პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქციებზე სულ 107 პირია დაკავებული... დაშავებულია ჩვენი 10 თანამშრომელი" - შსს
"აქციებზე სულ 107 პირია დაკავებული... დაშავებულია ჩვენი 10 თანამშრომელი" - შსს

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 29-30 ნო­ემ­ბრის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს, სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის 107 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

ამას­თან, უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ და­შა­ვე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 10 თა­ნამ­შრო­მე­ლი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ცია არა­ერ­თხელ გას­ცდა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ნორ­მებს. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ცი­ის წევ­რე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებს სი­ტყვი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მყო­ფი პი­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­როდ­ნენ სხვა­დას­ხვა სა­ხის საგ­ნებს, ქვებს, პი­რო­ტექ­ნი­კას, შუ­შის ბოთ­ლებ­სა და რკი­ნის საგ­ნებს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­შავ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 10 თა­ნამ­შრო­მე­ლი. ამ დრომ­დე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რჩე­ბა ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­საც სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა დამ­წვრო­ბა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ძა­ლა­დობ­რი­ვი, კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნათ­ლად იხი­ლა სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ე­თე­რებ­ში. არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად შეკ­რე­ბილ­მა პი­რებ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­ზი­ა­ნეს თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა თუ კერ­ძო პი­რე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, პარ­ლა­მენ­ტის დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რი, სხვა­დას­ხვა ნივ­თებ­სა და სა­დე­ნებს წა­უ­კი­დეს ცე­ცხლი, აღ­მარ­თეს ბა­რი­კა­დე­ბი, და­ა­ზი­ა­ნეს პარ­ლა­მენ­ტის შე­სას­ვლე­ლი ჭიშ­კა­რი და ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მარ­თლწეს­რი­გის აღ­დგე­ნის მიზ­ნით, გა­მო­ი­ყე­ნეს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­კა­ვე­ბუ­ლია 107 პირი“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"აქციებზე სულ 107 პირია დაკავებული... დაშავებულია ჩვენი 10 თანამშრომელი" - შსს

"აქციებზე სულ 107 პირია დაკავებული... დაშავებულია ჩვენი 10 თანამშრომელი" - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა სახის საგნებს, ქვებს, პიროტექნიკას, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს.

აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა.

აქციის მონაწილეთა ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საზოგადოებამ ნათლად იხილა სხვადასხვა ტელეეთერებში. არაერთი მოწოდების მიუხედავად შეკრებილმა პირებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააზიანეს თბილისის მუნიციპალიტეტისა თუ კერძო პირების ინფრასტრუქტურა, პარლამენტის დამცავი ჯებირი, სხვადასხვა ნივთებსა და სადენებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.

სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: