სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ევროკავშირის წევრი რომ გახდე, შესაძლოა, მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთი ქვეყნისთვის“ - ირაკლი კობახიძე
“ევროკავშირის წევრი რომ გახდე, შესაძლოა, მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთი ქვეყნისთვის“ - ირაკლი კობახიძე

“რომ გახ­დე ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, შე­საძ­ლოა, მო­გი­წი­ოს უვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა არა­ერ­თი ქვეყ­ნის­თვის, [არა­მარ­ტო ჩი­ნეთ­თან], რაც გა­მო­იწ­ვევს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნით ტუ­რის­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბას“, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის იმ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქვეყ­ნის გა­და­სად­გმელ მო­სა­ლოდ­ნელ ნა­ბი­ჯებ­ზე სა­უბ­რობს.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კავ­შირ­საც აქვს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი, რომ მისი მი­ზა­ნია ქვეყ­ნი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა.

“ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა არის ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტი. ჩვენ გვაქვს ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ზა­ნი - 2030 წელს გავ­ხდეთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა და რა თქმა უნდა, ამის­თვის მოგ­ვი­წევს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. რა თქმა უნდა, ერ­თის მხრივ ჩვენც გვაქვს და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი ევ­რო­კავ­შირ­თან, თუ გვინ­და გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ ევ­რო­კავ­შირ­საც აქვს და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი ჩვენ­თან, რომ მისი მი­ზა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა; მისი მი­ზა­ნია გა­უფრ­თხილ­დეს ჩვენს ტრა­დი­ცი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს; მისი მი­ზა­ნია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ამ ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა. ერ­თმა­ნეთს უნდა და­ვუმ­ტკი­ცოთ ჩვენ, რომ გვინ­და ერ­თმა­ნე­თის­თვის სი­კე­თე. ეს არის მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი.

თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბე­ბის გა­უქ­მე­ბა თუ მოხ­დე­ბა, ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა ეკო­ნო­მი­კა­ზე. მაგ­რამ დღეს ამა­ზე სა­სა­უბ­როდ არ ვართ მო­სუ­ლი, გვაქვს პროგ­რა­მა და ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა ამ პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბა. ჩვენ გვაქვს 6 - წლი­ა­ნი მი­ზა­ნი. ხვალ რომ რა­ღაც მოხ­დეს, შე­იძ­ლე­ბა ამან გარ­კვე­უ­ლი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ ამი­ტომ გვაქვს 6-წლი­ა­ნი მი­ზა­ნი, რომ მა­ნამ­დე ჩვენ­მა ეკო­ნო­მი­კამ ადაპ­ტა­ცია მო­ახ­დი­ნოს. მარ­ტივ რა­მე­ზეა სა­უ­ბა­რი - რომ გახ­დე ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, შე­საძ­ლოა, მო­გი­წი­ოს უვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა არა­ერ­თი ქვეყ­ნის­თვის, [არა­მარ­ტო ჩი­ნეთ­თან], რაც გა­მო­იწ­ვევს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნით ტუ­რის­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი გახ­დეს, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­უქ­მე­ბა მო­უ­წევს.

ასე­ვე, სა­ჭი­რო გახ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის გა­უქ­მე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ერთ მხარს დგას ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცია, მე­ო­რე მხა­რეს ბევრ ქვე­ყა­ნას­თან დე­ზინ­ტეგ­რა­ცია.

ავტორი:

“ევროკავშირის წევრი რომ გახდე, შესაძლოა, მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთი ქვეყნისთვის“ - ირაკლი კობახიძე

“ევროკავშირის წევრი რომ გახდე, შესაძლოა, მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთი ქვეყნისთვის“ - ირაკლი კობახიძე

“რომ გახდე ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთი ქვეყნისთვის, [არამარტო ჩინეთთან], რაც გამოიწვევს რამდენიმე მილიონით ტურისტების შემცირებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყნის გადასადგმელ მოსალოდნელ ნაბიჯებზე საუბრობს.

მისივე თქმით, ევროკავშირსაც აქვს საქართველოსთვის დასამტკიცებელი, რომ მისი მიზანია ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობა.

“ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი - 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რა თქმა უნდა, ამისთვის მოგვიწევს კონკრეტული პირობების შესრულება. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, თუ გვინდა გაწევრიანება, მაგრამ ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ მისი მიზანია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობა; მისი მიზანია გაუფრთხილდეს ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს; მისი მიზანია შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში მშვიდობა. ერთმანეთს უნდა დავუმტკიცოთ ჩვენ, რომ გვინდა ერთმანეთისთვის სიკეთე. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაუქმება თუ მოხდება, ეს არის სერიოზული დარტყმა ეკონომიკაზე. მაგრამ დღეს ამაზე სასაუბროდ არ ვართ მოსული, გვაქვს პროგრამა და ჩვენი ამოცანაა ამ პროგრამის შესრულება. ჩვენ გვაქვს 6 - წლიანი მიზანი. ხვალ რომ რაღაც მოხდეს, შეიძლება ამან გარკვეული კატაკლიზმები გამოიწვიოს, მაგრამ ამიტომ გვაქვს 6-წლიანი მიზანი, რომ მანამდე ჩვენმა ეკონომიკამ ადაპტაცია მოახდინოს. მარტივ რამეზეა საუბარი - რომ გახდე ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთი ქვეყნისთვის, [არამარტო ჩინეთთან], რაც გამოიწვევს რამდენიმე მილიონით ტურისტების შემცირებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაუქმება მოუწევს.

ასევე, საჭირო გახდება რამდენიმე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება. მისივე თქმით, ერთ მხარს დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია.