პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს მიხეილ ჯანელიძე ირაკლი კობახიძეს საჯარო დისკუსიის გამართვის შესახებ შეთავაზებაზე?
რას პასუხობს მიხეილ ჯანელიძე ირაკლი კობახიძეს საჯარო დისკუსიის გამართვის შესახებ შეთავაზებაზე?

მზად ვარ თქვენ­თან ერ­თად "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე" დავ­ჯდე და გავ­მარ­თო სა­ჯა­რო დის­კუ­სია, - ამ შე­თა­ვა­ზე­ბით სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე პრე­მი­ერ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მი­მარ­თავს, რო­მელ­მაც მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე სა­ჯა­რო ან არა­სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ის­თვის “გულ­წრფელ ადა­მი­ა­ნებ­თან“, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი “სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გო“.

“მგო­ნი, კარ­გად მიც­ნობთ და ჩემს გულ­წრფე­ლო­ბა­ში ეჭვი არ უნდა შე­გე­პა­როთ. თუ რა­ი­მე შე­დეგს მი­აღ­წია “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი მეც მი­მი­ძღვის. ამას­თან, არც რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას წარ­მო­ვად­გენ და არც ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ვიბ­რძვი“, - მი­მარ­თავს ჯა­ნე­ლი­ძე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს.

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­კი­თხუ­ლის და მოს­მე­ნი­ლის გა­აზ­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა.

“ნე­ბის­მი­ერ გულ­წრფელ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გო, რაც ჩვენ­გან ით­ქვა, ვთა­ვა­ზობთ მობ­რძან­დნენ და გავ­მარ­თოთ გნე­ბავთ სა­ჯა­რო ან არა­სა­ჯა­რო დის­კუ­სია ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. თუ გა­ირ­კვე­ვა, რომ არი­ან მარ­თლე­ბი, რა თქმა უნდა, არა­ფე­რი უდ­გას წინ რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

28 ნო­ემ­ბერს “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­მო­ა­ცხა­და, რომ 2028 წლამ­დე ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცესს აჩე­რებს და ევ­რო­კავ­შირს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის მო­თხოვ­ნით აღარ მი­მარ­თავს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

რას პასუხობს მიხეილ ჯანელიძე ირაკლი კობახიძეს საჯარო დისკუსიის გამართვის შესახებ შეთავაზებაზე?

რას პასუხობს მიხეილ ჯანელიძე ირაკლი კობახიძეს საჯარო დისკუსიის გამართვის შესახებ შეთავაზებაზე?

მზად ვარ თქვენთან ერთად "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" დავჯდე და გავმართო საჯარო დისკუსია, - ამ შეთავაზებით საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“.

“მგონი, კარგად მიცნობთ და ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. თუ რაიმე შედეგს მიაღწია “ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი“, - მიმართავს ჯანელიძე ირაკლი კობახიძეს.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოში წაკითხულის და მოსმენილის გააზრების სერიოზული პრობლემაა.

“ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო ან არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

28 ნოემბერს “ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის მოთხოვნით აღარ მიმართავს.

იხილეთ ასევე: