მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანემია - მისი სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა
ანემია - მისი სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ანე­მია საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გი­აა, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით გლო­ბა­ლუ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 30-35%-ს აწუ­ხებს. ზუს­ტი ციფ­რე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა რა­სა­ზე, ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებ­ზე და, რა თქმა უნდა, ასაკ­სა თუ სქეს­ზე.

რა არის ანე­მია? რა სიმპტო­მე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ის და რო­გორ უნდა ვუმ­კურ­ნა­ლოთ მას? – ამ კი­თხვე­ბით თო­დუ­ას კლი­ნი­კის ჰე­მა­ტო­ლოგ ანა მა­ყაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

რას წარ­მო­ად­გენს ანე­მია?

კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კა­ში ანე­მი­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტის შე­ფა­სე­ბა ერთ-ერთ მთა­ვარ სა­კითხს წარ­მო­ად­გენს. მო­დით, პირ­ველ რიგ­ში მო­ვახ­დი­ნოთ სწო­რი დე­ფი­ნი­ცია: ანე­მია გა­ნი­მარ­ტე­ბა, რო­გორც სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლიზ­ში სის­ხლის წი­თე­ლი უჯრე­დე­ბის (ერით­რო­ცი­ტე­ბის), ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის და ჰე­მა­ტოკ­რი­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბა- შემ­ცი­რე­ბა. ნორ­მე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ასა­კის, სქე­სი­სა და სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რის მი­ხედ­ვით, რო­გო­რე­ბი­ცაა თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის სიხ­ში­რე, მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში ცხოვ­რე­ბა, სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტის მოხ­მა­რე­ბა და ა.შ.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს მას?

ანე­მი­ის სიმპტო­მე­ბი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და არას­პე­ცი­ფი­კუ­რია, ესე­ნია: სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ად­ვი­ლად დაღ­ლა, ენერ­გი­ის მუდ­მი­ვი ნაკ­ლე­ბო­ბა, ძი­ლი­ა­ნო­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, თავ­ბრუს­ხვე­ვა, თმის ცვე­ნა, ფრჩხი­ლე­ბის მტვრე­ვა, ზოგ­ჯერ უჰა­ე­რო­ბის შეგ­რძნე­ბა და ქო­ში­ნი მცი­რე ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვა­ზე, გუ­ლის­ცე­მის აჩ­ქა­რე­ბა (ტა­ქი­კარ­დია), კა­ნის სი­ფერ­მკრთა­ლე. არც თუ ისე იშ­ვი­ა­თია ასე­ვე ქვე­მო კი­დუ­რებ­ში სიმ­ძი­მი­სა და დის­კომ­ფორ­ტის შეგ­რძნე­ბა.

მი­ზე­ზის ძებ­ნის პრო­ცეს­ში პა­ცი­ენ­ტმა პირ­ვე­ლად შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხის ექიმს ან სხვა სპე­ცი­ა­ლისტს მი­მარ­თოს, მა­გა­ლი­თად, ნევ­რო­ლოგს ან კარ­დი­ო­ლოგს, რად­გან ჩვენ მიერ ჩა­მოთ­ვლილ სიმპტო­მებს რთუ­ლად უკავ­ში­რე­ბენ ჰე­მა­ტო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მას — ანე­მი­ას. პა­ცი­ენ­ტის ჰე­მა­ტო­ლოგ­თან გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა, რო­გორც წესი, სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლიზ­ში ანე­მი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ ხდე­ბა.

რა იწ­ვევს ანე­მი­ას?

მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ანე­მია წარ­მო­ად­გენს რო­გორც ცალ­კე­ულ ჰე­მა­ტო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბას, ისე სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ერთ-ერთ სიმპტომს ან მათ ერ­თობ­ლი­ო­ბას. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ანე­მი­ის გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბის დად­გე­ნი­სას და­ვეყ­რდნოთ პა­ცი­ენ­ტის ჩი­ვი­ლებს და გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ფა­რუ­ლი მი­ზე­ზე­ბი, რის­თვი­საც ვნიშ­ნავთ სხვა­დას­ხვა გა­მოკ­ვლე­ვას. მხო­ლოდ ამ გზით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­მო­მავ­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის მი­ზა­ნი კი ანე­მი­ის სიმპტო­მებს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, ანე­მი­ის გა­მომ­წვე­ვი კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზის აღ­მო­ფხვრაა.

ანე­მი­ე­ბი გან­სხვავ­დე­ბა პა­თო­გე­ნე­ზით. ძი­რი­თა­დად, გა­მო­ყო­ფენ ანე­მი­ის შემ­დეგ ფორ­მებს: სის­ხლის და­კარ­გვის, ერით­რო­ცი­ტე­ბის (სის­ხლის წი­თე­ლი უჯრე­დე­ბის) გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დაშ­ლის (ჰე­მო­ლი­ზი) და ერით­რო­ცი­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბუ­ლი წარ­მოქ­მნის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბულ ანე­მი­ებს. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ მი­ზე­ზებს წარ­მო­ად­გენს რკი­ნის, ვი­ტა­მინ B12-სა და ფო­ლი­უ­მის მჟა­ვის დე­ფი­ცი­ტი. ასე­ვე გვხვდე­ბა თან­და­ყო­ლი­ლი-მემ­კვიდ­რუ­ლი ანე­მი­ის ტი­პე­ბი, სხვა­დას­ხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის თან­მხლე­ბი ანე­მია და ა.შ.

რო­გო­რია ანე­მი­ის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი ?

პირ­ველ რიგ­ში, დიდი სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ვე­კი­დოთ პა­ცი­ენ­ტის ფი­ზი­კურ გა­სინ­ჯვა­სა და მისი სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ის დე­ტა­ლურ შე­ფა­სე­ბას, რად­გან ანე­მი­ის ეტი­ო­ლო­გი­ას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მკურ­ნა­ლო­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში.

ანე­მი­ას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბი აქვს ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ და სტა­ცი­ო­ნა­რულ პა­ცი­ენ­ტებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რი, მა­გა­ლი­თად, ანე­მი­ის ხან­დაზ­მუ­ლო­ბა (მწვა­ვე თუ ქრო­ნი­კუ­ლი), სხვა­დას­ხვა ქრო­ნი­კუ­ლი და ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა, კვე­ბა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბა­რი­არ­ტრი­უ­ლი ოპე­რა­ცია და ა.შ.

და­უშ­ვე­ბე­ლია თვით­მკურ­ნა­ლო­ბა, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი ანე­მი­ის ისე­თი მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ქსო­ვი­ლო­ვა­ნი ჰი­პოქ­სია, ჰი­პო­ტენ­ზია, კო­რო­ნა­რუ­ლი და ფილ­ტვის­მი­ე­რი უკ­მა­რი­სო­ბა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, მკურ­ნა­ლო­ბა მო­ი­თხოვს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის ან სპე­ცი­ა­ლის­ტთა გუნ­დის ჩარ­თუ­ლო­ბას.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ანემია - მისი სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ანემია - მისი სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ანემია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემებით გლობალურად დაახლოებით 30-35%-ს აწუხებს. ზუსტი ციფრები დამოკიდებულია სხვადასხვა რასაზე, ეთნიკურ ჯგუფებზე და, რა თქმა უნდა, ასაკსა თუ სქესზე.

რა არის ანემია? რა სიმპტომებით გამოიხატება ის და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? – ამ კითხვებით თოდუას კლინიკის ჰემატოლოგ ანა მაყაშვილს მივმართეთ.

რას წარმოადგენს ანემია?

კლინიკურ პრაქტიკაში ანემიის მქონე პაციენტის შეფასება ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს. მოდით, პირველ რიგში მოვახდინოთ სწორი დეფინიცია: ანემია განიმარტება, როგორც სისხლის საერთო ანალიზში სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების), ჰემოგლობინის კონცენტრაციის და ჰემატოკრიტის დაქვეითება- შემცირება. ნორმები განისაზღვრება ასაკის, სქესისა და სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით, როგორებიცაა თამბაქოს მოწევის სიხშირე, მაღალმთიან რეგიონში ცხოვრება, სხვადასხვა მედიკამენტის მოხმარება და ა.შ.

რა სიმპტომები ახასიათებს მას?

ანემიის სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანი და არასპეციფიკურია, ესენია: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ენერგიის მუდმივი ნაკლებობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, ზოგჯერ უჰაერობის შეგრძნება და ქოშინი მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია), კანის სიფერმკრთალე. არც თუ ისე იშვიათია ასევე ქვემო კიდურებში სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება.

მიზეზის ძებნის პროცესში პაციენტმა პირველად შეიძლება ოჯახის ექიმს ან სხვა სპეციალისტს მიმართოს, მაგალითად, ნევროლოგს ან კარდიოლოგს, რადგან ჩვენ მიერ ჩამოთვლილ სიმპტომებს რთულად უკავშირებენ ჰემატოლოგიურ პრობლემას — ანემიას. პაციენტის ჰემატოლოგთან გადამისამართება, როგორც წესი, სისხლის საერთო ანალიზში ანემიისთვის დამახასიათებელი ცვლილებების გამოვლენის შემდეგ ხდება.

რა იწვევს ანემიას?

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ანემია წარმოადგენს როგორც ცალკეულ ჰემატოლოგიურ დაავადებას, ისე სხვადასხვა დაავადებისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სიმპტომს ან მათ ერთობლიობას. ამიტომ აუცილებელია ანემიის გამომწვევი ფაქტორების დადგენისას დავეყრდნოთ პაციენტის ჩივილებს და გამოვავლინოთ ფარული მიზეზები, რისთვისაც ვნიშნავთ სხვადასხვა გამოკვლევას. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სამომავლო გართულებების თავიდან აცილება და მიზანმიმართული მკურნალობა. მკურნალობის მიზანი კი ანემიის სიმპტომებს გაუმჯობესება და, რაც მთავარია, ანემიის გამომწვევი კონკრეტული მიზეზის აღმოფხვრაა.

ანემიები განსხვავდება პათოგენეზით. ძირითადად, გამოყოფენ ანემიის შემდეგ ფორმებს: სისხლის დაკარგვის, ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) გაძლიერებული დაშლის (ჰემოლიზი) და ერითროციტების შემცირებული წარმოქმნის შედეგად განვითარებულ ანემიებს. ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს წარმოადგენს რკინის, ვიტამინ B12-სა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი. ასევე გვხვდება თანდაყოლილი-მემკვიდრული ანემიის ტიპები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების თანმხლები ანემია და ა.შ.

როგორია ანემიის მკურნალობის მეთოდები ?

პირველ რიგში, დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ პაციენტის ფიზიკურ გასინჯვასა და მისი სამედიცინო ისტორიის დეტალურ შეფასებას, რადგან ანემიის ეტიოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის შერჩევის პროცესში.

ანემიას განსხვავებული მიზეზები აქვს ამბულატორიულ და სტაციონარულ პაციენტებში. შესაბამისად, უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა ფაქტორი, მაგალითად, ანემიის ხანდაზმულობა (მწვავე თუ ქრონიკული), სხვადასხვა ქრონიკული და ანთებითი დაავადების არსებობა, მედიკამენტების მოხმარება, კვება, ჩატარებული ბარიარტრიული ოპერაცია და ა.შ.

დაუშვებელია თვითმკურნალობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ანემიის ისეთი მძიმე გართულებები, როგორებიცაა ქსოვილოვანი ჰიპოქსია, ჰიპოტენზია, კორონარული და ფილტვისმიერი უკმარისობა. გაითვალისწინეთ, მკურნალობა მოითხოვს კვალიფიციური სპეციალისტის ან სპეციალისტთა გუნდის ჩართულობას.

R