მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მიიყვანეს სასწრაფოსთან, თქვა, ფეიერვერკის ნაწილი მომხვდაო... ექიმები ეჭვობენ, რომ..." - რას ამბობს მდინარაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე
"როცა მიიყვანეს სასწრაფოსთან, თქვა, ფეიერვერკის ნაწილი მომხვდაო... ექიმები ეჭვობენ, რომ..." - რას ამბობს მდინარაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე

ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ამ ადა­მი­ან­მა, რო­დე­საც მი­იყ­ვა­ნეს სას­წრა­ფოს­თან და გონ­ზე იყო და ა.შ. ექი­მებ­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის გას­რო­ლი­ლი ნა­წი­ლი მომ­ხვდაო, თუმ­ცა არ იცის, ექი­მის გად­მო­ცე­მით, გა­ხეთ­ქი­ლი თუ სრუ­ლი. ანუ ექი­მე­ბი ამ დროს ერი­დე­ბი­ან ხოლ­მე ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას თა­ვი­სი სი­ტყვით, ანუ სრუ­ლი რას ნიშ­ნავს, ამ ახალ­გაზ­რდა კაც­მა რა თქვა, სრულ­ში რას გუ­ლის­ხმობ­და არა­ვინ იცის, მაგ­რამ მოვა გონ­ზე, კარ­გად იქ­ნე­ბა და მოჰ­ყვე­ბა ალ­ბათ თვი­თონ, ან არ მოჰ­ყვე­ბა, ეს მისი ნე­ბაა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია ასე­თი წა­მო­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ოპო­ზი­ცი­ის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე 22 წლის ბი­ჭის მიერ მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად პირ­ვე­ლი ვერ­სი­ი­სა, ექი­მე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ ფე­ი­ერ­ვერ­კის გას­რო­ლილ ნა­წილს ცოტა სხვა­ნა­ი­რი კვა­ლი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და და­ბე­ჯი­თე­ბით მხო­ლოდ იმას ამ­ბო­ბენ, რომ ეს არის ბლაგ­ვი საგ­ნის­გან მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, და­ნარ­ჩენს კი გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

"თა­ვად­ვე ობი­ექ­ტუ­რე­ბი რომ ვი­ყოთ ბო­ლომ­დე და მაქ­სი­მა­ლუ­რად ექი­მე­ბი ეჭ­ვო­ბენ, ესეც აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ ფე­ი­ერ­ვერ­კის გას­რო­ლილ ნა­წილს ცოტა სხვა­ნა­ი­რი კვა­ლი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და თა­ვად­ვე ამ­ბო­ბენ, რომ ამას უნდა ექ­სპერ­ტი­ზა, ნა­წი­ლა­კე­ბი დარ­ჩე­ნი­ლი არ იყო, რაც ამას კი­დევ უფრო მე­ტად და­ა­დას­ტუ­რებ­და, დამ­წვრო­ბის კვა­ლი უნდა იყოს, რაც არ არის რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან და და­ბე­ჯი­თე­ბით მხო­ლოდ იმას ამ­ბო­ბენ, რომ ეს არის ბლაგ­ვი საგ­ნის­გან მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა.

ეს ბლაგ­ვი სა­გა­ნი რა იყო - მძი­მე მე­ტა­ლებს რომ ის­ვრი­ან შურ­დუ­ლე­ბით, თუნ­დაც ვთქვათ გა­ზის კაფ­სუ­ლა, რა­საც თვი­თონ ამ­ბო­ბენ აპ­რი­ო­რი, გა­და­წყვი­ტეს იმათ­მა რომ გა­ზის კაფ­სუ­ლა იყო, იცი­ან უკვე, იმი­ტომ, რომ ესე აწყობთ, ეს იყო ფე­ი­ერ­ვერ­კის მარ­თლა რა­ღა­ცა, რაც თვი­თონ თქვა, რომ რო­მე­ლიც მერე გას­კდა თუ რა იყო, ქვა, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ მუშ­ტი და­არ­ტყა. ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო სი­ტუ­ა­ცი­აა, ათას­გვა­რი ვერ­სია შე­იძ­ლე­ბა, არ ვი­კად­რებ ამ ეტაპ­ზე და პრინ­ციპ­ში ჩვენ სუ­ბი­ექ­ტუ­რად ძა­ლი­ან გვა­წყობს ის პირ­ვე­ლი­ვე ჩა­ნა­წე­რი, რაც მე მო­გი­ყე­ვით და ამ ვერ­სი­ას თა­ვად­ვე არ უნდა ვა­ყე­ნებ­დეთ ეჭ­ვის ქვეშ, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად გიყ­ვე­ბით რა თქვეს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ექი­მებ­მა. თა­ვად­ვე ვა­ყე­ნებთ ეჭ­ვის ქვეშ, იმი­ტომ, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ცოტა სხვა­ნა­ი­რი კვა­ლი შე­იძ­ლე­ბო­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

თუმ­ცა ამას ბო­ლომ­დე ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ. ანუ ისი­ნი ამ­ბო­ბენ თა­ვის ვერ­სი­ას, მო­ი­გო­ნეს უკვე, გა­და­წყვი­ტეს, რომ პო­ლი­ცი­ამ ეს­რო­ლა, თა­ვი­დან რე­ზი­ნის ტყვი­ებ­ზე და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი, მერე შეც­ვა­ლეს ვერ­სია, გა­აქ­რეს ეს რე­ზი­ნის ტყვი­ის ვერ­სია, იმი­ტომ, რომ ნა­ხეს იქ რე­ზი­ნის ტყვია არა­ვის არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია და ზო­გა­დად გაზი, მაგ­რამ იმ დროს, ასე­ვე პო­ლი­ცი­ას­თა­ნაც ნა­ლა­პა­რა­კე­ვი გვაქვს ბევ­რი, იმი­ტომ, რომ ჩვენ თვი­თონ ვიკ­ვლევთ, გვა­ინ­ტე­რე­სებს რაში იყო საქ­მე, აქ დგინ­დე­ბა, ეს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მხო­ლოდ, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვე­რა­ვინ აი­ღებს, ზუს­ტად იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბო­და და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ღო ასე­თი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა - გა­ზის ჭურ­ვი იმ მო­მენ­ტში, ასე­თი თან­ხვედ­რა დრო­ში არ არის. გა­ზის ჭურ­ვე­ბი რა თქმა უნდა იყო გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მაგ­რამ, ასე სა­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­ღა­ცას ეს­რო­ლოს, ან ასე ახლო კონ­ტაქ­ტი ყო­ფი­ლი­ყოს, ან ასე­თი და­ზი­ა­ნე­ბა რომ მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა გა­ზით, ამ ვერ­სი­ებს გიყ­ვე­ბით სპონ­ტა­ნუ­რად, გულ­წრფე­ლად, იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ არა­ფე­რი და­სა­მა­ლი არ არის, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ბლაგ­ვი საგ­ნით მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა აქვს ამ ახალ­გაზ­რდა კაცს მი­ღე­ბუ­ლი. და­ნარ­ჩენს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ას შე­იძ­ლე­ბა თა­ვა­დაც აწყობ­დეთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მიერ ფე­ი­ერ­ვერკთან და­კავ­ში­რე­ბით გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ვერ­სია, რად­გან ეს გა­მო­რი­ცხავს მათ მიერ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბას.

"ჩვენ გვა­წყობს სუ­ბი­ექ­ტუ­რად და ვი­ტყო­დით, რომ სა­ნამ გო­ნე­ბას და­კარ­გავ­და ადა­მი­ა­ნი და ექი­მის ჩა­ნა­წე­რი თუ არ­სე­ბობს კარ­გი იქ­ნე­ბა ამის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და თუ არ ვცდე­ბი არის, რომ პირ­ვე­ლი მისი სი­ტყვე­ბი იყო, რო­დე­საც კი­თხეს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თვი­თონ თქვა, რომ ფე­ი­ერ­ვერ­კის რა­ღა­ცა ნა­წი­ლი მოხ­ვდა, მაგ­რამ ამას არ ვა­კე­თებთ, რად­გან ვი­ღა­ცამ ეჭვი გა­მოთ­ქვა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მაგ­რამ ეს ვერ­სია შე­იძ­ლე­ბა თა­ვა­დაც აწყობ­დეთ, რად­გან ეს გა­მო­რი­ცხავს გან­ზრახ რა­ღა­ცებს, სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბას, იმი­ტომ რომ შე­იძ­ლე­ბა ეს რა­ღაც გან­ზრა­ხი იყო. ჩვენ რომ მტკი­ცე­ბა და­ვი­წყოთ, რომ ფე­ი­ერ­ვერ­კი იყო მათ შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან აწყობ­დეთ. არა იმა­ზე მე­ტად, რომ თით­ქოს ის გას­რო­ლი­ლი ჭურ­ვი მოხ­ვდა პო­ლი­ცი­ე­ლის, მაგ­რამ რა­ღაც ამ­ბავ­ში, რომ გა­მო­რი­ცხონ ის, რომ ვი­ღა­ცამ ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თა რა­ღაც ფორ­მით, ამ ვერ­სი­ის გა­მო­სა­რი­ცხად შე­იძ­ლე­ბა აწყობ­დეთ. არ შევ­ყვე­ბით ამა­ში, ბო­ლომ­დე და­ვინ­ტე­რეს­დე­ბით, ბოლო დე­ტა­ლამ­დე და ნი­უ­ან­სამ­დე, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­შიც რა მოხ­და“, - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"როცა მიიყვანეს სასწრაფოსთან, თქვა, ფეიერვერკის ნაწილი მომხვდაო... ექიმები ეჭვობენ, რომ..." - რას ამბობს მდინარაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე

"როცა მიიყვანეს სასწრაფოსთან, თქვა, ფეიერვერკის ნაწილი მომხვდაო... ექიმები ეჭვობენ, რომ..." - რას ამბობს მდინარაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე

ჩემთვის ცნობილია, რომ ამ ადამიანმა, როდესაც მიიყვანეს სასწრაფოსთან და გონზე იყო და ა.შ. ექიმებთან განაცხადა, რომ ფეიერვერკების გასროლილი ნაწილი მომხვდაო, თუმცა არ იცის, ექიმის გადმოცემით, გახეთქილი თუ სრული. ანუ ექიმები ამ დროს ერიდებიან ხოლმე ინტერპრეტაციას თავისი სიტყვით, ანუ სრული რას ნიშნავს, ამ ახალგაზრდა კაცმა რა თქვა, სრულში რას გულისხმობდა არავინ იცის, მაგრამ მოვა გონზე, კარგად იქნება და მოჰყვება ალბათ თვითონ, ან არ მოჰყვება, ეს მისი ნებაა, მაგრამ პირველი ინფორმაცია ასეთი წამოვიდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე 22 წლის ბიჭის მიერ მიღებული დაზიანების თაობაზე განაცხადა.

  • როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად პირველი ვერსიისა, ექიმები ეჭვობენ, რომ ფეიერვერკის გასროლილ ნაწილს ცოტა სხვანაირი კვალი უნდა დაეტოვებინა და დაბეჯითებით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს არის ბლაგვი საგნისგან მიღებული დაზიანება, დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს.

"თავადვე ობიექტურები რომ ვიყოთ ბოლომდე და მაქსიმალურად ექიმები ეჭვობენ, ესეც აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ ფეიერვერკის გასროლილ ნაწილს ცოტა სხვანაირი კვალი უნდა დაეტოვებინა და თავადვე ამბობენ, რომ ამას უნდა ექსპერტიზა, ნაწილაკები დარჩენილი არ იყო, რაც ამას კიდევ უფრო მეტად დაადასტურებდა, დამწვრობის კვალი უნდა იყოს, რაც არ არის როგორც გვეუბნებიან და დაბეჯითებით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს არის ბლაგვი საგნისგან მიღებული დაზიანება.

ეს ბლაგვი საგანი რა იყო - მძიმე მეტალებს რომ ისვრიან შურდულებით, თუნდაც ვთქვათ გაზის კაფსულა, რასაც თვითონ ამბობენ აპრიორი, გადაწყვიტეს იმათმა რომ გაზის კაფსულა იყო, იციან უკვე, იმიტომ, რომ ესე აწყობთ, ეს იყო ფეიერვერკის მართლა რაღაცა, რაც თვითონ თქვა, რომ რომელიც მერე გასკდა თუ რა იყო, ქვა, შეიძლება ვიღაცამ მუშტი დაარტყა. ძალიან საეჭვო სიტუაციაა, ათასგვარი ვერსია შეიძლება, არ ვიკადრებ ამ ეტაპზე და პრინციპში ჩვენ სუბიექტურად ძალიან გვაწყობს ის პირველივე ჩანაწერი, რაც მე მოგიყევით და ამ ვერსიას თავადვე არ უნდა ვაყენებდეთ ეჭვის ქვეშ, მაგრამ გულწრფელად გიყვებით რა თქვეს ამასთან დაკავშირებით ექიმებმა. თავადვე ვაყენებთ ეჭვის ქვეშ, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ცოტა სხვანაირი კვალი შეიძლებოდა დარჩენილიყო.

თუმცა ამას ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ. ანუ ისინი ამბობენ თავის ვერსიას, მოიგონეს უკვე, გადაწყვიტეს, რომ პოლიციამ ესროლა, თავიდან რეზინის ტყვიებზე დაიწყეს ლაპარაკი, მერე შეცვალეს ვერსია, გააქრეს ეს რეზინის ტყვიის ვერსია, იმიტომ, რომ ნახეს იქ რეზინის ტყვია არავის არ გამოუყენებია და ზოგადად გაზი, მაგრამ იმ დროს, ასევე პოლიციასთანაც ნალაპარაკევი გვაქვს ბევრი, იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვიკვლევთ, გვაინტერესებს რაში იყო საქმე, აქ დგინდება, ეს წინასწარი მონაცემებით მხოლოდ, ამაზე პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც შეიძლებოდა დაზიანება მიეღო ასეთი არ განხორციელებულა - გაზის ჭურვი იმ მომენტში, ასეთი თანხვედრა დროში არ არის. გაზის ჭურვები რა თქმა უნდა იყო გუშინ მთელი დღის განმავლობაში გამოყენებული მაგრამ, ასე სახის მიმართულებით ვიღაცას ესროლოს, ან ასე ახლო კონტაქტი ყოფილიყოს, ან ასეთი დაზიანება რომ მიეყენებინა გაზით, ამ ვერსიებს გიყვებით სპონტანურად, გულწრფელად, იმის დასადასტურებლად, რომ არაფერი დასამალი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანება აქვს ამ ახალგაზრდა კაცს მიღებული. დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას შეიძლება თავადაც აწყობდეთ დაზარალებულის მიერ ფეიერვერკთან დაკავშირებით გაჟღერებული ვერსია, რადგან ეს გამორიცხავს მათ მიერ აქციის მონაწილის განზრახ დაზიანებას.

"ჩვენ გვაწყობს სუბიექტურად და ვიტყოდით, რომ სანამ გონებას დაკარგავდა ადამიანი და ექიმის ჩანაწერი თუ არსებობს კარგი იქნება ამის გამოქვეყნება და თუ არ ვცდები არის, რომ პირველი მისი სიტყვები იყო, როდესაც კითხეს ამასთან დაკავშირებით, რომ თვითონ თქვა, რომ ფეიერვერკის რაღაცა ნაწილი მოხვდა, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ, რადგან ვიღაცამ ეჭვი გამოთქვა ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ვერსია შეიძლება თავადაც აწყობდეთ, რადგან ეს გამორიცხავს განზრახ რაღაცებს, საეჭვო ვითარებას, იმიტომ რომ შეიძლება ეს რაღაც განზრახი იყო. ჩვენ რომ მტკიცება დავიწყოთ, რომ ფეიერვერკი იყო მათ შეიძლება ძალიან აწყობდეთ. არა იმაზე მეტად, რომ თითქოს ის გასროლილი ჭურვი მოხვდა პოლიციელის, მაგრამ რაღაც ამბავში, რომ გამორიცხონ ის, რომ ვიღაცამ ეს სპეციალურად გააკეთა რაღაც ფორმით, ამ ვერსიის გამოსარიცხად შეიძლება აწყობდეთ. არ შევყვებით ამაში, ბოლომდე დავინტერესდებით, ბოლო დეტალამდე და ნიუანსამდე, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც რა მოხდა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

წაიკითხეთ ასევე: