მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებთ მთავრობას, რომ..." - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო
"მოვუწოდებთ  მთავრობას, რომ..." - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო

"ცხა­დად ვდგა­ვართ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბის წი­ნა­შე, ამი­ტომ სას­წრა­ფოდ მი­ღე­ბულ უნდა იქ­ნეს გა­დამ­წყვე­ტი ზო­მე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ცე­სის ხელ­შე­სა­წყო­ბად", - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • სა­პატ­რი­არ­ქოს გან­მარ­ტე­ბით, "ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორ­ზე უც­ნო­ბი პი­რე­ბის თავ­დას­ხმა სა­ფუძ­ვლი­ან შიშს იწ­ვევს, რომ პრო­ცე­სი უმარ­თა­ვი გახ­დე­ბა და მსგავ­სი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი გახ­შირ­დე­ბა.

სა­პატ­რი­არ­ქო მო­უ­წო­დებთ მთავ­რო­ბას და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ი­ძი­ონ და ალაგ­მონ მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში.

"სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა კვლავ და­ძა­ბუ­ლია. გუ­შინ სა­ღა­მოს "ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორ­ზე უც­ნო­ბი პი­რე­ბის თავ­დას­ხმა სა­ფუძ­ვლი­ან შიშს იწ­ვევს, რომ პრო­ცე­სი უმარ­თა­ვი გახ­დე­ბა და მსგავ­სი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი გახ­შირ­დე­ბა. ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებთ, რომ ეკ­ლე­სი­ის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ძა­ლა­დო­ბა და აგ­რე­სია, ის არა­ჯან­სა­ღი პრო­ცე­სე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხა­რე­ე­ბად გახ­ლე­ჩას და და­პი­რის­პი­რე­ბას. მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ი­ძი­ონ და ალაგ­მონ მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში. ცხა­დად ვდგა­ვართ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბის წი­ნა­შე, ამი­ტომ სას­წრა­ფოდ მი­ღე­ბულ უნდა იქ­ნეს გა­დამ­წყვე­ტი ზო­მე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ცე­სის ხელ­შე­სა­წყო­ბად.

მივ­მარ­თავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რს, გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა, არ აჰ­ყვნენ პრო­ვო­კა­ცი­ას, გა­მო­ი­ჩი­ნონ მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­შე­კა­ვე­ბა და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა. გა­ვუფრ­თხილ­დეთ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს და ამ რთულ დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ვაძ­ლი­ე­როთ ლოც­ვა მშვი­დო­ბი­სა და ერ­თო­ბი­სათ­ვის! "უფალ­მან ძალი ერსა თვის­სა მოს­ცეს, უფალ­მან აკურ­თხოს ერი თვი­სი მშვი­დო­ბით" (ფს. 28, 11)“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მოვუწოდებთ მთავრობას, რომ..." - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო

"მოვუწოდებთ  მთავრობას, რომ..." - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო

"ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, ამიტომ სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის ხელშესაწყობად", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

  • საპატრიარქოს განმარტებით, "ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება.

საპატრიარქო მოუწოდებთ მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში.

"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ საღამოს "ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში. ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, ამიტომ სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის ხელშესაწყობად.

მივმართავთ საზოგადოების ყველა წევრს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და შეხედულებისა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და კეთილგონიერება. გავუფრთხილდეთ თანამოქალაქეებს და ამ რთულ დღეებში განსაკუთრებულად გავაძლიეროთ ლოცვა მშვიდობისა და ერთობისათვის! ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით" (ფს. 28, 11)“,-აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.