პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსული სისტემა ფეხს იდგამს საქართველოში..." - რა განაცხადა პრეზიდენტმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში
"რუსული სისტემა ფეხს იდგამს საქართველოში..." - რა განაცხადა პრეზიდენტმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში

ეს არის მა­სი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პრო­ტეს­ტი ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის­კენ ან რუ­სეთ­ში მით­რე­ვის მცდე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა Deutsche Welle-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

“ეს მხო­ლოდ წყლის ჭავ­ლი და და­კა­ვე­ბე­ბი არ არის. არ­სე­ბობს სის­ტე­მუ­რი ძა­ლა­დო­ბა დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, არის სის­ტე­მუ­რი ძა­ლა­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლებ­საც მათი ხმა წა­არ­თვეს არ­ჩევ­ნებ­ზე. მათი ეტა­პობ­რი­ვად ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი წა­არ­თვეს.

  • რუ­სუ­ლი სის­ტე­მა ფეხს იდ­გამს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ეს არის, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა თბი­ლის­ში მა­სობ­რი­ვად აპ­რო­ტეს­ტებს ამ დღე­ებ­ში და რაც ძა­ლი­ან ახა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, პრო­ტეს­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ძი­რი­თად ქა­ლაქ­ზე ვრცელ­დე­ბა. პრო­ტეს­ტი ასე­ვე იზ­რდე­ბა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში, სა­დაც ხალ­ხი ხელს აწერს სა­ჯა­რო პრო­ტეს­ტებს ან თა­ნამ­დე­ბო­ბებს ტო­ვე­ბენ, მათ შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­კავ­შირ­ში არ­სე­ბულ სა­ელ­ჩო­ებ­ში.

ეს არის მა­სი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პრო­ტეს­ტი ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის­კენ ან რუ­სეთ­ში მით­რე­ვის მცდე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ე.წ. მთავ­რო­ბაა - ვი­ნა­ი­დან არ­ჩევ­ნე­ბი სრუ­ლი­ად გა­ყალბ­და, იყო არ­ჩევ­ნე­ბის სის­ტე­მუ­რი მო­პარ­ვა - ასე რომ პარ­ლა­მენ­ტი არ არის ვა­ლი­დუ­რი, არც მთავ­რო­ბა. ეს ქვე­ყა­ნა სტა­ბი­ლუ­რად მი­დი­ო­და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ. ჩვენ მი­ვი­ღეთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი გა­სულ დე­კემ­ბერს და ამა წლის თე­ბერ­ვლი­დან რუ­სუ­ლი კა­ნო­ნით და­წყე­ბუ­ლი და რიგი ზო­მე­ბით, მა­შინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ და­ი­წყო ევ­რო­კავ­ში­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის­გან, ორი­ენ­ტა­ცი­ის­გან გა­დახ­ვე­ვა, რაც ქარ­თვე­ლებს ყო­ველ­თვის უნ­დო­დათ რაც კი თავი ახ­სოვთ და და­ი­წყო რუ­სე­თის­კენ მიხ­ვე­ვა.

საკ­მა­რი­სია რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბებს შევ­ხე­დოთ, რომ­ლე­ბიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებს ულო­ცა­ვენ, რა­საც ახლა „ქარ­თულ კოშ­მარს“ ვე­ძა­ხით. ისი­ნი მათ ულო­ცა­ვენ იმ გა­დახ­ვე­ვას, რო­მე­ლიც გა­ა­კე­თეს და ეს მი­უ­ღე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

ასე რომ, მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ამ რა­დი­კა­ლუ­რი გა­დახ­ვე­ვის წი­ნა­აღ­მდე­გაა, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია ევრო-ატ­ლან­ტი­კურ გზა­ზე ამ­ბობს და ყვე­ლა ინ­სტი­ტუტს მოს­თხოვს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ, რათა სა­ქარ­თვე­ლომ ამ გზა­ზე წინ წა­ი­წი­ოს,“ - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 28 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

კერ­ძოდ, მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კითხს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე, 2028 წლის ბო­ლომ­დე უარს ამ­ბობს ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან.

მას შემ­დეგ თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრო­ის­თვის აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 107-ს შე­ად­გენს. 28-29 ნო­ემ­ბრის ღა­მეს მო­მი­ტინ­გე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს წყლის ჭავ­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"რუსული სისტემა ფეხს იდგამს საქართველოში..." - რა განაცხადა პრეზიდენტმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში

"რუსული სისტემა ფეხს იდგამს საქართველოში..." - რა განაცხადა პრეზიდენტმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში

ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციისა და საქართველოს რუსეთისკენ ან რუსეთში მითრევის მცდელობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ეს მხოლოდ წყლის ჭავლი და დაკავებები არ არის. არსებობს სისტემური ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ, არის სისტემური ძალადობა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებსაც მათი ხმა წაართვეს არჩევნებზე. მათი ეტაპობრივად ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუტი წაართვეს.

  • რუსული სისტემა ფეხს იდგამს საქართველოში და ეს არის, რასაც საქართველოს მოსახლეობა თბილისში მასობრივად აპროტესტებს ამ დღეებში და რაც ძალიან ახალია საქართველოში, პროტესტები საქართველოს ყველა ძირითად ქალაქზე ვრცელდება. პროტესტი ასევე იზრდება საჯარო სამსახურში, სადაც ხალხი ხელს აწერს საჯარო პროტესტებს ან თანამდებობებს ტოვებენ, მათ შორის დიპლომატიურ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ევროკავშირში არსებულ საელჩოებში.

ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციისა და საქართველოს რუსეთისკენ ან რუსეთში მითრევის მცდელობის წინააღმდეგ.

ე.წ. მთავრობაა - ვინაიდან არჩევნები სრულიად გაყალბდა, იყო არჩევნების სისტემური მოპარვა - ასე რომ პარლამენტი არ არის ვალიდური, არც მთავრობა. ეს ქვეყანა სტაბილურად მიდიოდა ევროპული ინტეგრაციისკენ. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი გასულ დეკემბერს და ამა წლის თებერვლიდან რუსული კანონით დაწყებული და რიგი ზომებით, მაშინდელმა მთავრობამ დაიწყო ევროკავშირის მიმართულებისგან, ორიენტაციისგან გადახვევა, რაც ქართველებს ყოველთვის უნდოდათ რაც კი თავი ახსოვთ და დაიწყო რუსეთისკენ მიხვევა.

საკმარისია რუსეთის განცხადებებს შევხედოთ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერებს ულოცავენ, რასაც ახლა „ქართულ კოშმარს“ ვეძახით. ისინი მათ ულოცავენ იმ გადახვევას, რომელიც გააკეთეს და ეს მიუღებელია საზოგადოებისთვის.

ასე რომ, მოსახლეობის წინააღმდეგობა ამ რადიკალური გადახვევის წინააღმდეგაა, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია ევრო-ატლანტიკურ გზაზე ამბობს და ყველა ინსტიტუტს მოსთხოვს ყველაფერი გააკეთონ, რათა საქართველომ ამ გზაზე წინ წაიწიოს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.

კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

მას შემდეგ თბილისსა და რეგიონებში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ დროისთვის აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 107-ს შეადგენს. 28-29 ნოემბრის ღამეს მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები.

წაიკითხეთ ასევე: