პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სჯობდა სულ გაეუქმებინათ პრეზიდენტის ინსტიტუტი" - როგორ აფასებენ ექსპერტები მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას?
"სჯობდა სულ გაეუქმებინათ პრეზიდენტის ინსტიტუტი" - როგორ აფასებენ ექსპერტები მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად "ხალ­ხის ძა­ლის“ ლი­დე­რი, ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი წა­რად­გი­ნა. ამ სი­ახ­ლემ თა­ვად "ოც­ნე­ბის“ გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც შოკ­ში ჩა­აგ­დო, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნას ელო­და.

  • ცნო­ბი­სათ­ვის: მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია 2016 წლი­დან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ის "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ წარ­მო­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღად 14 დე­კემ­ბე­რი, ხოლო პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დღედ 29 დე­კემ­ბე­რი ჩა­ი­ნიშ­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში წელს პირ­ვე­ლად ხალ­ხის ნაც­ვლად პრე­ზი­დენტს სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გია აირ­ჩევს, რო­მელ­შიც 300 კაცი შე­დის: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა წევ­რი (150 დე­პუ­ტა­ტი), აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ყვე­ლა წევ­რი (20 დე­პუ­ტა­ტი), აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ყვე­ლა წევ­რი (21 დე­პუ­ტა­ტი) და 109 ადა­მი­ა­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბი­დან.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი 5 წლის ვა­დით აირ­ჩე­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა 16 დე­კემ­ბერს ეწუ­რე­ბა.

უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობს, რომ მათ "შეც­დო­მებ­ზე ის­წავ­ლეს“ და მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი "სან­დო, ქარ­თვე­ლი, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ის ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბა“.

გთა­ვა­ზობთ ექ­სპერ­ტე­ბის შე­აფ­სე­ბებს:

  • "რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ვინ იქ­ნე­ბა? სის­ტე­მა­ში, სა­დაც მძვინ­ვა­რებს პი­როვ­ნე­ბის კულ­ტი"

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

gia_xuxashvili

"ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა ჩემ­თვის არ არის სა­ინ­ტე­რე­სო. სჯობ­და, ბი­ძი­ნას ზებ­რა, ან პინგვი­ნი წა­რედ­გი­ნა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ვინ იქ­ნე­ბა? სის­ტე­მა­ში, სა­დაც მძვინ­ვა­რებს პი­როვ­ნე­ბის კულ­ტი, ერთი ადა­მი­ა­ნი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს ინ­სტი­ტუ­ტი, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა ინ­სტი­ტუ­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად გა­უქ­მე­ბუ­ლია და ანუ­ლი­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა მისი მმარ­თვე­ლო­ბის ქვე­შაა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვის და­ნიშ­ნავს პრე­ზი­დენ­ტად? - აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არა­ნა­ი­რი. ბი­ძი­ნას­თვის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი არა­ვი­ნაა, ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა არის მის­თვის გარ­კვე­უ­ლი რე­სურ­სი, რო­მელ­საც გა­მო­ი­ყე­ნებს და გა­და­აგ­დებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ ვთვლი, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნა და­უბ­რუნ­დეს ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზას და ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი დაბ­რუნ­დეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ეს ასე არ მოხ­დეს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ სხვა პრობ­ლე­მე­ბი დგას ქვე­ყა­ნა­ში და არა ის, ბი­ძი­ნა ახლა ვის, ან რას და­ნიშ­ნავს, პრე­ზი­დენ­ტად ყა­ვე­ლაშ­ვილს წა­რად­გენს, ზებ­რას თუ - პინგვინს“.

  • "ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ღა­ლა­ტი გა­მო­რი­ცხუ­ლია..."

რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე:

sayvarelidze

"გა­მი­გია, რომ კე­თილ­შო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბაა. პო­ლი­ტი­კას­თან კავ­ში­რი მას შემ­დეგ აქვს, რაც პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­და. მო­ლო­დი­ნი მაქვს ისე­თი, რო­გო­რიც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. თა­ვი­დან­ვე იდგა სა­კი­თხი, რომ პრე­ზი­დენ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კის­გან შორს იქ­ნე­ბო­და.

სა­ნამ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს აირ­ჩევ­დნენ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ წრე­ებ­ში სა­უ­ბა­რი იყო მეც­ნი­ერ­ზე, მა­თე­მა­ტი­კოს­ზე, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში არ იქ­ნე­ბო­და ჩარ­თუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბო­და. რად­გან პრე­ზი­დენ­ტის ფუნ­ქცი­ე­ბი შეკ­ვე­ცი­ლია, უნდა აერ­ჩი­ათ ის ფი­გუ­რა, ვი­საც პო­ლი­ტი­კუ­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი ნაკ­ლე­ბად ექ­ნე­ბო­და, და­მო­უ­კი­დე­ბელ პო­ლი­ტი­კურ ხაზს არ გა­ა­ტა­რებ­და, რაც მოხ­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და­ი­წყო მოქ­მე­დე­ბა, რო­გორც სხვა კონ­სტი­ტუ­ცი­ის მქო­ნე ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა. ამ ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია, რომ პრე­ზი­დენტს არ აქვს არაფ­რის უფ­ლე­ბა. ად­რეც იყო სა­უ­ბა­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნის არ­ჩე­ვა­ზე, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. არ გა­მო­ვი­და ორ­ჯერ და მე­სა­მე მცდე­ლო­ბა­ზე მი­დი­ან. მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ღა­ლა­ტი გა­მო­რი­ცხუ­ლია, რა­საც იტყვის იმას ას­რუ­ლებს. ყვე­ლა ამ­ბობს, ვაჟ­კა­ცუ­რი პი­როვ­ნე­ბა არი­სო, შე­სა­ბა­მი­სად, ვნა­ხოთ. ცნო­ბი­ლია რო­გორც ერ­თგუ­ლი პი­როვ­ნე­ბა“.

  • "ყა­ვე­ლაშ­ვილს ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კა ჰქონ­და და საკ­მა­ოდ კარ­გი გი­ნე­ბა იცის, მხო­ლოდ ესაა, რი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა"

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე:

vaxtanng_zabiradze

"რა ვთქვა, აღარ ვიცი... თა­ვის დრო­ზე, პელე იყ­რი­და კენ­ჭს ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტად, მაგ­რამ ვერ გახ­და, სა­მა­გი­ე­როდ, ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა ასე­ვე ფეხ­ბურ­თი­დან მო­მა­ვა­ლი ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტად. ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი... ვი­ღა­ცამ ხომ უთხრა პირ­ველ­მა, თქვე­ნი კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტად და რას იტყვი­თო (თუ ვინ­მემ ჰკი­თხა უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან) და ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გო­რი იყო მისი რე­აქ­ცია. ეს ნამ­დვი­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს, სხვა რა გი­თხრათ? "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ორი იმედ­გაც­რუ­ე­ბის შემ­დეგ ეძებ­და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და 100%-ით დამ­ჯე­რი, ჩუმი, წყნა­რი, მშვი­დი (სიმ­შვი­დის რა მო­გახ­სე­ნოთ), ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­რე­შე რომ სი­ტყვას ვერ დაძ­რავ­და. რო­გორც ჩანს, სხვა კან­დი­და­ტი ვერ შე­არ­ჩი­ეს, რო­მე­ლიც ამ პა­რა­მეტ­რებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. "ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩევ­ლის რე­აქ­ცი­აც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს. მე ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­სა­ხე­ლე­ბას უფრო ვე­ლო­დი. გა­სა­გე­ბია, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ერ­თგუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ივა­ნიშ­ვი­ლის უსი­ტყვოდ მორ­ჩი­ლია, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ივა­ნიშ­ვი­ლი ბო­ლომ­დე არც მას ენ­დო­ბა.

ეს ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექ­ტია ალ­ბათ მთელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ათა­სი კან­დი­და­ტი რომ და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, ალ­ბათ ამას ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ მო­ვი­ფიქ­რებ­დი. ასე რომ, გვე­ყო­ლე­ბა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რა უნდა ვქნათ? ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არის ასე­თი და ვი­ღებთ იმას, რაც ვართ. მი­ღე­ბუ­ლი არ გვაქვს, რა უნდა ვქნათ? მას პარ­ლა­მენ­ტის 89-ვე ე.წ. დე­პუ­ტა­ტი და­უ­ჭერს მხარს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­და­ნაც. იქ­ნე­ბა მკაც­რი მო­თხოვ­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს ყვე­ლამ და­უ­ჭი­როს მხა­რი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იმას არ და­უშ­ვებს, ვინ­მემ კაი ბი­ჭო­ბა მო­ინ­დო­მოს, ის ერ­თხმად იქ­ნე­ბა არ­ჩე­უ­ლი.

რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი? - ყა­ვე­ლაშ­ვილს ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კა ჰქონ­და და საკ­მა­ოდ კარ­გი გი­ნე­ბა იცის, მხო­ლოდ ესაა, რი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. ჰა­ბი­ტუ­სით რა და­ე­წუ­ნე­ბა, არა­ფე­რი, ისიც ძა­ლი­ან კარ­გი, ოთხი შვი­ლი თუ ჰყავს. მოკ­ლედ, ჰა­ბი­ტუ­სი და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა შეგ­ვიძ­ლია ჩავ­თვა­ლოთ მის და­დე­ბით მხა­რედ პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე. ამ­ბო­ბენ, დიპ­ლო­მიც არ აქ­ვსო... მე რომ მკი­თხოს კაც­მა, ჯობ­და, პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი სა­ერ­თოდ გაგ­ვე­უქ­მე­ბი­ნა, მაგ­რამ... კი ვამ­ბობთ, არა­ლე­გი­ტი­მუ­რია პარ­ლა­მენ­ტი და მისი კან­დი­და­ტი­ცო, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში მთავ­რო­ბა ყა­ლიბ­დე­ბა და კი რჩე­ბი­ან და... ოპო­ზი­ცი­ას კი ვხე­დავთ რაც არის და რო­გორც არის... ამ უბე­დუ­რე­ბა­ში ვართ.

პარ­ლა­მენ­ტი არის არა­ლე­გი­ტი­მუ­რი და მან მარ­თლაც და­არ­ღვია კონ­სტი­ტუ­ცი­ის მუხ­ლი, ის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უნდა და­ლო­დე­ბო­და და შემ­დეგ შეკ­რე­ბი­ლი­ყო. ეს მუხ­ლი და­ირ­ღვა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ პარ­ლა­მენ­ტი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - უკა­ნო­ნო, ეს მარ­ტი­ვი ლო­გი­კაა. თუმ­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ასე არ თვლის და მის გეგ­მას მიჰ­ყვე­ბა. მგო­ნია, იმი­ტომ ჩქა­რო­ბენ, რომ ძა­ლი­ან მალე და­სავ­ლეთ­ში და­ი­წყე­ბა სა­შო­ბაო არ­და­დე­გე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი გავა შვე­ბუ­ლე­ბა­ში და უნ­დათ ამ დრო­ში მო­ას­წრონ, რათა სა­მუ­შა­ოდ დაბ­რუ­ნე­ბულ პარტნი­ო­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი რე­ა­ლო­ბა დახ­ვდეთ.

არა­ნა­ი­რად არ ვი­ზი­ა­რებ­დი იმ აზრს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი გახ­დე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტი, არ­გუ­მენ­ტი იმი­სა, რომ მას პრე­ზი­დენ­ტო­ბა სჭირ­დე­ბა გა­რან­ტი­ე­ბის მი­სა­ღე­ბად, ჩემი აზ­რით, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იყო. ივა­ნიშ­ვილს არა­ფე­რი სჭირ­დე­ბა ეს პოს­ტი, ვი­ნა­ი­დან გუნ­დი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია, დღეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ თე­ო­რი­უ­ლა­დაც კი რთუ­ლი იქ­ნე­ბა მო­ძებ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წავ­ლენ. ამ გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა 2012 წლი­დან მი­დი­ო­და და ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ივა­ნიშ­ვილს არა­ნა­ი­რი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. რომც და­ე­მუქ­როს, ამას მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბა ვერ და არ უშ­ვე­ლის, ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც ყვე­ლამ იცის, რომ თუ რა­ღაც პრობ­ლე­მა გინ­და გა­და­წყვი­ტო, უნდა და­ე­ლა­პა­რა­კო არა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, არა­მედ ივა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეა და ის ნიშ­ნავს პრე­მი­ერს ქვე­ყა­ნა­ში. როცა ასე­თი ვი­თა­რე­ბაა, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა თა­ნამ­დე­ბო­ბა უჭი­რავს ივა­ნიშ­ვილს, ამი­ტომ ვთვლი­დი, რომ ის პრე­ზი­დენ­ტი არ იქ­ნე­ბო­და“

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სჯობდა სულ გაეუქმებინათ პრეზიდენტის ინსტიტუტი" - როგორ აფასებენ ექსპერტები მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას?

"სჯობდა სულ გაეუქმებინათ პრეზიდენტის ინსტიტუტი" - როგორ აფასებენ ექსპერტები მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას?

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად "ხალხის ძალის“ ლიდერი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამ სიახლემ თავად "ოცნების“ გულშემატკივარიც შოკში ჩააგდო, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენას ელოდა.

  • ცნობისათვის: მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში ის "ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნების თარიღად 14 დეკემბერი, ხოლო პრეზიდენტის ინაუგურაციის დღედ 29 დეკემბერი ჩაინიშნა.

საქართველოს ისტორიაში წელს პირველად ხალხის ნაცვლად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც 300 კაცი შედის: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.

საქართველოს მომავალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩევა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.

უმრავლესობა ამბობს, რომ მათ "შეცდომებზე ისწავლეს“ და მომავალი პრეზიდენტი "სანდო, ქართველი, ტრადიციებისა და ეკლესიის ერთგული იქნება“.

გთავაზობთ ექსპერტების შეაფსებებს:

  • "რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება? სისტემაში, სადაც მძვინვარებს პიროვნების კულტი"

გია ხუხაშვილი:

gia_xuxashvili

"ამ საკითხზე მსჯელობა ჩემთვის არ არის საინტერესო. სჯობდა, ბიძინას ზებრა, ან პინგვინი წარედგინა პრეზიდენტობის კანდიდატად. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება? სისტემაში, სადაც მძვინვარებს პიროვნების კულტი, ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, ეს ინსტიტუტი, ისევე როგორც ყველა სხვა ინსტიტუტი, ფაქტობრივად გაუქმებულია და ანულირებული, ყველა მისი მმართველობის ქვეშაა, რა მნიშვნელობა აქვს, ვის დანიშნავს პრეზიდენტად? - აბსოლუტურად, არანაირი. ბიძინასთვის ნდობით აღჭურვილი არავინაა, ასეთი ადამიანი არ არსებობს, ყველა არის მისთვის გარკვეული რესურსი, რომელსაც გამოიყენებს და გადააგდებს. აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ ამ ვითარებაში ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ახლა მნიშვნელოვანია ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი დაბრუნდეს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, აქედან გამომდინარე, სულ სხვა პრობლემები დგას ქვეყანაში და არა ის, ბიძინა ახლა ვის, ან რას დანიშნავს, პრეზიდენტად ყაველაშვილს წარადგენს, ზებრას თუ - პინგვინს“.

  • "ყაველაშვილის მხრიდან ღალატი გამორიცხულია..."

რამაზ საყვარელიძე:

sayvarelidze

"გამიგია, რომ კეთილშობილი პიროვნებაა. პოლიტიკასთან კავშირი მას შემდეგ აქვს, რაც პარლამენტში შევიდა. მოლოდინი მაქვს ისეთი, როგორიც "ქართულ ოცნებას“. თავიდანვე იდგა საკითხი, რომ პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც პოლიტიკისგან შორს იქნებოდა.

სანამ გიორგი მარგველაშვილს აირჩევდნენ, გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში საუბარი იყო მეცნიერზე, მათემატიკოსზე, რომელიც პოლიტიკაში არ იქნებოდა ჩართული, საზოგადოებრივად აქტიური იქნებოდა. რადგან პრეზიდენტის ფუნქციები შეკვეცილია, უნდა აერჩიათ ის ფიგურა, ვისაც პოლიტიკური პრეტენზიები ნაკლებად ექნებოდა, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ხაზს არ გაატარებდა, რაც მოხდა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში.

სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო მოქმედება, როგორც სხვა კონსტიტუციის მქონე ქვეყნის პრეზიდენტმა. ამ ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს არ აქვს არაფრის უფლება. ადრეც იყო საუბარი ისეთი ადამიანის არჩევაზე, რომელიც ნაკლები მოულოდნელობების მატარებელი იქნებოდა. არ გამოვიდა ორჯერ და მესამე მცდელობაზე მიდიან. მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ღალატი გამორიცხულია, რასაც იტყვის იმას ასრულებს. ყველა ამბობს, ვაჟკაცური პიროვნება არისო, შესაბამისად, ვნახოთ. ცნობილია როგორც ერთგული პიროვნება“.

  • "ყაველაშვილს ანტიდასავლური რიტორიკა ჰქონდა და საკმაოდ კარგი გინება იცის, მხოლოდ ესაა, რითაც გამოირჩევა"

ვახტანგ ძაბირაძე:

vaxtanng_zabiradze

"რა ვთქვა, აღარ ვიცი... თავის დროზე, პელე იყრიდა კენჭს ბრაზილიის პრეზიდენტად, მაგრამ ვერ გახდა, სამაგიეროდ, ჩვენ გვეყოლება ასევე ფეხბურთიდან მომავალი ყაველაშვილი პრეზიდენტად. ამას ნამდვილად არ ველოდი... ვიღაცამ ხომ უთხრა პირველმა, თქვენი კანდიდატურა განიხილება პრეზიდენტად და რას იტყვითო (თუ ვინმემ ჰკითხა უმრავლესობიდან) და ძალიან მაინტერესებს როგორი იყო მისი რეაქცია. ეს ნამდვილად მაინტერესებს, სხვა რა გითხრათ? "ქართული ოცნება“ ორი იმედგაცრუების შემდეგ ეძებდა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნებოდა 100%-ით დამჯერი, ჩუმი, წყნარი, მშვიდი (სიმშვიდის რა მოგახსენოთ), ყოველ შემთხვევაში, "ქართული ოცნების“ გარეშე რომ სიტყვას ვერ დაძრავდა. როგორც ჩანს, სხვა კანდიდატი ვერ შეარჩიეს, რომელიც ამ პარამეტრებს დააკმაყოფილებდა. "ოცნების“ ამომრჩევლის რეაქციაც ძალიან მაინტერესებს. მე ღარიბაშვილის დასახელებას უფრო ველოდი. გასაგებია, რომ ღარიბაშვილი ერთგულებით გამოირჩევა და ივანიშვილის უსიტყვოდ მორჩილია, მაგრამ, როგორც ჩანს, ივანიშვილი ბოლომდე არც მას ენდობა.

ეს ყაველაშვილი მოულოდნელობის ეფექტია ალბათ მთელს საზოგადოებაში. ყოველ შემთხვევაში, ათასი კანდიდატი რომ დამესახელებინა, ალბათ ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიფიქრებდი. ასე რომ, გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, რა უნდა ვქნათ? ჩვენი საზოგადოება არის ასეთი და ვიღებთ იმას, რაც ვართ. მიღებული არ გვაქვს, რა უნდა ვქნათ? მას პარლამენტის 89-ვე ე.წ. დეპუტატი დაუჭერს მხარს, მუნიციპალიტეტიდანაც. იქნება მკაცრი მოთხოვნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს ყველამ დაუჭიროს მხარი, "ქართული ოცნება“ იმას არ დაუშვებს, ვინმემ კაი ბიჭობა მოინდომოს, ის ერთხმად იქნება არჩეული.

რით არის გამორჩეული? - ყაველაშვილს ანტიდასავლური რიტორიკა ჰქონდა და საკმაოდ კარგი გინება იცის, მხოლოდ ესაა, რითაც გამოირჩევა. ჰაბიტუსით რა დაეწუნება, არაფერი, ისიც ძალიან კარგი, ოთხი შვილი თუ ჰყავს. მოკლედ, ჰაბიტუსი და მრავალშვილიანობა შეგვიძლია ჩავთვალოთ მის დადებით მხარედ პრეზიდენტის პოსტზე. ამბობენ, დიპლომიც არ აქვსო... მე რომ მკითხოს კაცმა, ჯობდა, პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გაგვეუქმებინა, მაგრამ... კი ვამბობთ, არალეგიტიმურია პარლამენტი და მისი კანდიდატიცო, მაგრამ ამასობაში მთავრობა ყალიბდება და კი რჩებიან და... ოპოზიციას კი ვხედავთ რაც არის და როგორც არის... ამ უბედურებაში ვართ.

პარლამენტი არის არალეგიტიმური და მან მართლაც დაარღვია კონსტიტუციის მუხლი, ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დალოდებოდა და შემდეგ შეკრებილიყო. ეს მუხლი დაირღვა, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, ყველა მისი გადაწყვეტილება - უკანონო, ეს მარტივი ლოგიკაა. თუმცა "ქართული ოცნება“ ასე არ თვლის და მის გეგმას მიჰყვება. მგონია, იმიტომ ჩქარობენ, რომ ძალიან მალე დასავლეთში დაიწყება საშობაო არდადეგები, პოლიტიკური სპექტრი გავა შვებულებაში და უნდათ ამ დროში მოასწრონ, რათა სამუშაოდ დაბრუნებულ პარტნიორებს საქართველოში ამ მიმართულებით ახალი რეალობა დახვდეთ.

არანაირად არ ვიზიარებდი იმ აზრს, რომ ივანიშვილი გახდებოდა პრეზიდენტი, არგუმენტი იმისა, რომ მას პრეზიდენტობა სჭირდება გარანტიების მისაღებად, ჩემი აზრით, არასერიოზული იყო. ივანიშვილს არაფერი სჭირდება ეს პოსტი, ვინაიდან გუნდი ჩამოყალიბებულია, დღეს "ქართულ ოცნებაში“ თეორიულადაც კი რთული იქნება მოძებნო ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის წინააღმდეგ წავლენ. ამ გუნდის ჩამოყალიბება 2012 წლიდან მიდიოდა და ასეთ ვითარებაში ივანიშვილს არანაირი კატასტროფული საფრთხე არ ემუქრება. რომც დაემუქროს, ამას მისი პრეზიდენტობა ვერ და არ უშველის, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ იცის, რომ თუ რაღაც პრობლემა გინდა გადაწყვიტო, უნდა დაელაპარაკო არა პრემიერ-მინისტრს, არამედ ივანიშვილს, რომელიც საპატიო თავმჯდომარეა და ის ნიშნავს პრემიერს ქვეყანაში. როცა ასეთი ვითარებაა, მნიშვნელობა არ აქვს, რა თანამდებობა უჭირავს ივანიშვილს, ამიტომ ვთვლიდი, რომ ის პრეზიდენტი არ იქნებოდა“

იხილეთ ასევე: