მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი...“ - “სკანდალური“ ქანდაკება აიღეს: რა გამოხმაურება მოჰყვა და ვინ არის “სამოთხის კარიბჭის“ ავტორი
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი...“ - “სკანდალური“ ქანდაკება აიღეს: რა გამოხმაურება მოჰყვა და ვინ არის “სამოთხის კარიბჭის“ ავტორი

ქა­ლაქ რუს­თავ­ში, მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ქან­და­კე­ბა, დად­გმი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში აი­ღეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუს­თა­ვის მერ­მა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც სკულპ­ტუ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა.

  • “მინ­და ვუ­თხრა ჩემს თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლებს, რომ ყვე­ლა პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც რუს­თავ­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მათ­თვის კეთ­დე­ბა და რად­გან ამ ქან­და­კე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია და ქან­და­კე­ბა ავი­ღოთ , - ამის შე­სა­ხებ რუს­თა­ვის მერ­მა ნინო ლა­ცა­ბი­ძემ რუს­თავ­ში დად­გმულ ქან­და­კე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­საც დღეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

მისი თქმით, “ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა, რაც დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქან­და­კე­ბას მოჰ­ყვა, ცოტა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო“, რად­გან მო­ქან­და­კე­თა სიმ­პო­ზი­უ­მის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი “ყვე­ლა ქან­და­კე­ბა რუს­თა­ვე­ლებს ნა­ნა­ხი ჰქონ­დათ“.

“არა­ერ­თხელ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ კონ­კრე­ტუ­ლად ამ ქან­და­კე­ბის ფო­ტოც და აქამ­დე, არა­ვი­თა­რი ნე­გა­ტი­ვი არ გა­მო­უწ­ვე­ვია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქან­და­კე­ბა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო წრე­ებ­ში საკ­მა­ოდ ცნო­ბილ სკულპ­ტორს ეკუთ­ვნის, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რუს­თა­ვე­ლე­ბის აზრს და დად­გმულ ქან­და­კე­ბას ავი­ღებთ. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რუს­თა­ვე­ლე­ბის აზრი ყვე­ლა პრო­ექ­ტზე, რო­მელ­საც ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და რა თქმა უნდა, არც ეს შემ­თხვე­ვა არ იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი”, - აღ­ნიშ­ნავს ნინო ლა­ცა­ბი­ძე.

მას შემ­დეგ, რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქან­და­კე­ბის ფოტო გა­მოჩ­ნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ის გა­აკ­რი­ტი­კა. რო­გორც ისი­ნი წერ­დნენ, “სა­მო­თხის კა­რიბ­ჭე“ მათ­ში სხვა­დას­ხვა ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევ­და, იყო უხერ­ხუ­ლი შე­და­რე­ბე­ბიც.

  • რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჩი­ნე­ლი მო­ქან­და­კის ზაო ლეის მიერ შექ­მნი­ლი ძეგლი “პორ­ტა­ლი სა­მო­თხის კა­რიბ­ჭე“ მო­ქან­და­კე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მის ფარ­გლებ­ში დამ­ზად­და და გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც.

“2024 წელს რუს­თავ­ში მო­ქან­და­კე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მის ჩა­ტა­რე­ბის ტრა­დი­ცია აღ­დგა. სიმ­პო­ზი­უმ­ში 14 ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სკულპ­ტო­რი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

  • ქან­და­კე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით “პორ­ტა­ლი/ სა­მო­თხის კა­რიბ­ჭე", შექ­მნი­ლია რუს­თა­ვის მო­ქან­და­კე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მის ფარ­გლებ­ში და მისი ავ­ტო­რია ჩი­ნე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ზაო ლეი.

  • qandakebaმო­ქან­და­კე ზაო ლეი

ზაო ლეი არის ჩი­ნე­ლი მო­ქან­და­კე, პე­კი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სო­რი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი 50-ზე მეტ სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმ­ში. არის რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი.

რუს­თა­ვის მო­ქან­და­კე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მის ფარ­გლებ­ში, ექ­სკლუ­ზი­უ­რად რუს­თა­ვის­თვის 14 ქან­და­კე­ბა შე­იქ­მნა და მათი გან­თავ­სე­ბა, ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა უბან­ში, ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს,“ - ავ­რცე­ლებს “მო­ქან­და­კე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მი.“

ვი­დეო: Info rustavi

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი...“ - “სკანდალური“ ქანდაკება აიღეს: რა გამოხმაურება მოჰყვა და ვინ არის “სამოთხის კარიბჭის“ ავტორი

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი...“ - “სკანდალური“ ქანდაკება აიღეს: რა გამოხმაურება მოჰყვა და ვინ არის “სამოთხის კარიბჭის“ ავტორი

ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის სახელობის ქუჩაზე განთავსებული ქანდაკება, დადგმიდან რამდენიმე საათში აიღეს. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის მერმა მას შემდეგ მიიღო, რაც სკულპტურამ საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.

  • “მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ, მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ , - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავში დადგმულ ქანდაკებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც დღეს მოქალაქეების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

მისი თქმით, “ნეგატიური შეფასება, რაც დღეს სოციალურ ქსელში ქანდაკებას მოჰყვა, ცოტა მოულოდნელი იყო“, რადგან მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი “ყველა ქანდაკება რუსთაველებს ნანახი ჰქონდათ“.

“არაერთხელ გამოვაქვეყნეთ კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოც და აქამდე, არავითარი ნეგატივი არ გამოუწვევია.

მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება სახელოვნებო წრეებში საკმაოდ ცნობილ სკულპტორს ეკუთვნის, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს და დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი ყველა პროექტზე, რომელსაც ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა არ იქნება გამონაკლისი”, - აღნიშნავს ნინო ლაცაბიძე.

მას შემდეგ, რას სოციალურ ქსელში ქანდაკების ფოტო გამოჩნდა, საზოგადოების ნაწილმა ის გააკრიტიკა. როგორც ისინი წერდნენ, “სამოთხის კარიბჭე“ მათში სხვადასხვა ასოციაციას იწვევდა, იყო უხერხული შედარებებიც.

  • როგორც აღმოჩნდა, ჩინელი მოქანდაკის ზაო ლეის მიერ შექმნილი ძეგლი “პორტალი სამოთხის კარიბჭე“ მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში დამზადდა და გაიმარჯვა კიდეც.

“2024 წელს რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია აღდგა. სიმპოზიუმში 14 ქართველი და უცხოელი სკულპტორი იღებდა მონაწილეობას.

  • ქანდაკება სახელწოდებით “პორტალი/ სამოთხის კარიბჭე", შექმნილია რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში და მისი ავტორია ჩინელი ხელოვანი ზაო ლეი.

  • qandakebaმოქანდაკე ზაო ლეი

ზაო ლეი არის ჩინელი მოქანდაკე, პეკინის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორი, მონაწილეობა აქვს მიღებული 50-ზე მეტ საერთაშორისო სიმპოზიუმში. არის რამდენიმე საერთაშორისო, სახელოვნებო ორგანიზაციის წევრი.

რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, ექსკლუზიურად რუსთავისთვის 14 ქანდაკება შეიქმნა და მათი განთავსება, ქალაქის სხვადასხვა უბანში, ეტაპობრივად მიმდინარეობს,“ - ავრცელებს “მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი.“

ვიდეო: Info rustavi