პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სიმღერ - სიმღერით გაგისტუმრებთ“ - თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო აქცია და მსვლელობა იმართება (ფოტო)
“სიმღერ - სიმღერით გაგისტუმრებთ“ - თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო აქცია და მსვლელობა იმართება (ფოტო)

თბი­ლის­ში, რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ა­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და მსვლე­ლო­ბა იმარ­თე­ბა.

მომ­ღერ­ლე­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლი ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­თან. ისი­ნი აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას ითხო­ვენ.

მომ­ღე­რა­ლი ეკა მა­მა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ მისი ოჯა­ხის უდი­დე­სი თხოვ­ნაა, გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რე­ბი.

“სა­დაც ჩემი ხალ­ხია, დღეს მეც იქ უნდა ვიყო და არ შე­მეძ­ლო არ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ეს არის ჩემი და ჩემო ოჯა­ხის უდი­დე­სი თხოვ­ნა, რომ ისი­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. არ გვინ­და და­ძა­ბუ­ლო­ბა, ისე­დაც ირე­ვა ყვე­ლა­ფე­რი, უნდა დავ­მშვიდ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და ეკა მა­მა­ლა­ძემ.

  • თბი­ლი­სის მე­რი­ის წინ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს

რო­გორც ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან და სხვა­დას­ხვა სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი­დან მო­ქა­ლა­ქე­ებს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა და მუ­ქა­რა.

აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, პროფ­კავ­ში­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და აქ­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თბი­ლი­სის მე­რი­ის წინ აქ­ცი­ის გა­მარ­თვის შემ­დეგ მსვლე­ლო­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­კენ გა­ე­მარ­თე­ბი­ან.

  • სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს­თან შე­იკ­რიბ­ნენ გერ­მა­ნი­ა­ში კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი

პრო­ტეს­ტის რე­ჟიმ­ში გა­და­სულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან შე­სახ­ვედ­რად გა­ვი­და გერ­მა­ნი­ის ელჩი პი­ტერ ფი­შე­რი.

შეკ­რე­ბი­ლე­ბი მალე მსვლე­ლო­ბას და­ი­წყე­ბენ და პარ­ლა­მენ­ტის გამ­ზი­რამ­დე მივ­ლენ.

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი/ IPN

ავტორი:

“სიმღერ - სიმღერით გაგისტუმრებთ“ - თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო აქცია და მსვლელობა იმართება (ფოტო)

“სიმღერ - სიმღერით გაგისტუმრებთ“ - თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო აქცია და მსვლელობა იმართება (ფოტო)

თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო აქცია და მსვლელობა იმართება.

მომღერლები და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან. ისინი აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

მომღერალი ეკა მამალაძე აცხადებს, რომ მისი ოჯახის უდიდესი თხოვნაა, გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები.

“სადაც ჩემი ხალხია, დღეს მეც იქ უნდა ვიყო და არ შემეძლო არ მოვსულიყავი. ეს არის ჩემი და ჩემო ოჯახის უდიდესი თხოვნა, რომ ისინი გათავისუფლდნენ. არ გვინდა დაძაბულობა, ისედაც ირევა ყველაფერი, უნდა დავმშვიდდეთ“, - განაცხადა ეკა მამალაძემ.

  • თბილისის მერიის წინ საჯარო მოხელეების მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, თბილისის მერიიდან და სხვადასხვა საჯარო სამსახურიდან მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი საჯარო მოხელეების მიმართ მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა.

აქციაზე იმყოფებიან საჯარო სექტორში დასაქმებული მოქალაქეები, პროფკავშირების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და აქციის მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეები თბილისის მერიის წინ აქციის გამართვის შემდეგ მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ გაემართებიან.

  • საქართველოში გერმანიის საელჩოსთან შეიკრიბნენ გერმანიაში კურსდამთავრებულები

პროტესტის რეჟიმში გადასულ საქართველოს მოქალაქეებთან შესახვედრად გავიდა გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი.

შეკრებილები მალე მსვლელობას დაიწყებენ და პარლამენტის გამზირამდე მივლენ.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი/ IPN