სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე, რომელმაც გახარიას მინისტრობის დროს თვალი დავკარგე, ახლა აქციაზე მასთან ერთად მიწევს დგომა... რატომ არ შეუძლია რიგით მოქალაქეს პრინციპები დათმოს?!" - მაკო გომური
"მე, რომელმაც გახარიას მინისტრობის დროს თვალი დავკარგე, ახლა აქციაზე მასთან ერთად მიწევს დგომა... რატომ არ შეუძლია რიგით მოქალაქეს პრინციპები დათმოს?!" - მაკო გომური

ტყვია სა­ფეთ­ქელს 2 სან­ტი­მეტ­რით ას­ცდა, შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ერთი შე­ხედ­ვით გა­დარ­ჩა, თუმ­ცა თვა­ლი და­კარ­გა... მაკო გო­მუ­რის ამ­ბავ­მა ქვე­ყა­ნა შეძ­რა. გო­გო­ნა 2019 წლის 20 ივ­ნისს, რუს­თა­ველ­ზე აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას, მძი­მედ და­შავ­და.

"გავ­რი­ლო­ვის ღა­მი­დან“ 5 წელი გა­ვი­და. ეს 5 წელი არ იყო მარ­ტი­ვი... 24 წლის მა­კოს დღეს ისევ უწევს აქ­ცი­ა­ზე დგო­მა და პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა. 28 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ ის აქ­ტი­უ­რად აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რი­საა...

  • რო­გო­რია მისი ემო­ცი­ე­ბი, რას გა­ნიც­დის, რო­დე­საც სპეც­რაზ­მე­ლე­ბის მიერ ნა­ცემ, და­ზა­რა­ლე­ბულ და და­კა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს უყუ­რებს, ამის შე­სა­ხებ მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

მაკო გო­მუ­რი:

- გე­ტყვით, რომ გა­ცხა­დე­ბუ­ლად რუ­სუ­ლი მთავ­რო­ბა გვი­ზის ქვე­ყა­ნა­ში და შიდა რუ­სულ მტერს ვებ­რძვით... გა­უ­გო­ნა­რი რამ ხდე­ბა... მი­ხა­რია, რომ ამას ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მიხ­ვდა და 20 ივ­ნის­თან დღე­ვან­დე­ლი დღის შე­და­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბი­ჯი, ქმე­დე­ბა, გან­ცხა­დე­ბა პრო­რუ­სუ­ლი რო­მაა, ეს ფაქ­ტია და ისიც, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბე­ბი აშ­კა­რად შეც­ვლი­ლია. ცუ­დია, რომ ამ სის­ტე­მის მსხვერ­პლი ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გახ­და - ამა­ზე გული ძა­ლი­ან მწყდე­ბა. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ესა თუ ის გან­ცხა­დე­ბა და ზო­გა­დად ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­რუ­სუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მაბ­რა­ზებს. ამი­ტომ, თუ ბრძო­ლა­ზე უარს ვი­ტყვით, ჩავ­თვა­ლოთ, რომ მთი­ა­ნად რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით.

შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თი ჩვენ­თან ომით არ მო­ვი­დეს, ან რად გვინ­და ომი?! გა­ცხა­დე­ბუ­ლად პრო­რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავს, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ ად­გე­ბა და ჩვენს ქვე­ყა­ნას რუ­სეთს ჩა­ა­ბა­რებს და გავ­ხდე­ბით რუ­სე­თის გუ­ბერ­ნია, პუ­ტი­ნის ბიზ­ნეს­ცენ­ტრი, ან და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი. ჩავ­თვა­ლოთ, რომ ჩვენს ეროვ­ნუ­ლო­ბას და თვითმყო­ფა­დო­ბას, რო­მელ­საც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ასე იცა­ვენ, უბ­რა­ლოდ დავ­კარ­გავთ. გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თა­დერ­თია, ვიბ­რძო­ლოთ და რუ­სეთს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ გა­დავ­ცეთ. ძა­ლი­ან ცუდ პრო­ცე­სებ­ში ვართ, ამ­დენხნი­ა­ნი უწყვე­ტი პრო­ტეს­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც რე­ა­ლუ­რად 2 კვი­რის წინ არ და­წყე­ბუ­ლა. ბრძო­ლა წლე­ბის წინ, „გავ­რი­ლო­ვის ღა­მეს“ და­ი­წყო. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აჩ­ვე­ნა თუ რო­გორ სჯი­და ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც რუ­სე­თი არ უნდა.

- იმ ღა­მეს ერთ-ერთი დას­ჯი­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი შენ ხარ, რუს­თა­ველ­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად ჯან­მრთე­ლო­ბა და­ტო­ვე...

- არა მარ­ტო მე, კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო იქ, თუმ­ცა, რო­გორც ვთქვი, ბევ­რი რამ დღეს შეც­ვლი­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა სა­ხე­ში ნაკ­ლებ ტყვი­ას გვეს­ვრი­ან და ნაკ­ლე­ბი და­მიზ­ნე­ბით გვხვდე­ბა ისი­ნი, სა­მა­გი­ე­როდ, რეპ­რე­სი­ე­ბია გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. სხვა რა ხდე­ბო­და 37 წელს?! თუნ­დაც რუ­სუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დგომ პე­რი­ო­დებ­ში?! კარ­გი იყო აქამ­დე საქ­მე არ მიგ­ვეყ­ვა­ნა და სის­ტე­მას ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი არ შეს­წი­რო­და. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ კი­დევ რა სჭირ­დე­ბა ხალ­ხს იმის­თვის, რომ მა­სობ­რი­ვად ხმა ამო­ი­ღოს?! ვერ ვხდე­ბი, რა­ტომ არ შე­უძ­ლია რი­გით მო­ქა­ლა­ქეს, რომ ცოტა ხანს მა­ინც თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბი დათ­მოს. მე, რო­მელ­მაც გა­ხა­რი­ას მი­ნის­ტრო­ბის, პრე­მი­ე­რო­ბის დროს თვა­ლი დავ­კარ­გე, აქ­ცი­ა­ზე მი­წევს მას­თან ერ­თად დგო­მა...

მეც მაქვს ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლე­ბი, ზოგ­ჯერ ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბი, სად არის შენი პრინ­ცი­პე­ბი?! მაგ­რამ ამ წუ­თას მხო­ლოდ სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებ­ზე ფიქ­რი არ შე­მიძ­ლია, რად­გან ჩვე­ნი მთა­ვა­რი მტე­რი პრო­რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში გვი­ზის. ვიცი, რომ ამ დროს რა­ღაც­ნა­ი­რად სა­კუ­თა­რი უნდა დავ­თმო. ახლა თა­ვის და­ნე­ბე­ბის დრო არ გვაქვს, რად­გან ამ­დე­ნი 17-18 წლის ბავ­შვია და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ აქ­ცი­ებს მათი სა­ხე­ლი ჰქვია. სულ რომ ბოლო ადა­მი­ა­ნი ვიყო, რა­ღა­ცას მა­ინც გა­ვა­კე­თებ, რომ ისი­ნი იქ არ დაგ­ვრჩნენ. მარ­თლა ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ...

- 4 წლის წინ დარ­ბე­ულ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნდი, სა­ო­ცა­რი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­ცა­დე. რო­გო­რია შენ­თვის ამ­დე­ნი ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი და ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნის ხილ­ვა?

- ძა­ლი­ან მი­ჭირს მაგ კად­რე­ბის ყუ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით - ცე­მის კად­რე­ბის... უმ­ძი­მე­სი იყო, და­ჩო­ქი­ლი დედა, სპეც­რაზ­მე­ლებს რომ ეუბ­ნე­ბო­და, ჩემი შვი­ლია და მას­თან მი­მიშ­ვით ან გა­მო­უშ­ვი­თო... ეს ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს უკან მაბ­რუ­ნებს, რაც გა­მო­ვი­ა­რე და გა­მოვ­ცა­დე... ყო­ველ ჯერ­ზე ტკი­ვი­ლი მი­ახ­ლდე­ბა... ადა­მი­ა­ნებს ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბის დროს იტა­ცე­ბენ, ბავ­შვე­ბი ბაღ­ში რომ მიჰ­ყავთ, სახ­ლში მაგ დროს უვარ­დე­ბი­ან. ამ ყვე­ლაფ­რის გამო ერთი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი არ არის დას­ჯი­ლი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მეს­მის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, და­კა­ვე­ბუ­ლი და ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის. თი­თო­ე­ულს მინ­და, რომ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო და ჩემი წილი ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო, რომ 5 წლის მერე კი­დევ იმა­ვე რა­ღა­ცე­ბის გავ­ლა უწევთ. ზუს­ტად ვიცი, დედა, მამა რას გრძნო­ბენ იმ მო­მენ­ტში, როცა შვი­ლი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჰყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი.

- 28 ნო­ემ­ბრი­დან აქ­ცი­ებ­ში ხარ ჩარ­თუ­ლი. შენც ხომ არ მოჰ­ყე­ვი დარ­ბე­ვა­ში?

- რამ­დენ­ჯერ­მე გა­ზის გაშ­ვე­ბის დროს მოვ­ყე­ვი და ასე­ვე რამ­დენ­ჯერ­მე ალ­ყა­შიც რომ მოგ­ვაქ­ცი­ეს, იქ ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლი 2 დღე ემო­ცი­უ­რად მი­ჭირ­და. რა თქმა უნდა, შიში მა­ინც დაგ­ვყვე­ბა, მაგ­რამ ახლა იმ­დე­ნად ძლი­ე­რია ეს გაბ­რა­ზე­ბა და უსა­მარ­თლო­ბის შეგ­რძნე­ბა, არც მახ­სენ­დე­ბა, რომ იქ შე­იძ­ლე­ბა შფოთ­ვა და­მე­წყოს, ან პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა. სა­ერ­თოდ ისე ვარ გან­წყო­ბი­ლი, რომ იქი­დან ვერ მოვ­დი­ვარ. იმ ბავ­შვე­ბის, ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ებს ვერ ვი­ვი­წყებ, თვა­ლი­დან არ ამომ­დის და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, გაშ­ვე­ბუ­ლი გა­ზის, ან წყლის ჭავ­ლის გამო ამ ბრძო­ლა­სა და ამ ბავ­შვე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უარი ვთქვა?!

- 4 წლის წინ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში თა­ვად იყა­ვი - თვა­ლი და­კარ­გე... რო­გო­რია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­სა და და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა?

- ამ ყვე­ლა­ფერს უკვე დიდი ხა­ნია, შეჩ­ვე­უ­ლი ვარ, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ამის გამო შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მქონ­დეს და ერთი თვა­ლით მხედ­ვე­ლო­ბამ ხელი შე­მი­შა­ლოს, მაგ­რამ, რო­გორც ვთქვი, მძი­მე რა­ღა­ცებს შეჩ­ვე­უ­ლი ვარ... ზოგ­ჯერ დის­კომ­ფორ­ტი მაქვს სი­ცი­ვე­ზე, გა­რეთ გას­ვლა­ზე, მაგ­რამ გა­ზის გაშ­ვე­ბი­სას მხო­ლოდ ერთი თვა­ლი მეწ­ვის ხოლ­მე... მოკ­ლედ, ისეთ ბრძო­ლა­ში ვართ, რომ არც მახ­სოვს, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა მაქვს. ფაქ­ტობ­რი­ვად ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა აღარ გაგ­ვაჩ­ნია. ყვე­ლა მე­დი­ა­სა და და­შა­ვე­ბულ ჟურ­ნა­ლისტს, ოპე­რა­ტორს მინ­და, სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო. დიდი მად­ლო­ბა, რომ პრო­ტესტს მხარ­ში ასე უდ­გა­ნან, აშუ­ქე­ბენ და ჩა­ნა­წე­რე­ბის, ფაქ­ტე­ბის ავ­ტო­რე­ბი არი­ან... მე­დი­ის მი­მართ ერთი თხოვ­ნა მექ­ნე­ბა, მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი­დან ყო­ველ­დღი­უ­რად შე­მოგ­დე­ბულ თე­მებ­ზე ყუ­რა­დღე­ბა არ გა­და­ვი­დეს. მინ­და, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის თემა მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყოს. მახ­სოვს, 20 ივ­ნი­სის შემ­დეგ „ქო­ცებს“ რა­ღაც ტრი­უ­კე­ბი ჰქონ­დათ და თე­მე­ბის გა­და­ფარ­ვა ხდე­ბო­და. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დონ, რომ მეტი აქ­ცენ­ტი იყოს დას­ჯი­ლებ­ზე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­ზე და ამა­ზე ბევ­რმა ილა­პა­რა­კოს.

- შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სავ­ლად რა მი­იჩ­ნევ?

- ამა­ზე სულ ვფიქ­რობ, რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ... სა­მე­გობ­როც აქ­ცი­ებ­ზე ერ­თად რომ დავ­დი­ვართ, სულ ვამ­ბობთ, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ და რა შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­სა­ვა­ლი? მი­მაჩ­ნია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ან­მა უნდა მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თოს, რის გა­კე­თე­ბაც შე­უძ­ლია. ჩემი მაქ­სი­მუ­მია, გა­მო­ვი­დე აქ­ცი­ა­ზე, ადა­მი­ა­ნებს ვე­სა­უბ­რო, მუდ­მი­ვად ვახ­სე­ნო ის და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, სის­ტე­მის მიერ დას­ჯი­ლე­ბი... კი, ყვე­ლამ ჩვე­ნი საქ­მე უნდა ვა­კე­თოთ. მე­დი­ებ­მა მე­ტად გახ­სნან ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ეთე­რე­ბი, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ისა­უბ­როს.

ავტორი:

"მე, რომელმაც გახარიას მინისტრობის დროს თვალი დავკარგე, ახლა აქციაზე მასთან ერთად მიწევს დგომა... რატომ არ შეუძლია რიგით მოქალაქეს პრინციპები დათმოს?!" - მაკო გომური

"მე, რომელმაც გახარიას მინისტრობის დროს თვალი დავკარგე, ახლა აქციაზე მასთან ერთად მიწევს დგომა... რატომ არ შეუძლია რიგით მოქალაქეს პრინციპები დათმოს?!" - მაკო გომური

ტყვია საფეთქელს 2 სანტიმეტრით ასცდა, შესაძლოა ყველაფერი სხვანაირად დასრულებულიყო, ერთი შეხედვით გადარჩა, თუმცა თვალი დაკარგა... მაკო გომურის ამბავმა ქვეყანა შეძრა. გოგონა 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველზე აქციის დაშლისას, მძიმედ დაშავდა.

"გავრილოვის ღამიდან“ 5 წელი გავიდა. ეს 5 წელი არ იყო მარტივი... 24 წლის მაკოს დღეს ისევ უწევს აქციაზე დგომა და პროტესტის გამოხატვა. 28 ნოემბრის შემდეგ ის აქტიურად აქციის მონაწილეებს შორისაა...

  • როგორია მისი ემოციები, რას განიცდის, როდესაც სპეცრაზმელების მიერ ნაცემ, დაზარალებულ და დაკავებულ ადამიანებს უყურებს, ამის შესახებ მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

მაკო გომური:

- გეტყვით, რომ გაცხადებულად რუსული მთავრობა გვიზის ქვეყანაში და შიდა რუსულ მტერს ვებრძვით... გაუგონარი რამ ხდება... მიხარია, რომ ამას ბევრი ადამიანი მიხვდა და 20 ივნისთან დღევანდელი დღის შედარება არ შეიძლება. "ქართული ოცნების" ნებისმიერი ნაბიჯი, ქმედება, განცხადება პრორუსული რომაა, ეს ფაქტია და ისიც, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის შეფასებები აშკარად შეცვლილია. ცუდია, რომ ამ სისტემის მსხვერპლი ამდენი ადამიანი გახდა - ამაზე გული ძალიან მწყდება. ირაკლი კობახიძის ესა თუ ის განცხადება და ზოგადად ამ ხელისუფლების პრორუსულობა ძალიან მაბრაზებს. ამიტომ, თუ ბრძოლაზე უარს ვიტყვით, ჩავთვალოთ, რომ მთიანად რუსეთის ხელისუფლებაში აღმოვჩნდებით.

შეიძლება რუსეთი ჩვენთან ომით არ მოვიდეს, ან რად გვინდა ომი?! გაცხადებულად პრორუსული ხელისუფლება გვყავს, რომელიც უბრალოდ ადგება და ჩვენს ქვეყანას რუსეთს ჩააბარებს და გავხდებით რუსეთის გუბერნია, პუტინის ბიზნესცენტრი, ან დასასვენებელი ადგილი. ჩავთვალოთ, რომ ჩვენს ეროვნულობას და თვითმყოფადობას, რომელსაც ეს ადამიანები ასე იცავენ, უბრალოდ დავკარგავთ. გამოსავალი ერთადერთია, ვიბრძოლოთ და რუსეთს ჩვენი ქვეყანა არ გადავცეთ. ძალიან ცუდ პროცესებში ვართ, ამდენხნიანი უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, რაც რეალურად 2 კვირის წინ არ დაწყებულა. ბრძოლა წლების წინ, „გავრილოვის ღამეს“ დაიწყო. "ქართულმა ოცნებამ" რუსეთის ხელისუფლებას აჩვენა თუ როგორ სჯიდა ადამიანებს, ვისაც რუსეთი არ უნდა.

- იმ ღამეს ერთ-ერთი დასჯილი და დაზარალებული შენ ხარ, რუსთაველზე ფაქტობრივად ჯანმრთელობა დატოვე...

- არა მარტო მე, კიდევ ბევრი ადამიანი იყო იქ, თუმცა, როგორც ვთქვი, ბევრი რამ დღეს შეცვლილია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სახეში ნაკლებ ტყვიას გვესვრიან და ნაკლები დამიზნებით გვხვდება ისინი, სამაგიეროდ, რეპრესიებია გაჩაღებული. სხვა რა ხდებოდა 37 წელს?! თუნდაც რუსული მმართველობის შემდგომ პერიოდებში?! კარგი იყო აქამდე საქმე არ მიგვეყვანა და სისტემას ამდენი ადამიანი არ შესწიროდა. ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ რა სჭირდება ხალხს იმისთვის, რომ მასობრივად ხმა ამოიღოს?! ვერ ვხდები, რატომ არ შეუძლია რიგით მოქალაქეს, რომ ცოტა ხანს მაინც თავისი პრინციპები დათმოს. მე, რომელმაც გახარიას მინისტრობის, პრემიერობის დროს თვალი დავკარგე, აქციაზე მიწევს მასთან ერთად დგომა...

მეც მაქვს შინაგანი ბრძოლები, ზოგჯერ ჩემს თავს ვეუბნები, სად არის შენი პრინციპები?! მაგრამ ამ წუთას მხოლოდ საკუთარ პრინციპებზე ფიქრი არ შემიძლია, რადგან ჩვენი მთავარი მტერი პრორუსული ხელისუფლებაა, რომელიც ქვეყანაში გვიზის. ვიცი, რომ ამ დროს რაღაცნაირად საკუთარი უნდა დავთმო. ახლა თავის დანებების დრო არ გვაქვს, რადგან ამდენი 17-18 წლის ბავშვია დაკავებული. ამ აქციებს მათი სახელი ჰქვია. სულ რომ ბოლო ადამიანი ვიყო, რაღაცას მაინც გავაკეთებ, რომ ისინი იქ არ დაგვრჩნენ. მართლა ძალიან გაბრაზებული ვარ...

- 4 წლის წინ დარბეულთა შორის აღმოჩნდი, საოცარი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი გამოცადე. როგორია შენთვის ამდენი ჩალურჯებული, დასისხლიანებული და ნაცემი ადამიანის ხილვა?

- ძალიან მიჭირს მაგ კადრების ყურება, განსაკუთრებით - ცემის კადრების... უმძიმესი იყო, დაჩოქილი დედა, სპეცრაზმელებს რომ ეუბნებოდა, ჩემი შვილია და მასთან მიმიშვით ან გამოუშვითო... ეს ყველაფერი თითქოს უკან მაბრუნებს, რაც გამოვიარე და გამოვცადე... ყოველ ჯერზე ტკივილი მიახლდება... ადამიანებს ძაღლის გასეირნების დროს იტაცებენ, ბავშვები ბაღში რომ მიჰყავთ, სახლში მაგ დროს უვარდებიან. ამ ყველაფრის გამო ერთი სამართალდამცავი არ არის დასჯილი. აბსოლუტურად მესმის დაზარალებული, დაკავებული და ნაცემი ადამიანების ოჯახის წევრების. თითოეულს მინდა, რომ მადლობა გადავუხადო და ჩემი წილი ბოდიში მოვუხადო, რომ 5 წლის მერე კიდევ იმავე რაღაცების გავლა უწევთ. ზუსტად ვიცი, დედა, მამა რას გრძნობენ იმ მომენტში, როცა შვილი ასეთ მდგომარეობაში ჰყავთ დაკავებული.

- 28 ნოემბრიდან აქციებში ხარ ჩართული. შენც ხომ არ მოჰყევი დარბევაში?

- რამდენჯერმე გაზის გაშვების დროს მოვყევი და ასევე რამდენჯერმე ალყაშიც რომ მოგვაქციეს, იქ ვიყავი. პირველი 2 დღე ემოციურად მიჭირდა. რა თქმა უნდა, შიში მაინც დაგვყვება, მაგრამ ახლა იმდენად ძლიერია ეს გაბრაზება და უსამართლობის შეგრძნება, არც მახსენდება, რომ იქ შეიძლება შფოთვა დამეწყოს, ან პანიკური შეტევა. საერთოდ ისე ვარ განწყობილი, რომ იქიდან ვერ მოვდივარ. იმ ბავშვების, ნაცემი ადამიანების სახეებს ვერ ვივიწყებ, თვალიდან არ ამომდის და როგორ შეიძლება, გაშვებული გაზის, ან წყლის ჭავლის გამო ამ ბრძოლასა და ამ ბავშვების გათავისუფლებაზე უარი ვთქვა?!

- 4 წლის წინ უმძიმეს მდგომარეობაში თავად იყავი - თვალი დაკარგე... როგორია დაზარალებულისა და დაშავებულის მდგომარეობაში ყოფნა?

- ამ ყველაფერს უკვე დიდი ხანია, შეჩვეული ვარ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ამის გამო შეიძლება გარკვეული პრობლემები მქონდეს და ერთი თვალით მხედველობამ ხელი შემიშალოს, მაგრამ, როგორც ვთქვი, მძიმე რაღაცებს შეჩვეული ვარ... ზოგჯერ დისკომფორტი მაქვს სიცივეზე, გარეთ გასვლაზე, მაგრამ გაზის გაშვებისას მხოლოდ ერთი თვალი მეწვის ხოლმე... მოკლედ, ისეთ ბრძოლაში ვართ, რომ არც მახსოვს, თუ რა მდგომარეობა მაქვს. ფაქტობრივად ბოლო რამდენიმე დღეა, საკუთარი ცხოვრება აღარ გაგვაჩნია. ყველა მედიასა და დაშავებულ ჟურნალისტს, ოპერატორს მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო. დიდი მადლობა, რომ პროტესტს მხარში ასე უდგანან, აშუქებენ და ჩანაწერების, ფაქტების ავტორები არიან... მედიის მიმართ ერთი თხოვნა მექნება, მთავარი აქცენტებიდან ყოველდღიურად შემოგდებულ თემებზე ყურადღება არ გადავიდეს. მინდა, დაკავებულების თემა მეტად აქტუალური იყოს. მახსოვს, 20 ივნისის შემდეგ „ქოცებს“ რაღაც ტრიუკები ჰქონდათ და თემების გადაფარვა ხდებოდა. ამიტომ მაქსიმალურად ეცადონ, რომ მეტი აქცენტი იყოს დასჯილებზე, დაზარალებულებზე და ამაზე ბევრმა ილაპარაკოს.

- შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლად რა მიიჩნევ?

- ამაზე სულ ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთოთ... სამეგობროც აქციებზე ერთად რომ დავდივართ, სულ ვამბობთ, როგორ მოვიქცეთ და რა შეიძლება იყოს გამოსავალი? მიმაჩნია, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა უნდა მაქსიმუმი გააკეთოს, რის გაკეთებაც შეუძლია. ჩემი მაქსიმუმია, გამოვიდე აქციაზე, ადამიანებს ვესაუბრო, მუდმივად ვახსენო ის დაკავებული ახალგაზრდები, სისტემის მიერ დასჯილები... კი, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. მედიებმა მეტად გახსნან ადამიანებისთვის ეთერები, რომ ამ ყველაფერზე რაც შეიძლება, ბევრმა ადამიანმა ისაუბროს.