კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის იყო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი. ამას­თან ერ­თად არის, ასე ვთქვათ, მსოფ­ლი­ოს ადა­მი­ა­ნი: თბი­ლი­სი, ვლა­დი­კავ­კა­ზი, ინ­გლი­სი, შვე­ი­ცა­რია და ა.შ. მან არამ­ხო­ლოდ სა­ფეხ­ბურ­თო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო, არა­მედ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლიც, კულ­ტუ­რუ­ლიც, გა­ი­ფარ­თო­ვა თვალ­სა­წი­ე­რი...

შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვენ კარ­გი და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი, შევ­ხვდით და სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვი­სა­უბ­რე. ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებ თვალს ინა­უ­გუ­რა­ცი­ას. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი მე­დია ყვე­ლა­ფერს გა­ა­შუ­ქებს. რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო მე­ზობ­ლე­ბი არი­ან და მე­ზობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მშვი­დად და თბილ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უნდა იყ­ვნენ.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სპორ­ტი ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ბა. ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი კახა კა­ლა­ძე, რო­მელ­მაც ბრწყინ­ვა­ლე სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა გა­ი­ა­რა, ახლა თბი­ლი­სის მე­რია, სპორ­ტს დროს უთ­მობს. ზო­გა­დად, სპორ­ტში თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რი­ცაა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, უნდა ვენ­დოთ. მათ სა­კუ­თა­რი ხალ­ხი­სა და ქვეყ­ნის­თვის სარ­გე­ბე­ლი მოჰ­ქონ­დათ და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა", - ვკი­თხუ­ლობთ გა­ზა­ე­ვის წე­რილ­ში. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ის მსოფლიოს ადამიანია... არამხოლოდ საფეხბურთო გამოცდილება მიიღო, არამედ ცხოვრებისეულიც, კულტურულიც, გაიფართოვა თვალსაწიერი..." - გაზაევი ყაველაშვილს წერილს უძღვნის

"ის მსოფლიოს ადამიანია... არამხოლოდ საფეხბურთო გამოცდილება მიიღო, არამედ ცხოვრებისეულიც, კულტურულიც, გაიფართოვა თვალსაწიერი..." - გაზაევი ყაველაშვილს წერილს უძღვნის

"პასუხისმგებლობიანი და ლიდერის ხასიათის მქონე“, - ასე აფასებს მიხეილ ყაველაშვილს მისი ყოფილი მწვრთნელი, რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი ვალერი გაზაევი.

წერილი რუსულ მედიაში გამოქვეყნდა:

"როდესაც მიხეილი "სპარტაკ-ალანიაში“ მოვიდა, 23 წლის იყო, ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი. ჩვენ მასზე ბევრი ინფორმაცია გვქონდა: თბილისის "დინამოს“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. სასიამოვნო და პასუხისმგებლობიანი ადამიანი იყო. პირველივე ვარჯიშებიდან ჩანდა, რომ მის წინაშე დიდი მიზნები და ამოცანები იდგა...

კოლექტივში მიხეილი დიდი პატივისცემით სარგებლობდა, ფეხბურთელებთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ყველა ხედავდა, რომ ის ბოლომდე იხარჯებოდა ფეხბურთში, და პრეტენზიები მის მიმართ არასოდეს ყოფილა. ყავლელაშვილმა თავი გამოიჩინა როგორც გუნდურმა ადამიანმა, ის ყველას ეხმარებოდა. დარწმუნებული ვარ, ამ თვისებას ახალ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აჩვენებს.

ძალიან დამწყდა გული, რომ ის "მანჩესტერ სიტიში“ წავიდა, მაგრამ ვერაფერს გავხდით, რადგან ის ჩვენთან იჯარით იყო. ის ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა როგორც სპორტსმენი, ადამიანი და ლიდერი. შემთხვევითი არაა, რომ ის პრეზიდენტად ვიხილეთ. ვფიქრობ, ეს დიდი ნდობაა ქვეყნისა და ხალხის მხრიდან, რასაც დარწმუნებული ვარ, მან აუცილებლად გაამართლებს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყაველაშვილი ყოველთვის იყო პასუხისმგებლობიანი. ამასთან ერთად არის, ასე ვთქვათ, მსოფლიოს ადამიანი: თბილისი, ვლადიკავკაზი, ინგლისი, შვეიცარია და ა.შ. მან არამხოლოდ საფეხბურთო გამოცდილება მიიღო, არამედ ცხოვრებისეულიც, კულტურულიც, გაიფართოვა თვალსაწიერი...

შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ კარგი და თბილი ურთიერთობა შევინარჩუნეთ. როცა საქართველოში ვიყავი, შევხვდით და სასიამოვნოდ ვისაუბრე. ყურადღებით ვადევნებ თვალს ინაუგურაციას. ვფიქრობ, ჩვენი მედია ყველაფერს გააშუქებს. რუსეთი და საქართველო მეზობლები არიან და მეზობლები ყოველთვის მშვიდად და თბილ ურთიერთობაში უნდა იყვნენ.

დარწმუნებული ვარ, რომ სპორტი ყურადღების მიღმა არ დარჩება. ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე, რომელმაც ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერა გაიარა, ახლა თბილისის მერია, სპორტს დროს უთმობს. ზოგადად, სპორტში თავიანთი ქვეყნისა და საერთაშორისო არენაზე გამოჩენილ ადამიანებს, როგორიცაა ყაველაშვილი, უნდა ვენდოთ. მათ საკუთარი ხალხისა და ქვეყნისთვის სარგებელი მოჰქონდათ და მომავალშიც ასე იქნება", - ვკითხულობთ გაზაევის წერილში. წყარო

იხილეთ ასევე: