პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საოცარი ღირსების კოდექსია... ღირსეულად იტანენ ტანჯვას, ეს 37 წლის ქმედებებია, რასაც მაშინ საბჭოთა მთავრობა სჩადიოდა" - ნანა ჯანელიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე
"საოცარი ღირსების კოდექსია... ღირსეულად იტანენ ტანჯვას,  ეს 37 წლის ქმედებებია, რასაც მაშინ  საბჭოთა მთავრობა სჩადიოდა" - ნანა ჯანელიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

ყო­ველ­დღი­უ­რად ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის, გე­მოვ­ნე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნი უერ­თდე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი აპ­რო­ტეს­ტებს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის­კენ სწრაფ­ვა გარ­კვე­უ­ლი დრო­ით გა­ა­ჩე­რა, რის შე­სა­ხე­ბაც პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის­გან შე­ი­ტყვეს. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

  • მათი სათ­ქმე­ლი, გუ­ლის ტკი­ვი­ლი ის არის, რომ ქვე­ყა­ნამ ევ­რო­პუ­ლი კურ­სი არ უნდა და­კარ­გოს.

კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ნანა ჯა­ნე­ლი­ძეც ამ ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზა. ის Ambebi.ge-ს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე ესა­უბ­რე­ბა.

ნანა ჯა­ნე­ლი­ძე:

- ამ დღე­ებ­ში უკვე იმ­დე­ნი კარ­გი რამ ით­ქვა, ისეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მომ­სვლე­ლებს მო­ვუს­მი­ნეთ, რომ მგო­ნი, სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი აღარ დამ­რჩა... ფაქ­ტია, რომ ახლა ერის დიდი გა­მოღ­ვი­ძე­ბის პე­რი­ო­დია. ადა­მი­ა­ნე­ბი მთე­ლი გო­ნე­ბით, გა­ნათ­ლე­ბით, შეგ­ნე­ბით დად­გნენ ერთ მხა­რეს და ეს არის ჩვე­ნი გზა ევ­რო­პის­კენ, რო­მე­ლიც უკვე სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­თაა ჩვენ­ში კო­დი­რე­ბუ­ლი, რა­საც გე­ნე­ტი­კურ კოდს ვუ­წო­დებ. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ და­ი­წყო ევ­რო­პის­კენ სვლა, მაგ­რამ არც ერთი პე­რი­ო­დი არ იყო, ბოლო 35 წლის გარ­და, რომ ქვე­ყა­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლად ეცხოვ­რა.

მთე­ლი ეს წლე­ბი თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნა­ში ვართ, რა დრო­საც და­ი­ბა­და თა­ო­ბა, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლია. ის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წნე­ხით და­ჩაგ­რუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა და ახლა სწო­რედ ის არის გა­რეთ გა­მო­სუ­ლი. მათ მის­ცეს ძალა უფ­რო­სე­ბის, ბე­ბი­ე­ბის თა­ო­ბა­საც. ყვე­ლა­ნი ერ­თად კი ამ ბო­რო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მყა­რად დად­გნენ. ამი­ტომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ახლა მათ­თვის პირ­ვე­ლად ხდე­ბა.

ხან­და­ხან ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ დიდი ზე­ი­მია, იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნით ზე­ობს... სულ ვამ­ბობ­დი, რომ ქარ­თვე­ლე­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე რუ­სე­თის წნე­ხის ქვეშ რომ იყ­ვნენ, ეტყო­ბა, რა­ღაც ერ­თგვა­რი მოქ­ნი­ლე­ბაც გა­მო­ი­მუ­შა­ვეს ისე, რო­გორც ჭინჭრა­ქამ, მერე ნა­ცარ­ქე­ქი­ამ, რო­მე­ლიც დევს ატყუ­ებ­და, რა­მაც გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა-თქო.

- მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ დღეს სრუ­ლი­ად ახა­ლი რე­ა­ლო­ბა დად­გა...

- ასეა... ერი ფეხ­ზე დად­გა და სრუ­ლი გო­ნე­ბით, შეგ­ნე­ბით უმ­ძი­მეს ძა­ლას უპი­რის­პირ­დე­ბა. ძა­ლას, რო­მელ­საც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ბა­ტო­ნო­ბა უნდა, მაგ­რამ ალ­ბათ მა­ინც სულს ღა­ფავს. ჩვე­ნი ბრძო­ლა ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბა და ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ამას ღირ­სე­ბით, სი­კე­თით, ძა­ლი­ან დიდი შეგ­ნე­ბით უპი­რის­პირ­დე­ბი­ან.

- ამ დროს არი­ან სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბიც...

- კი, ისი­ნი, ვინც ვერ ხე­და­ვენ, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეტყო­ბა, იმ რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც თავს მშვი­დად გრძნო­ბენ და არ უნ­დათ სი­ნამ­დვი­ლის და­ნახ­ვა. ნუ დავ­კონ­კრეტ­დე­ბით და ნუ­ღარ და­ვი­წყებთ იმის გარ­ჩე­ვას, არ­ჩევ­ნე­ბი რო­გორ ჩა­ტარ­და, მაგ­რამ ის ფაქ­ტი, როცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხად­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­ჩერ­და და ეს ფან­ჯა­რა და­ი­ხუ­რა თუნ­დაც 2028 წლამ­დე, ამის მოს­მე­ნა ჩვენ­თვის უმ­ძი­მე­სი აღ­მოჩ­ნდა.

არა­და, იგი­ვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და იმა­ზე, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია მიგ­ვე­ღო, რაც თა­ვი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს და­ი­წყო. შემ­დე­გი იყო ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ამა­ში უზარ­მა­ზა­რი კორ­პუ­სი იყო ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რის, დიპ­ლო­მა­ტე­ბის, იუ­რის­ტე­ბის, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის. დიდი შრო­მაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და ახლა ამა­ვე პარ­ტი­ამ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის თავ­გა­დაკ­ლულ შრო­მას ხაზი გა­და­უს­ვა. აღარ ვლა­პა­რა­კობ ევ­რო­პა­ზე, ამე­რი­კა­ზე, მათი რამ­ხე­ლა რე­სურ­სია ამა­ში ჩა­დე­ბუ­ლი. ეს ხომ ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ხაზ­ვაა?!

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამით ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მათ სულ­ში გარ­კვე­უ­ლი ორ­ჭო­ფო­ბა არ იყოს. ამ­დენ ხანს ამას ემ­სა­ხურ­ნენ და გა­ტე­ხილ ვარცლ­თან აღ­მოჩ­ნდნენ...

ვი­ნა­ი­დან ეს კურ­სი ჩვენს ყო­ველ უჯრედ­ში, სის­ხლის წვეთ­შია გამ­ჯდა­რი, ამი­ტომ ეს სვლა ასე უნდა შე­წყდეს?! ხან­და­ხან მგო­ნია, რომ ისი­ნი, ვინც ჩვენს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე პო­ზი­ცი­ა­ზე დგა­ნან, ეტყო­ბა, რუ­სე­თი ენატ­რე­ბათ და ის პე­რი­ო­დი, როცა იქ და­დი­ოდ­ნენ... ნუთუ, ის ფაქ­ტი, რაც ქუ­ჩებ­ში ხდე­ბა და ის სა­ზა­რე­ლი სა­საკ­ლაო, რაც ჩვენს თვალ­წი­ნაა მო­წყო­ბი­ლი, მათ­ში არა­ნა­ირ ემო­ცი­ას არ იწ­ვევს?! დამ­სჯე­ლი რაზ­მე­ბი ადა­მი­ა­ნებს ისე და­ათ­რე­ვენ, რო­გორც კარ­ტო­ფი­ლი­სა თუ ფქვი­ლის ტომ­რებს... ეს ხომ ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი კო­დის სრუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფაა.

ეს ტი­ტუშ­კე­ბი ნიღ­ბი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ებ­ზე ადა­მი­ა­ნებს მი­უ­სი­ეს... ვინ იცის, იქ­ნებ სა­კუ­თარ კლა­სე­ლებ­ზე, ნა­თე­სა­ვებ­ზე, ბი­ძაშ­ვი­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბენ?! ზო­გი­ერ­თმა ისი­ნი ხომ ამო­იც­ნო კი­დეც...

ნანა ჯორ­ჯა­ძე, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე და ნანა ჯა­ნე­ლი­ძე - ფოტო აქ­ცი­ი­დან

- ცხა­დია, ეს სი­სას­ტი­კე არა­ნა­ი­რად არ მარ­თლდე­ბა...

- იცით, რის მე­ში­ნია? ის მე­ო­რე მხა­რე რომ ამ­ბობს - ძა­ლა­დო­ბა ორი­ვე მხრი­დან უნდა და­იგმო­სო. ჯერ ერთი, სა­დაა მე­ო­რე მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა, სად არის?! და სა­ერ­თოდ, ამ ყვე­ლა­ფერს ტო­ლო­ბის ნი­შა­ნი რო­გორ უნდა და­ე­წე­როს?! როცა ამ­ბო­ბენ, იქი­და­ნაც იძა­ლა­დე­სო, თუ იძა­ლა­დეს, ალ­ბათ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც შე­მოგ­ზავ­ნი­ლე­ბი არი­ან.

ჩვენ მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გვებ­რძვის, უზარ­მა­ზა­რი მან­ქა­ნა თა­ვი­სი ტექ­ნი­კით, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღით, პო­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბით, სპეც­რაზ­მით, "ტი­ტუშ­კე­ბით" და ახლა კი­დევ ცხელ-ცხე­ლი და ახალ-ახა­ლი კა­ნო­ნე­ბით, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია.

ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც აქ­ცი­ა­ზე დგა­ნან, სრუ­ლი­ად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, გა­ნა­თე­ბუ­ლი, სა­ო­ცა­რი, მა­ღა­ლი იდე­ა­ლე­ბით შემ­კუ­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი ამის მკად­რებ­ლე­ბი არას­დროს იქ­ნე­ბი­ან, ამი­ტომ თავს ნუ მო­ვი­ტყუ­ებთ, რომ მათ­გან ვინ­მე რა­ღაც და­ნა­შა­ულს სჩა­დის. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, იქ მუდ­მი­ვად არის პრო­ვო­კა­ტო­რე­ბის დიდი ჯგუ­ფი და მუ­შა­ობს იმის­თვის, რომ ამ მშვე­ნი­ერ და სა­ო­ცარ პრო­ტესტს ცილი დას­წა­მოს.

მა­ჰათ­მა გან­დის ჰქონ­და უზარ­მა­ზა­რი მოძ­რა­ო­ბა - "წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ბო­რო­ტე­ბას ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე“ - დიდი მოძ­რა­ო­ბა იყო. ჩვენ ამ სა­ში­ნელ მან­ქა­ნას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით.

- და სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად...

- ესეც ერ­თგვა­რი სა­ო­ცა­რი ღირ­სე­ბის კო­დექ­სია, ღირ­სე­უ­ლად იტა­ნენ ტან­ჯვას, რა­ზეც მერე სა­პა­ტიმ­რო­დან გა­მო­სუ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, თუ რა გა­ნი­ცა­დეს იქ... ეს 37 წლის ქმე­დე­ბე­ბია, რა­საც მა­შინ ბო­რო­ტი საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბა სჩა­დი­ო­და. გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ხელი იმა­ზე მო­ა­წე­რი­ნეს, რომ 14 სა­ხელ­მწი­ფოს აგენ­ტი იყო.

ახ­ლაც მსგავს და­უნ­დობ­ლო­ბას ვხე­დავთ, არ მინ­და, რომ ასე­თი შე­თი­თხნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი და გან­ჩი­ნე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნოთ. ეს კი ჩვე­ნი პირ­და­პი­რი სა­ში­ნე­ლი მე­ზობ­ლის ხელ­წე­რაა.

- 37 წელი ახ­სე­ნეთ და ამ დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თქვე­ნი ფილ­მის - "მო­ნა­ნი­ე­ბა“ ეპი­ზო­დე­ბიც მხვდე­ბა. ზოგი ამ დღე­ებ­ში მომ­ხდარ ამ­ბებს ფილ­მის სხვა­დას­ხვა ფრაგ­მენ­ტსაც ადა­რებს...

- სამ­წუ­ხა­როდ ეს ფილ­მი უცებ ჩვენს თვალ­წინ რე­ა­ლო­ბად იქცა. თან ეს 2 კვი­რა­ში მოხ­და, მას მერე, რაც გა­მო­ცხად­და, რომ ფან­ჯა­რა ევ­რო­პა­ში 2028 წლამ­დე და­ი­ხუ­რა. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ამას უცებ ერის გაღ­ვი­ძე­ბა მოჰ­ყვა. სრუ­ლი­ად ახალ რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, რა­საც ალ­ბათ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დით.

- რაში ხე­დავთ გა­მო­სა­ვალს?

- კე­თი­ლი ნება უნდა არ­სე­ბობ­დეს, რომ ჩა­ტარ­დეს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. მაგ­რამ აქვე რე­ა­ლის­ტუ­რი და პრაგ­მა­ტუ­ლი კი­თხვა ჩნდე­ბა - ვინ მო­ინ­დო­მებს ამ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას?! ამა­ზეც უნდა დავ­ფიქ­რდეთ და იმა­ზეც რო­გო­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ მათ მი­მართ, რომ ამ აბ­სო­ლუ­ტუ­რი კა­ტას­ტრო­ფი­დან და ჩი­ხი­დან გა­მო­ვი­დეთ. ქვე­ყა­ნას უფსკრულ­ში მი­ა­ქა­ნე­ბენ, თუ უკვე არ ვართ უფსკრულ­ში.

- 14 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი გახ­და... ამა­ზე რას იტყვით?

- რა გი­თხრათ? იცით რა არის უც­ნა­უ­რი? რა­ღაც­ნა­ი­რი "სიმ­ბო­ლუ­რია“ ესეც - მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს ჰყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი, მისი ოჯა­ხის წევ­რებ­ში ყვე­ლა­ზე საკ­რა­ლუ­რი გვა­რის სის­ხლი ჩქეფს, მარ­თლაც ყვე­ლა­ზე საკ­რა­ლუ­რი გვა­რი აქვთ... სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ვფიქ­რობ­დი, იქ­ნებ თვი­თონ­ვე თქვას ამა­ზე უარი და ამით რა­ღაც­ნა­ი­რად გან­მუხ­ტოს ეს სი­ტუ­ა­ცია-მეთ­ქი. ყვე­ლა ადა­მი­ან­ში ხომ არის რა­ღაც ჭეშ­მა­რი­ტე­ბის წა­მე­ბი, რო­მე­ლიც უცებ იფეთ­ქებს და და­ი­ნა­ხავ, სად ხარ და რა შე­გიძ­ლია გა­ა­კე­თო. შემ­დეგ კი შენ­მა არ­ჩე­ვან­მა შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა კა­ტას­ტრო­ფის­გან იხ­სნას. გული დამ­წყდა, რომ მან ეს შან­სი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- არა­ვინ ვი­ცით, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, უკვე იმ­დე­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლი რამ ვი­ხი­ლეთ, ამი­ტომ წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გან­სა­ზღვრავ. შე­იძ­ლე­ბა კე­თი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყოს და შე­იძ­ლე­ბა ისე­თიც, რო­მელ­საც ვერც წარ­მო­ვიდ­გენთ. იმე­დი და­ვი­ტო­ვოთ, რომ კე­თი­ლი იქ­ნე­ბა. მე­ო­რე მხრივ, ის, რის­თვი­საც ახლა ვიბ­რძვით, ყვე­ლა ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა დიდ­ხანს იბ­რძო­და. ჩვენ ახლა ნამ­დვი­ლად მთე­ლი შეგ­ნე­ბით ვდგა­ვართ და არ უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს, რომ სა­ერ­თოდ ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში ვართ. იქ­ნებ კარ­გიც იყოს, რად­გან ამ პრო­ცეს­ში მთე­ლი შეგ­ნე­ბით ჩა­ვერ­თეთ.

ეს ბრძო­ლა უნდა მი­ვი­ღოთ მთე­ლი ღირ­სე­ბით, ღირ­სე­ბა, რო­მე­ლიც კი­ნა­ღამ წაგ­ვარ­თვეს. შე­უ­პოვ­რად და სი­კე­თით უნდა ვი­ყოთ, არ უნდა გა­დავ­ლა­ხოთ ზღვა­რი კე­თილ­სა და ბო­როტს შო­რის. ეს ზღვა­რი ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის გულ­ზე გა­დი­ას.

იმა­საც უნდა ვე­ცა­დოთ, რომ იქით მხა­რეს დარ­ჩე­ნი­ლე­ბი აქეთ გად­მო­ვიყ­ვა­ნოთ, რა­ღაც ხიდი გავ­დოთ, რად­გან მათი და­კარ­გვა არ შე­იძ­ლე­ბა.

- რო­გორ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისურ­ვებ­დით ცხოვ­რე­ბას?

- გო­ნით სავ­სე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"საოცარი ღირსების კოდექსია... ღირსეულად იტანენ ტანჯვას, ეს 37 წლის ქმედებებია, რასაც მაშინ საბჭოთა მთავრობა სჩადიოდა" - ნანა ჯანელიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

"საოცარი ღირსების კოდექსია... ღირსეულად იტანენ ტანჯვას,  ეს 37 წლის ქმედებებია, რასაც მაშინ  საბჭოთა მთავრობა სჩადიოდა" - ნანა ჯანელიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

ყოველდღიურად ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სხვადასხვა პროფესიის, გემოვნების, განათლების ადამიანი უერთდება. თითოეული აპროტესტებს იმას, რომ საქართველომ ევროპული ოჯახისკენ სწრაფვა გარკვეული დროით გააჩერა, რის შესახებაც პრემიერ მინისტრისგან შეიტყვეს. ეს საზოგადოებისთვის მიუღებელია.

  • მათი სათქმელი, გულის ტკივილი ის არის, რომ ქვეყანამ ევროპული კურსი არ უნდა დაკარგოს.

კინორეჟისორი ნანა ჯანელიძეც ამ ყველაფერმა ძალიან გააბრაზა. ის Ambebi.ge-ს მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრება.

ნანა ჯანელიძე:

- ამ დღეებში უკვე იმდენი კარგი რამ ითქვა, ისეთ არაჩვეულებრივ გამომსვლელებს მოვუსმინეთ, რომ მგონი, სათქმელი არაფერი აღარ დამრჩა... ფაქტია, რომ ახლა ერის დიდი გამოღვიძების პერიოდია. ადამიანები მთელი გონებით, განათლებით, შეგნებით დადგნენ ერთ მხარეს და ეს არის ჩვენი გზა ევროპისკენ, რომელიც უკვე საუკუნეებითაა ჩვენში კოდირებული, რასაც გენეტიკურ კოდს ვუწოდებ. საუკუნეების წინ დაიწყო ევროპისკენ სვლა, მაგრამ არც ერთი პერიოდი არ იყო, ბოლო 35 წლის გარდა, რომ ქვეყანას დამოუკიდებლად ეცხოვრა.

მთელი ეს წლები თავისუფალ ქვეყანაში ვართ, რა დროსაც დაიბადა თაობა, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია. ის საბჭოთა კავშირის წნეხით დაჩაგრული არასდროს ყოფილა და ახლა სწორედ ის არის გარეთ გამოსული. მათ მისცეს ძალა უფროსების, ბებიების თაობასაც. ყველანი ერთად კი ამ ბოროტების წინააღმდეგ მყარად დადგნენ. ამიტომ, ეს ყველაფერი ახლა მათთვის პირველად ხდება.

ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი ზეიმია, იმიტომ, რომ ქვეყანა თავისი თავისუფალი არჩევანით ზეობს... სულ ვამბობდი, რომ ქართველები წლების მანძილზე რუსეთის წნეხის ქვეშ რომ იყვნენ, ეტყობა, რაღაც ერთგვარი მოქნილებაც გამოიმუშავეს ისე, როგორც ჭინჭრაქამ, მერე ნაცარქექიამ, რომელიც დევს ატყუებდა, რამაც გადაგვარჩინა-თქო.

- მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს სრულიად ახალი რეალობა დადგა...

- ასეა... ერი ფეხზე დადგა და სრული გონებით, შეგნებით უმძიმეს ძალას უპირისპირდება. ძალას, რომელსაც მთელ მსოფლიოში ბატონობა უნდა, მაგრამ ალბათ მაინც სულს ღაფავს. ჩვენი ბრძოლა ძალიან მძიმე იქნება და ეს ყველამ იცის, მაგრამ ამას ღირსებით, სიკეთით, ძალიან დიდი შეგნებით უპირისპირდებიან.

- ამ დროს არიან საწინააღმდეგო პოზიციაზე მყოფი ადამიანებიც...

- კი, ისინი, ვინც ვერ ხედავენ, რა პროცესები მიმდინარეობს, ეტყობა, იმ რეალობაში ცხოვრობენ, სადაც თავს მშვიდად გრძნობენ და არ უნდათ სინამდვილის დანახვა. ნუ დავკონკრეტდებით და ნუღარ დავიწყებთ იმის გარჩევას, არჩევნები როგორ ჩატარდა, მაგრამ ის ფაქტი, როცა ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა შეჩერდა და ეს ფანჯარა დაიხურა თუნდაც 2028 წლამდე, ამის მოსმენა ჩვენთვის უმძიმესი აღმოჩნდა.

არადა, იგივე ''ქართული ოცნება'', წლების განმავლობაში მუშაობდა იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაცია მიგვეღო, რაც თავიდან "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაიწყო. შემდეგი იყო ასოცირების ხელშეკრულება, ამაში უზარმაზარი კორპუსი იყო ჩართული, მათ შორის, დიპლომატების, იურისტების, საჯარო მოხელეების. დიდი შრომაა ჩატარებული და ახლა ამავე პარტიამ ამდენი ადამიანის თავგადაკლულ შრომას ხაზი გადაუსვა. აღარ ვლაპარაკობ ევროპაზე, ამერიკაზე, მათი რამხელა რესურსია ამაში ჩადებული. ეს ხომ ამ ყველაფრის გადახაზვაა?!

დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები ამით ძალიან შეწუხებულები არიან, შეუძლებელია, მათ სულში გარკვეული ორჭოფობა არ იყოს. ამდენ ხანს ამას ემსახურნენ და გატეხილ ვარცლთან აღმოჩნდნენ...

ვინაიდან ეს კურსი ჩვენს ყოველ უჯრედში, სისხლის წვეთშია გამჯდარი, ამიტომ ეს სვლა ასე უნდა შეწყდეს?! ხანდახან მგონია, რომ ისინი, ვინც ჩვენს მოწინააღმდეგე პოზიციაზე დგანან, ეტყობა, რუსეთი ენატრებათ და ის პერიოდი, როცა იქ დადიოდნენ... ნუთუ, ის ფაქტი, რაც ქუჩებში ხდება და ის საზარელი სასაკლაო, რაც ჩვენს თვალწინაა მოწყობილი, მათში არანაირ ემოციას არ იწვევს?! დამსჯელი რაზმები ადამიანებს ისე დაათრევენ, როგორც კარტოფილისა თუ ფქვილის ტომრებს... ეს ხომ ჩვენი შინაგანი კოდის სრული უგულებელყოფაა.

ეს ტიტუშკები ნიღბიანი კრიმინალები არიან, რომლებიც აქციებზე ადამიანებს მიუსიეს... ვინ იცის, იქნებ საკუთარ კლასელებზე, ნათესავებზე, ბიძაშვილებზე ძალადობენ?! ზოგიერთმა ისინი ხომ ამოიცნო კიდეც...

ნანა ჯორჯაძე, ლანა ღოღობერიძე და ნანა ჯანელიძე - ფოტო აქციიდან

- ცხადია, ეს სისასტიკე არანაირად არ მართლდება...

- იცით, რის მეშინია? ის მეორე მხარე რომ ამბობს - ძალადობა ორივე მხრიდან უნდა დაიგმოსო. ჯერ ერთი, სადაა მეორე მხრიდან ძალადობა, სად არის?! და საერთოდ, ამ ყველაფერს ტოლობის ნიშანი როგორ უნდა დაეწეროს?! როცა ამბობენ, იქიდანაც იძალადესო, თუ იძალადეს, ალბათ პროვოკატორები იყვნენ, რომლებიც შემოგზავნილები არიან.

ჩვენ მთელი სახელმწიფო გვებრძვის, უზარმაზარი მანქანა თავისი ტექნიკით, ქიმიური იარაღით, პოლიციური ძალებით, სპეცრაზმით, "ტიტუშკებით" და ახლა კიდევ ცხელ-ცხელი და ახალ-ახალი კანონებით, რაც მიუღებელია.

ადამიანები, ვინც აქციაზე დგანან, სრულიად განათლებული, განათებული, საოცარი, მაღალი იდეალებით შემკულები არიან. ისინი ამის მკადრებლები არასდროს იქნებიან, ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ მათგან ვინმე რაღაც დანაშაულს სჩადის. როგორც აღვნიშნე, იქ მუდმივად არის პროვოკატორების დიდი ჯგუფი და მუშაობს იმისთვის, რომ ამ მშვენიერ და საოცარ პროტესტს ცილი დასწამოს.

მაჰათმა განდის ჰქონდა უზარმაზარი მოძრაობა - "წინააღმდეგობა ბოროტებას ძალადობის გარეშე“ - დიდი მოძრაობა იყო. ჩვენ ამ საშინელ მანქანას წინააღმდეგობის გარეშე ვეწინააღმდეგებით.

- და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად...

- ესეც ერთგვარი საოცარი ღირსების კოდექსია, ღირსეულად იტანენ ტანჯვას, რაზეც მერე საპატიმროდან გამოსულები ჰყვებიან, თუ რა განიცადეს იქ... ეს 37 წლის ქმედებებია, რასაც მაშინ ბოროტი საბჭოთა მთავრობა სჩადიოდა. გავიხსენოთ თუნდაც მიხეილ ჯავახიშვილი, რომელსაც ხელი იმაზე მოაწერინეს, რომ 14 სახელმწიფოს აგენტი იყო.

ახლაც მსგავს დაუნდობლობას ვხედავთ, არ მინდა, რომ ასეთი შეთითხნილი განაჩენი და განჩინებები მოვისმინოთ. ეს კი ჩვენი პირდაპირი საშინელი მეზობლის ხელწერაა.

- 37 წელი ახსენეთ და ამ დღეებში სოციალურ ქსელებში თქვენი ფილმის - "მონანიება“ ეპიზოდებიც მხვდება. ზოგი ამ დღეებში მომხდარ ამბებს ფილმის სხვადასხვა ფრაგმენტსაც ადარებს...

- სამწუხაროდ ეს ფილმი უცებ ჩვენს თვალწინ რეალობად იქცა. თან ეს 2 კვირაში მოხდა, მას მერე, რაც გამოცხადდა, რომ ფანჯარა ევროპაში 2028 წლამდე დაიხურა. როგორც აღვნიშნე, ამას უცებ ერის გაღვიძება მოჰყვა. სრულიად ახალ რეალობაში აღმოვჩნდით, რასაც ალბათ ვერც წარმოვიდგენდით.

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- კეთილი ნება უნდა არსებობდეს, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები. მაგრამ აქვე რეალისტური და პრაგმატული კითხვა ჩნდება - ვინ მოინდომებს ამ არჩევნების ჩატარებას?! ამაზეც უნდა დავფიქრდეთ და იმაზეც როგორი ზემოქმედება უნდა განვახორციელოთ მათ მიმართ, რომ ამ აბსოლუტური კატასტროფიდან და ჩიხიდან გამოვიდეთ. ქვეყანას უფსკრულში მიაქანებენ, თუ უკვე არ ვართ უფსკრულში.

- 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გახდა... ამაზე რას იტყვით?

- რა გითხრათ? იცით რა არის უცნაური? რაღაცნაირი "სიმბოლურია“ ესეც - მიხეილ ყაველაშვილს ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, მისი ოჯახის წევრებში ყველაზე საკრალური გვარის სისხლი ჩქეფს, მართლაც ყველაზე საკრალური გვარი აქვთ... სიმართლე რომ გითხრათ, ვფიქრობდი, იქნებ თვითონვე თქვას ამაზე უარი და ამით რაღაცნაირად განმუხტოს ეს სიტუაცია-მეთქი. ყველა ადამიანში ხომ არის რაღაც ჭეშმარიტების წამები, რომელიც უცებ იფეთქებს და დაინახავ, სად ხარ და რა შეგიძლია გააკეთო. შემდეგ კი შენმა არჩევანმა შეიძლება ქვეყანა კატასტროფისგან იხსნას. გული დამწყდა, რომ მან ეს შანსი ვერ გამოიყენა.

- რა მოლოდინი გაქვთ?

- არავინ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, უკვე იმდენი მოულოდნელი რამ ვიხილეთ, ამიტომ წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. შეიძლება კეთილი მოულოდნელობა იყოს და შეიძლება ისეთიც, რომელსაც ვერც წარმოვიდგენთ. იმედი დავიტოვოთ, რომ კეთილი იქნება. მეორე მხრივ, ის, რისთვისაც ახლა ვიბრძვით, ყველა ევროპული ქვეყანა დიდხანს იბრძოდა. ჩვენ ახლა ნამდვილად მთელი შეგნებით ვდგავართ და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საერთოდ ასეთ რეალობაში ვართ. იქნებ კარგიც იყოს, რადგან ამ პროცესში მთელი შეგნებით ჩავერთეთ.

ეს ბრძოლა უნდა მივიღოთ მთელი ღირსებით, ღირსება, რომელიც კინაღამ წაგვართვეს. შეუპოვრად და სიკეთით უნდა ვიყოთ, არ უნდა გადავლახოთ ზღვარი კეთილსა და ბოროტს შორის. ეს ზღვარი ყოველი ადამიანის გულზე გადიას.

იმასაც უნდა ვეცადოთ, რომ იქით მხარეს დარჩენილები აქეთ გადმოვიყვანოთ, რაღაც ხიდი გავდოთ, რადგან მათი დაკარგვა არ შეიძლება.

- როგორ საქართველოში ისურვებდით ცხოვრებას?

- გონით სავსე საქართველოში.