პოლიტიკა
მსოფლიო

19

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 04:12-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
"სპორტსმენებს მოგმართავთ, "სთორები" რომ დადეთ, იმ კადრებსაც ნახავდით პატარა ბავშვებს როგორ უქსევენ პოლიციელებს... ამ ძალადობრივ რაღაცებზე რეაქცია არ გაქვთ?" - მიშა მესხი
"სპორტსმენებს მოგმართავთ, "სთორები" რომ დადეთ, იმ კადრებსაც ნახავდით პატარა ბავშვებს როგორ უქსევენ პოლიციელებს... ამ ძალადობრივ რაღაცებზე რეაქცია არ გაქვთ?" - მიშა მესხი

პო­ლი­ტი­კოს­მა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წინა მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ­მა, მიშა მეს­ხმა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნებს მი­მარ­თავს.

  • მომ­ღე­რალ სოფო ბე­დი­ას ქმა­რი, ამ­ბობს, რომ სპორ­ტსმე­ნებ­მა რო­გორც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა დაგ­მეს,ასე­ვე შე­ფა­სე­ბა უნდა გა­ა­კე­თონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან პო­ლი­ცი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბა­ზე

- მო­გე­სალ­მე­ბით მე­გობ­რე­ბო, პა­ტა­რა კო­მენ­ტა­რი მინ­და გა­ვა­კე­თო სპორ­ტსმე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ფეხ­ბურ­თე­ლი იქ­ნე­ბა, მო­რაგ­ბე თუ კა­ლათ­ბურ­თე­ლი, "სთო­რე­ბი" რომ და­დეთ, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან ცუ­დია როცა წაქ­ცე­ულ ადა­მი­ანს ურტყა­მენ, ცუდი და­სა­ნა­ხია და ვგმობ ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­შას მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბა თუ დღე­ვან­დე­ლი.

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი თუნ­დაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე იყოს, სამი კაცი ერთ კაცს ურტყამს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. მინ­და, ამ სპორ­ტსმე­ნებს შე­ვე­კი­თხო, მას შემ­დეგ, იმ კად­რებ­საც ნა­ხავ­დით პა­ტა­რა ბავ­შვებს რო­გორ უქ­სე­ვენ პო­ლი­ცი­ე­ლებს. 8-10 წლის ბავ­შვებს... ამის შემ­დეგ ცდი­ლო­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი დაწ­ვან, შემ­დეგ ქა­ლაქ­ზე და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე არ მაქვს სა­უ­ბა­რი. აი, ამ ძა­ლა­დობ­რივ რა­ღა­ცებ­ზე რე­აქ­ცია არ გაქვთ? - ანუ სულ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი თუ ამ ყვე­ლა­ფერს იმით „აპ­რა­ვებთ“, რომ ევ­რო­პა­შიც ხდე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი? - მინ­და გი­თხრათ, რომ ევ­რო­პა­ში მა­გა­ზე უა­რე­სე­ბი ხდე­ბა სპეც­რაზ­მის მხრი­დან, მაგ­რამ არა­ნა­ი­რად არ „ვაპ­რა­ვებ„ ამ საქ­ცი­ელს. ვგმობ ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას და თქვენ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს გცემთ ყვე­ლა სპორ­ტსმენს, რა პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვაც არ უნდა გქონ­დეთ, რაც არ უნდა და­დოთ.

მე იმ ბრბოს არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვის გამო ადა­მი­ა­ნებს აბუ­ლინ­გე­ბენ. რო­მე­ლი­მე სპორ­ტსმენს თუნ­დაც ისეთ ლე­გენ­და­რულ სპორ­ტსმე­ნებს რო­გო­რიც გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლია, ლაშა ტა­ლა­ხა­ძეა, ლაშა ბე­ქა­უ­რია, ხომ შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­უძ­ლონ მათ­მა დე­დებ­მა, შვი­ლებ­მა, მე­უღ­ლე­ებ­მა ამ ბუ­ლინგს... რო­მე­ლი­მეს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ა­ცხა­დე­ბი­ნათ და და­გი­წე­რი­ათ, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბა?

ისევ და ისევ პა­ტი­ვის­ცე­მა, ძა­ლი­ან გგულ­შე­მატ­კივ­რობთ და მიყ­ვარ­ხართ, მაგ­რამ რო­მე­ლი­მეს ამო­გი­ღი­ათ ხმა? - პო­ლი­ცი­ე­ლებს რომ წვა­ვენ და ხმას არ იღებთ, ეს მო­სუ­ლა? - მინ­და, გი­თხრათ ჩემო კარ­გე­ბო, ხვალ რომ ომი და­ი­წყოს ამ ქვე­ყა­ნა­ში და მტე­რი შე­მოგ­ვე­სი­ოს თქვენ მანდ და­კავ­დე­ბით მა­ი­სუ­რებ­ზე წარ­წე­რე­ბით - არა ომს, ამ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა აქ უნდა იო­მონ და და­იც­ვან ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, აი, ეს არის სი­მარ­თლე. ძა­ლი­ან გთხოვთ, მხა­რედ ნუ იქ­ცე­ვით. რად­გან მე­ო­რე მხა­რე არ გა­ბუ­ლინ­გებთ იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე­ო­რე მხა­რეს გა­და­უ­ა­როთ.

რად­გან ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, მე ვფიქ­რობ, თქვენს სი­ტყვას თუ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მე მგო­ნი თქვე­ნი სათ­ქმე­ლი უნდა თქვათ ხოლ­მე. ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლი არ უნდა მო­ხარ­შოთ ერთ ქვაბ­ში და ის რომ, მშვი­დო­ბი­ან აქ­ტი­ვისტს რომ ეძა­ხით, რო­გორ წვავს პო­ლი­ცი­ელს, ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებთ და ამა­ზე რე­აქ­ცია არ გაქვთ, ცოტა არ იყოს ტე­ხავს. წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და გი­სურ­ვოთ ყვე­ლას, სულ სა­მე­ფო კლუ­ბებ­ში გე­თა­მა­შოთ კა­ლათ­ბურთშიც, ფეხ­ბურთშიც და რაგბ­შიც და მინ­და გი­სურ­ვოთ რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იყოს მშვი­დო­ბი­ა­ნი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კვირის შეჯამება ნიუსრუმიდან და პალიტრა მედიის ახალი პროექტები
ავტორი:

"სპორტსმენებს მოგმართავთ, "სთორები" რომ დადეთ, იმ კადრებსაც ნახავდით პატარა ბავშვებს როგორ უქსევენ პოლიციელებს... ამ ძალადობრივ რაღაცებზე რეაქცია არ გაქვთ?" - მიშა მესხი

"სპორტსმენებს მოგმართავთ, "სთორები" რომ დადეთ, იმ კადრებსაც ნახავდით პატარა ბავშვებს როგორ უქსევენ პოლიციელებს... ამ ძალადობრივ რაღაცებზე რეაქცია არ გაქვთ?" - მიშა მესხი

პოლიტიკოსმა და „ქართული ოცნების“ წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატმა, მიშა მესხმა, სოციალურ ქსელში ვრცელი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ძირითადად ქართველი სპორტსმენებს მიმართავს.

  • მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, ამბობს, რომ სპორტსმენებმა როგორც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება დაგმეს,ასევე შეფასება უნდა გააკეთონ საზოგადოების ნაწილის მხრიდან პოლიციაზე ძალადობაზე

- მოგესალმებით მეგობრებო, პატარა კომენტარი მინდა გავაკეთო სპორტსმენებთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელი იქნება, მორაგბე თუ კალათბურთელი, "სთორები" რომ დადეთ, ნამდვილად ძალიან ცუდია როცა წაქცეულ ადამიანს ურტყამენ, ცუდი დასანახია და ვგმობ ყველანაირ ძალადობას, არ აქვს მნიშვნელობა მიშას მთავრობა იქნება თუ დღევანდელი.

როდესაც ადამიანი თუნდაც ჩვეულებრივი მოქალაქე იყოს, სამი კაცი ერთ კაცს ურტყამს ჩემთვის მიუღებელია. მინდა, ამ სპორტსმენებს შევეკითხო, მას შემდეგ, იმ კადრებსაც ნახავდით პატარა ბავშვებს როგორ უქსევენ პოლიციელებს. 8-10 წლის ბავშვებს... ამის შემდეგ ცდილობენ პოლიციელები დაწვან, შემდეგ ქალაქზე და ინფრასტრუქტურაზე არ მაქვს საუბარი. აი, ამ ძალადობრივ რაღაცებზე რეაქცია არ გაქვთ? - ანუ სულ პოლიციელები არიან დამნაშავეები თუ ამ ყველაფერს იმით „აპრავებთ“, რომ ევროპაშიც ხდება ასეთი რაღაცები? - მინდა გითხრათ, რომ ევროპაში მაგაზე უარესები ხდება სპეცრაზმის მხრიდან, მაგრამ არანაირად არ „ვაპრავებ„ ამ საქციელს. ვგმობ ყველანაირ ძალადობას და თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ ყველა სპორტსმენს, რა პოლიტიკური ხედვაც არ უნდა გქონდეთ, რაც არ უნდა დადოთ.

მე იმ ბრბოს არ მივეკუთვნები, რომლებიც პოლიტიკური ხედვის გამო ადამიანებს აბულინგებენ. რომელიმე სპორტსმენს თუნდაც ისეთ ლეგენდარულ სპორტსმენებს როგორიც გენო პეტრიაშვილია, ლაშა ტალახაძეა, ლაშა ბექაურია, ხომ შეიძლება ვერ გაუძლონ მათმა დედებმა, შვილებმა, მეუღლეებმა ამ ბულინგს... რომელიმეს სოლიდარობა გამოაცხადებინათ და დაგიწერიათ, რომ ასე არ შეიძლება?

ისევ და ისევ პატივისცემა, ძალიან გგულშემატკივრობთ და მიყვარხართ, მაგრამ რომელიმეს ამოგიღიათ ხმა? - პოლიციელებს რომ წვავენ და ხმას არ იღებთ, ეს მოსულა? - მინდა, გითხრათ ჩემო კარგებო, ხვალ რომ ომი დაიწყოს ამ ქვეყანაში და მტერი შემოგვესიოს თქვენ მანდ დაკავდებით მაისურებზე წარწერებით - არა ომს, ამ პოლიციელებმა აქ უნდა იომონ და დაიცვან ჩვენი ქვეყანა, აი, ეს არის სიმართლე. ძალიან გთხოვთ, მხარედ ნუ იქცევით. რადგან მეორე მხარე არ გაბულინგებთ იმას არ ნიშნავს, რომ მეორე მხარეს გადაუაროთ.

რადგან ასეთი სიტუაციაა, მე ვფიქრობ, თქვენს სიტყვას თუ ასეთი მნიშვნელობა აქვს და მართლაც მნიშვნელობა აქვს, მე მგონი თქვენი სათქმელი უნდა თქვათ ხოლმე. ყველა პოლიციელი არ უნდა მოხარშოთ ერთ ქვაბში და ის რომ, მშვიდობიან აქტივისტს რომ ეძახით, როგორ წვავს პოლიციელს, ამ ყველაფერს უყურებთ და ამაზე რეაქცია არ გაქვთ, ცოტა არ იყოს ტეხავს. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას, სულ სამეფო კლუბებში გეთამაშოთ კალათბურთშიც, ფეხბურთშიც და რაგბშიც და მინდა გისურვოთ რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მშვიდობიანი.

წაიკითხეთ ასევე: