პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"... კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს” - ირაკლი კობახიძესთან დებატზე თინა ხიდაშელიც უარს ამბობს
"... კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს” - ირაკლი კობახიძესთან დებატზე თინა ხიდაშელიც უარს ამბობს

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებ­თან - პრე­მი­ერ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბა­ტებ­ზე არც თინა ხი­და­შე­ლი მი­დის.

დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვლა მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე­მაც.

“პა­პუ­ნას გზავ­ნი­ლის შემ­დეგ დე­ბა­ტე­ბი არ იქ­ნე­ბა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რა და რო­გორ მი­მაჩ­ნია სწო­რედ, ამას აღარ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

- ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მეა იმ არა­რა­ო­ბის­თვის სათ­ქმე­ლი თავს რომ პრე­მი­ერს ეძა­ხის, იმ აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე სა­დაც თავს უკეთ და კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. მე მჯე­რა რომ ყვე­ლა მათი ტრი­ბუ­ნა უნდა და­ვი­კა­ვოთ და რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­სა­ხურ­ში ჩა­ვა­ყე­ნოთ. ჩემ­თვის, და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილ­მა ეს ვერ და სამ­წუ­ხა­რო კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა.

- იმ დიდი სათ­ქმე­ლი­დან, რო­მე­ლიც უნდა უთხრა და სახე აა­ხიო ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სათ­ქმე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას.

სა­კუ­თა­რი ხალ­ხის, ქვეყ­ნის პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი ადა­მი­ა­ნი იმ­წამ­სვე რო­დე­საც მას უთხრეს სა­ქარ­თვე­ლო­ში გაჩ­ნდნენ ბი­ჭე­ბი და გო­გო­ნე­ბი რომ­ლე­ბიც სუ­ლის­შემ­ძვრელ ის­ტო­რი­ებს ჰყვე­ბი­ან

- პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ,

- "დუ­ბინ­კე­ბით" გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მუ­ქა­რის შე­სა­ხებ,

- გო­გო­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან რო­გორ გა­დაჰ­ყავ­დათ და­ჩო­ქი­ლე­ბი პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნით და სხვა...

იმ წამ­სვე უნდა მი­დი­ო­დეს ამ ადა­მი­ა­ნებ­თან, უნდა ეძებ­დეს მათ, კარს თუ არ გა­უ­ღე­ბენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს რომ და­ე­ლა­პა­რა­კოს და მათ­თან ერ­თად მო­ძებ­ნოს, პა­სუ­ხი მოს­თხო­ვოს, და­სა­ჯოს ყვე­ლა სა­დის­ტი და მო­ძა­ლა­დე. მაგ­რამ რო­დე­საც ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ამ უსუ­ლო მო­ძა­ლა­დე­ებს დილა სა­ღა­მოს მად­ლო­ბას უხდი თა­ვა­დაც ისე­თი­ვე უსუ­ლო მო­ძა­ლა­დე, მათი წამ­ხა­ლი­სე­ბე­ლი და მხარ­დამ­ჭე­რი ხარ და სწო­რედ ამი­ტომ უბ­რა­ლოდ კი არ უნდა წახ­ვი­დე, არა­მედ კა­ნო­ნის ყვე­ლა­ზე უფრო მეტი სი­სას­ტი­კით უნდა და­ი­სა­ჯო.

  • მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი ეს არის:

- შეხ­ვდი, და­ე­ლა­პა­რა­კე ნა­ცემ, ნა­წა­მებ ადა­მი­ა­ნებს…

- აღას­რუ­ლე სა­მარ­თა­ლი მათ­თვის და მათი სა­ხე­ლით....

ამა­სო­ბა­ში დღეს კი­დევ უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი რეპ­რე­სი­ე­ბი და­ი­წყეს”, - წერს ხი­და­შე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დღეს, 22:00 სა­ათ­ზე, “სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ ეთერ­ში და­გეგ­მი­ლი იყო დე­ბა­ტე­ბი, რა ფორ­მატ­შიც პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფილ მი­ნის­ტრებს თინა ხი­და­შელს და მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ უნდა მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

2 დე­კემ­ბერს, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კი­თხზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრო­ტეს­ტი ადას­ტუ­რებს, რომ “ქვე­ყა­ნა­ში წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა“ არ­სე­ბობს. ამა­ვე სხდო­მა­ზე კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მზად არის ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე სა­ჯა­რო ან არა­სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ის­თვის “გულ­წრფელ ადა­მი­ა­ნებ­თან“, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი “სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გო“.

პირ­და­პი­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით, დე­ბა­ტე­ბის ფორ­მატ­ში, მას­თან დის­კუ­სი­ის მზა­ო­ბა თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა და სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ გა­მოთ­ქვეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"... კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს” - ირაკლი კობახიძესთან დებატზე თინა ხიდაშელიც უარს ამბობს

"... კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს” - ირაკლი კობახიძესთან დებატზე თინა ხიდაშელიც უარს ამბობს

“ქართული ოცნების“ ლიდერებთან - პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან სატელევიზიო დებატებზე არც თინა ხიდაშელი მიდის.

დებატებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება შეცვლა მიხეილ ჯანელიძემაც.

“პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. იმის მიუხედავად, რა და როგორ მიმაჩნია სწორედ, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.

- ძალიან ბევრი რამეა იმ არარაობისთვის სათქმელი თავს რომ პრემიერს ეძახის, იმ აუდიტორიის წინაშე სადაც თავს უკეთ და კომფორტულად გრძნობს. მე მჯერა რომ ყველა მათი ტრიბუნა უნდა დავიკავოთ და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში ჩავაყენოთ. ჩემთვის, და წინააღმდეგობის მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ნაწილმა ეს ვერ და სამწუხარო კითხვები გაჩნდა.

- იმ დიდი სათქმელიდან, რომელიც უნდა უთხრა და სახე აახიო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას.

საკუთარი ხალხის, ქვეყნის პატივისმცემელი ადამიანი იმწამსვე როდესაც მას უთხრეს საქართველოში გაჩნდნენ ბიჭები და გოგონები რომლებიც სულისშემძვრელ ისტორიებს ჰყვებიან

- პოლიციელების ძალადობის შესახებ,

- "დუბინკებით" გაუპატიურების მუქარის შესახებ,

- გოგონები ჰყვებიან როგორ გადაჰყავდათ დაჩოქილები პოლიციის მანქანით და სხვა...

იმ წამსვე უნდა მიდიოდეს ამ ადამიანებთან, უნდა ეძებდეს მათ, კარს თუ არ გაუღებენ ყველაფერი გააკეთოს რომ დაელაპარაკოს და მათთან ერთად მოძებნოს, პასუხი მოსთხოვოს, დასაჯოს ყველა სადისტი და მოძალადე. მაგრამ როდესაც ამის საწინააღმდეგოდ ამ უსულო მოძალადეებს დილა საღამოს მადლობას უხდი თავადაც ისეთივე უსულო მოძალადე, მათი წამხალისებელი და მხარდამჭერი ხარ და სწორედ ამიტომ უბრალოდ კი არ უნდა წახვიდე, არამედ კანონის ყველაზე უფრო მეტი სისასტიკით უნდა დაისაჯო.

  • მთავარი სათქმელი ეს არის:

- შეხვდი, დაელაპარაკე ნაცემ, ნაწამებ ადამიანებს…

- აღასრულე სამართალი მათთვის და მათი სახელით....

ამასობაში დღეს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს”, - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

დღეს, 22:00 საათზე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დაგეგმილი იყო დებატები, რა ფორმატშიც პრემიერი ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან “ქართული ოცნების“ ყოფილ მინისტრებს თინა ხიდაშელს და მიხეილ ჯანელიძემ უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

2 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი ადასტურებს, რომ “ქვეყანაში წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა“ არსებობს. ამავე სხდომაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“.

პირდაპირი სატელევიზიო ეთერით, დებატების ფორმატში, მასთან დისკუსიის მზაობა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვეს.

იხილეთ ასევე: