პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე" - მამუკა მდინარაძე
"ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე" - მამუკა მდინარაძე

ჩვენ არც უი­მე­დოდ უნდა ვი­ყოთ და არც ზედ­მე­ტი იმე­დე­ბი უნდა და­ვამ­ყა­როთ 20 იან­ვრის შემ­დეგ პე­რი­ოდ­ზე და რა­ტომ: ტრამ­პის ორი მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა გახ­სოვთ, ხომ? სუ­ბი­ექ­ტუ­რად, ყვე­ლას­თვის გა­სა­გებ ენა­ზე რომ ვთქვათ, ორი­ვე და­პი­რე­ბის ში­ნა­არ­სი სა­ქარ­თვე­ლოს აწყობს. ჩვენ გვა­წყობს ერთი - ომის დამ­თავ­რე­ბა, სა­დაც ბუ­ნებ­რი­ვად ქრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე ფრონ­ტად ქცე­ვის ინ­ტე­რე­სი და მე­ო­რე - “დიფ სტე­ი­ტის” და­მარ­ცხე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ, გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ტრამ­პი და მისი მო­მა­ვა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ „დიფ სტე­იტს“, რა­შიც გუ­ლის­ხმო­ბენ ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში ჩა­ბუ­დე­ბულ არა­ფორ­მა­ლურ გავ­ლე­ნებს, ასე­ვე, მა­შინ, რო­დე­საც არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ედა­ვე­ბოდ­ნენ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მსგავ­სი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აშშ დგას.

მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 20 იან­ვრის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე და იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად შეძ­ლებს დო­ნალდ ტრამ­პი თა­ვი­სი ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

"ტრამ­პი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რე­ბი, ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ „დიფ სტე­იტს“ და რას გუ­ლის­ხმო­ბენ ამა­ში - რო­დე­საც ჩვენ არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე მიგ­ვი­თი­თებ­დნენ ხოლ­მე, ამ დროს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეა შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით, მა­გა­ლი­თად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პო­ლიტ­საბ­ჭოს­თვის წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით, რო­მელ არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. თურ­მე, აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­გა­ლი­თად, „The Hill”, ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მა, თა­ვად წერს, რომ ომის პარ­ტი­ად იქცა [აშშ-ის] მოქ­მე­დი ად­მი­ნის­ტრა­ცია. „ომის პარ­ტი­ას“ ჩვენ რომ ვამ­ბობ­დით, გლო­ბა­ლურს ვა­მა­ტებ­დით მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი, ლო­კა­ლუ­რი ომის პარ­ტია ვინ იყო, ხალ­ხს გა­ერ­ჩია - „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ და მისი კლას­ტე­რი, აგენ­ტუ­რა და გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია - გა­რეთ მოქ­მე­დი და­ვა­ლე­ბის მიმ­ცე­მე­ბი. რო­დე­საც არის „დიფ სტე­იტ­ზე“ სა­უ­ბა­რი, რა­ზეც ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მა­ვა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ლი­დე­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ, ეს ნიშ­ნავს, თა­ვად ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში ჩა­ბუ­დე­ბულ არა­ფორ­მა­ლურ გავ­ლე­ნებს - ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში ჩა­ბუ­დე­ბულ არა­ფორ­მა­ლურ ოლი­გარ­ქი­ულ გავ­ლე­ნებს, მაგ­რამ ავ­ტო­რე­ბი, ვის გავ­ლე­ნებ­ზეა სა­უ­ბა­რი, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია პი­რო­ბი­თად თუ არა­პი­რო­ბი­თად მო­ვიხ­სე­ნი­ოთ „გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ად“ ან გლო­ბა­ლუ­რი ომის ძა­ლე­ბად და ა.შ.

შე­სა­ბა­მი­სად, ეს არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბი, არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, ჩვენ რომ თურ­მე გაღ­მა გვე­და­ვე­ბოდ­ნენ, მ დროს, თურ­მე, ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდ და ძლი­ერ სა­ხელ­მწი­ფო­ში ყო­ფი­ლა და ამას თა­ვად ამე­რი­კე­ლე­ბი აღი­ა­რე­ბენ დღეს.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 20 იან­ვრის შემ­დეგ იმ მოვ­ლე­ნებ­ზე, თუ რამ­დე­ნად შეძ­ლებს ბა­ტო­ნი დო­ნალდ ტრამ­პი თა­ვი­სი და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას: პირ­ვე­ლი - რამ­დე­ნად შეძ­ლებს გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს, რომ დას­რულ­დეს ომი - ამ შემ­თხვე­ვა­ში ბუ­ნებ­რი­ვად ქრე­ბა ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე ფრონ­ტად ქცე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მე­ო­რე - რო­გორ და­ა­მარ­ცხებს ის ამ არა­ფორ­მა­ლურ გავ­ლე­ნებს აშშ-ის ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში. თუ ის შეძ­ლებს მთლი­ა­ნად ამო­ძირ­კვოს და და­ა­მარ­ცხოს [არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბი], შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­ზე წნე­ხი ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით იხ­სნე­ბა. თუ სამ­წუ­ხა­როდ, ეს ვერ მოხ­და, მა­შინ, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე" - მამუკა მდინარაძე

"ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე" - მამუკა მდინარაძე

ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ: ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, ხომ? სუბიექტურად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს. ჩვენ გვაწყობს ერთი - ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე - “დიფ სტეიტის” დამარცხება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.

  • მისი თქმით, ტრამპი და მისი მომავალი ადმინისტრაცია ხშირად მოიხსენიებენ „დიფ სტეიტს“, რაშიც გულისხმობენ ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს, ასევე, მაშინ, როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე საქართველოს ედავებოდნენ, აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე აშშ დგას.

მდინარაძის განცხადებითვე, საქართველოს პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და იმაზე, თუ რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი ზემოთ აღნიშნული დაპირებების შესრულებას.

"ტრამპი და მისი თანამოაზრეები, ადმინისტრაციის მომავალი ლიდერები, ხშირად მოიხსენიებენ „დიფ სტეიტს“ და რას გულისხმობენ ამაში - როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე, ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი, პარტიის საპატიო თავმჯდომარეა შესაბამისი უფლებამოსილებით, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის პოლიტსაბჭოსთვის წარდგენის უფლებამოსილებით, რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი. თურმე, აღმოჩნდა, რომ მაგალითად, „The Hill”, ძალიან გავლენიანი გამოცემა, თავად წერს, რომ ომის პარტიად იქცა [აშშ-ის] მოქმედი ადმინისტრაცია. „ომის პარტიას“ ჩვენ რომ ვამბობდით, გლობალურს ვამატებდით მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი, ლოკალური ომის პარტია ვინ იყო, ხალხს გაერჩია - „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი, აგენტურა და გლობალური ომის პარტია - გარეთ მოქმედი დავალების მიმცემები. როდესაც არის „დიფ სტეიტზე“ საუბარი, რაზეც ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები, განსაკუთრებით მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები საუბრობენ, ეს ნიშნავს, თავად ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს - ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს, მაგრამ ავტორები, ვის გავლენებზეა საუბარი, ჩვენ შეგვიძლია პირობითად თუ არაპირობითად მოვიხსენიოთ „გლობალური ომის პარტიად“ ან გლობალური ომის ძალებად და ა.შ.

შესაბამისად, ეს არაფორმალური გავლენები, არაფორმალური მმართველობა, ჩვენ რომ თურმე გაღმა გვედავებოდნენ, მ დროს, თურმე, ჩვენზე გაცილებით დიდ და ძლიერ სახელმწიფოში ყოფილა და ამას თავად ამერიკელები აღიარებენ დღეს.

ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას: პირველი - რამდენად შეძლებს გავლენა მოახდინოს, რომ დასრულდეს ომი - ამ შემთხვევაში ბუნებრივად ქრება ინტერესი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევასთან დაკავშირებით და მეორე - როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის ბიუროკრატიაში. თუ ის შეძლებს მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს [არაფორმალური გავლენები], შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. თუ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა, მაშინ, ბუნებრივია, ეს ტურბულენტობა გაგრძელდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.