მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
"ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ურ­თი­ერთ სი­ძულ­ვი­ლის ენამ და და­უნ­დო­ბელ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ გა­და­ფა­რა საღი აზრი და ერ­თო­ბის გრძნო­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ამ­ბებს ეხ­მი­ა­ნე­ბა.

  • რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ნიღ­ბი­ან, ამო­უც­ნობ პირ­თა ჯგუ­ფის მხრი­დან სას­ტი­კი, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, მით უმე­ტეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე, სა­ხი­ფა­თო ნი­შა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა­ში.

"უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ურ­თი­ერთ სი­ძულ­ვი­ლის ენამ და და­უნ­დო­ბელ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ გა­და­ფა­რა საღი აზრი და ერ­თო­ბის გრძნო­ბა. ეს სა­ერ­თო პრობ­ლე­მად უნდა აღიქ­მე­ბო­დეს და ერ­თად ვფიქ­რობ­დეთ ამის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე.

დღეს სა­ღა­მოს ვი­ხი­ლეთ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი, რო­მელ­მაც მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო.

მრა­ვა­ლი ვერ­სია ის­მის მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, რაც არ უნდა გა­ირ­კვეს, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ნიღ­ბი­ან, ამო­უც­ნობ პირ­თა ჯგუ­ფის მხრი­დან სას­ტი­კი, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, მით უმე­ტეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე, სა­ხი­ფა­თო ნი­შა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა­ში.

თა­ვი­სი სიმ­ძი­მით, ეს ფაქ­ტი სცილ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მი­მართ გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას, სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბა­საც იწ­ვევს და ზო­გა­დად აჩენს და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდას.

სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, შეს­ძლოს ყვე­ლა ზო­მის მი­ღე­ბა, იმი­სათ­ვის რომ მოხ­დეს ფაქ­ტის სწრა­ფი გა­მო­ძი­ე­ბა და სრუ­ლი­ად გა­მო­ი­რი­ცხოს მსგავ­სი შემ­თხვე­ვის გან­მე­ო­რე­ბა მო­მა­ვალ­ში. ვფიქ­რობ, ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვმარ­თებს, მეტი მოთ­მი­ნე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სად­მი, თი­თო­ე­ულ­მა უნდა ვიზ­რუ­ნოთ და­ძა­ბუ­ლო­ბის ჩა­ცხრო­ბა­ზე, ნუ წა­ვა­ქე­ზებთ ჩვენს შვი­ლებს ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. სი­ძულ­ვი­ლით ნათ­ქვა­მი ყო­ვე­ლი სი­ტყვა, ჩვენს გა­რე­მო­ში­ვე ითე­სე­ბა და უკან­ვე გვიბ­რუნ­დე­ბა ამა თუ იმ სა­ხით.

იესო ქრის­ტე გვას­წავ­ლის ერ­თმა­ნე­თის სიმ­ძი­მის ტვირ­თვას. ღვარ­ძლს ნუ დავ­თე­სავთ, თო­რემ ამას­ვე მო­ვიმ­კით.

ჩემი თა­ო­ბა ში­შით ვუ­ყუ­რებთ წარ­სულს და გვახ­სოვს დე­და­ქა­ლაქ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დღე­ე­ბი, ოჯა­ხე­ბის და­ყო­ფა, ძმე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. დღეს ურ­თი­ერ­თგა­უ­ტან­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმა­ზე ნაკ­ლე­ბი არაა. რა­ღა­ცამ უნდა დაგ­ვა­ფიქ­როს, ვიკ­მა­როთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლა.

დღეს ზედ­მე­ტია თა­ვის მარ­თლე­ბის და რა­დი­კა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბა. რაც არ უნდა სხვა­ო­ბა იყოს შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ში. რო­გორ ვართ მარ­თლე­ბი, თუ ერ­თმა­ნე­თი­სად­მი გა­მოქ­ვა­ბუ­ლის სი­ძულ­ვი­ლი გვი­პყრობს?პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვის ნიშ­ნებს არ უნდა კარ­გავ­დეს.

ღმერ­თმა ინე­ბოს მშვი­დო­ბა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში,სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­თვის იმარ­ჯვებს", - წერს ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებაში ურთიერთ სიძულვილის ენამ და დაუნდობელმა დაპირისპირებამ გადაფარა საღი აზრი და ერთობის გრძნობა", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ ამბებს ეხმიანება.

  • როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში.

"უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებაში ურთიერთ სიძულვილის ენამ და დაუნდობელმა დაპირისპირებამ გადაფარა საღი აზრი და ერთობის გრძნობა. ეს საერთო პრობლემად უნდა აღიქმებოდეს და ერთად ვფიქრობდეთ ამის გამოსწორებაზე.

დღეს საღამოს ვიხილეთ ფიზიკური ანგარიშსწორების უმძიმესი კადრები, რომელმაც მთელი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

მრავალი ვერსია ისმის მომხდარის შესახებ, თუმცა საბოლოოდ, რაც არ უნდა გაირკვეს, ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში.

თავისი სიმძიმით, ეს ფაქტი სცილდება პოლიტიკური შეხედულებების მიმართ განსხვავებულობას, სრულიად აპოლიტიკური საზოგადოების შეშფოთებასაც იწვევს და ზოგადად აჩენს დაუცველობის განცდას.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, შესძლოს ყველა ზომის მიღება, იმისათვის რომ მოხდეს ფაქტის სწრაფი გამოძიება და სრულიად გამოირიცხოს მსგავსი შემთხვევის განმეორება მომავალში. ვფიქრობ, ჩვენ, საზოგადოებას გვმართებს, მეტი მოთმინება ერთმანეთისადმი, თითოეულმა უნდა ვიზრუნოთ დაძაბულობის ჩაცხრობაზე, ნუ წავაქეზებთ ჩვენს შვილებს ერთმანეთის წინააღმდეგ. სიძულვილით ნათქვამი ყოველი სიტყვა, ჩვენს გარემოშივე ითესება და უკანვე გვიბრუნდება ამა თუ იმ სახით.

იესო ქრისტე გვასწავლის ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვას. ღვარძლს ნუ დავთესავთ, თორემ ამასვე მოვიმკით.

ჩემი თაობა შიშით ვუყურებთ წარსულს და გვახსოვს დედაქალაქში სამოქალაქო ომის დღეები, ოჯახების დაყოფა, ძმების დაპირისპირება, რომლის შედეგებიც წლების განმავლობაში არ განელებულა. დღეს ურთიერთგაუტანლობა საზოგადოებაში იმაზე ნაკლები არაა. რაღაცამ უნდა დაგვაფიქროს, ვიკმაროთ ამ მიმართულებით სვლა.

დღეს ზედმეტია თავის მართლების და რადიკალური პოზიციის დაკავება. რაც არ უნდა სხვაობა იყოს შეხედულებებში. როგორ ვართ მართლები, თუ ერთმანეთისადმი გამოქვაბულის სიძულვილი გვიპყრობს?პასუხისმგებლიანი საზოგადოება ერთმანეთზე ზრუნვის ნიშნებს არ უნდა კარგავდეს.

ღმერთმა ინებოს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში,სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.